მაისი შესანიშნავ პერსპექტივებს გპირდებათ, მაგრამ თქვენმა ცეცხლოვანმა ბუნებამ შეიძლება ზოგჯერ იმპულსურ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანოთ. ამ თვეში ეცადეთ ღრმად ჩაისუნთქოთ და ათამდე დაითვალოთ, სანამ მოქმედებას დაიწყებთ. განსაკუთრებით, როცა საქმე ფულს ეხება, სანამ დახარჯავთ დაფიქრდით, თორემ შეიძლება მოგვიანებით ინანოთ.
თქვენი თავდადება და შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება. არ შეგეშინდეთ თქვენი იდეების გაზიარება, ყველა მოგისმენთ! თუ თანამშრომლობას აპირებთ, ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა.
ისწავლეთ საკუთარი თავის მოვლა და გაფრთხილება. თვის აურზაურისა და დაუსრულებელი შრომის გამო შეიძლება იოლად გადაიწვათ. ამიტომ, ხშირ-ხშირად უნდა შეისვენოთ; მოიწყვეთ განტვირთვის დღეები. დაუთმეთ დრო ისეთ აქტივობებს, რომლებიც აღადგენს თქვენს გონებას, სხეულსა და სულს.
თვის პირველ ათ მერკური თქვენს სახლშია, ამიტომ პირადი გეგმები და ინტერესები პრიორიტეტულია. თქვენი დარწმუნების ნიჭი გაიზრდება, გაგიადვილდებათ საკუთარი შეხედულებების დაცვა და სასურველი შედეგების მიღწევა საქმიან მოლაპარაკებებსა თუ დისკუსიებში. საყვარელ ადამიანებთან ან კოლეგებთან ურთიერთობა სასიამოვნო იქნება, შეძლებთ თითქმის ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდეთ და კომპრომისული გადაწყვეტა იპოვოთ.
თვის დასაწყისში ასევე სასარგებლოა თქვენი იდეების გაზიარება მეგობრებთან, საინტერესო პროექტების შეთავაზება და სამსახურში ინიციატივის გამოვლენა. უფროსი შეამჩნევს თქვენს აქტიურობას, გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი კოლეგებს შორის და გამოჩნდებიან ახალი ბიზნესპარტნიორები.
გასაუბრებისთვის ან გამოცდის ჩასაბარებლად მაისის პირველი ნახევარი იდეალურია.
10-დან 26 მაისამდე მერკური გადის თქვენი ფინანსების სახლს. შეიძლება თქვენი ზოგიერთი სურვილი ახდეს, რომელიც არ საჭიროებს ხანგრძლივ მომზადებას. საჯარო გამოსვლის უნარები და მჭევრმეტყველება მაღალ დონეზე: გამოიყენეთ ხელსაყრელი დრო, დაგეგმეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, განახორციელეთ გეგმები ან იდეები. მოერგეთ ახალ გარემოებებს, რომ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი, შეხვდით მეტ ადამიანს და დაამყარეთ სასარგებლო კავშირები.
თვის მეორე ნახევარი კარგია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და დამატებითი შემოსავლის წყაროების მოსაძებნად. ხელფასის გაზრდის შესაძლებლობა იზრდება. ამასთან, მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, დაფიქრდით თქვენს თითოეულ ნაბიჯზე და უარი თქვით დიდ, ძვირად ღირებულ შესყიდვებზე.
მთელი მაისი ვენერა თქვენს ნიშანშია. გარეგნობას მეტ ყურადღებას მიაქცევთ, მოგინდებათ ვარცხნილობის შეცვლა და გარდერობის განახლება.
მარტოხელებს მოგინდებათ გამოიყურებოდეთ მეტად სექსუალურად და მიმზიდველად, რათა მიიპყროთ საპირისპირო სქესის ყურადღება. ვენერას ეს პოზიცია საშუალებას მოგცემთ უფრო თავისუფლად გამოხატოთ თქვენი გრძნობები და გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. კომუნიკაცია იოლი და სასიამოვნო იქნება, ამიტომ, ხშირად აღმოჩნდებით კომპანიის ცენტრში, შეხვდებით საინტერესო ადამიანებს.
შეიძლება შეხვდეთ არაჩვეულებრივ ადამიანს, მაგრამ არ უნდა იჩქაროთ. გაეცანით მის გეგმებს ოჯახურ ცხოვრებაზე, ისაუბრეთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მეტი დრო გაატარეთ ერთად.
ეს შეხვედრა შეიძლება მოხდეს მეგობრების გარემოცვაში ან რომელიმე ღონისძიებაზე. სხვათა შორის, საინტერესო ნაცნობობა ინტერნეტშიც შესაძლებელია. ზოგადად მაისი კარგი თვეა ახალი სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად.
დაოჯახებულებისთვის მშვიდი თვეა. თქვენს წყვილში ურთიერთობა იქნება სტაბილური და ჰარმონიული, დიდი ჩხუბისა და კამათის გარეშე. პარტნიორი მხარს გიჭერთ და უსმენს თქვენს სურვილებს. იყავით უფრო თავაზიანი და ნაზი მასთან კომუნიკაციაში, ნუ გამოავლენთ თქვენეულ ეგოიზმს, პატივი ეცით მის აზრს.
თვის შუა რიცხვებში სიტუაცია რომ არ გაამწვავოთ, გამონახეთ კომპრომისები, უთხარით თბილი სიტყვები თქვენს საყვარელ ადამიანს, მოერიდეთ კონფლიქტების გამწვავებას. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება თუ თავისუფალ დროს ერთად გაატარებთ, დაესწრებით გასართობ ღონისძიებებს, ეწვევით მეგობრებს და გაუზიარებთ თქვენს ემოციებსა და გამოცდილებას.
მზე შეგმატებთ ენერგიას და გააძლიერებს თქვენს ჯანმრთელობას. არ მოგიწევთ წუწუნი ჯანმრთელობაზე ან რაიმე პრობლემაზე. ხოლო თუ მემკვიდრეობითი ან ქრონიკული დაავადება გაქვთ, გაიარეთ გამოკვლევა.
თვალყური ადევნეთ დიეტას, მინიმუმამდე დაიყვანეთ ცხიმიანი და ცხარე საკვები, რათა საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეგექმნათ. მიირთვით მეტი ბოსტნეული და ბოჭკოვანი საკვები.
მაისში მოგიწევთ დიდი დრო დაუთმოთ ახლობლების, ხანდაზმული ნათესავებისა თუ მშობლების მოვლას. შეინარჩუნეთ მხიარული განწყობა და სულიერი წონასწორობა, რაც არ უნდა მოხდეს თქვენ გარშემო.