მაისი სიყვარულის თვეა, გაეცანით, ასტროლოგიურ პროგნოზს, თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით, რათა გაიუმჯობესოთ თქვენი პირადი ცხოვრება.
ვერძი
მთელი მაისი ვენერა თქვენს ნიშანშია. გარეგნობას მეტ ყურადღებას მიაქცევთ, მოგინდებათ ვარცხნილობის შეცვლა და გარდერობის განახლება. მარტოხელებს მოგინდებათ გამოიყურებოდეთ მეტად სექსუალურად და მიმზიდველად, რათა მიიპყროთ საპირისპირო სქესის ყურადღება. ვენერას ეს პოზიცია საშუალებას მოგცემთ უფრო თავისუფლად გამოხატოთ თქვენი გრძნობები და გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. კომუნიკაცია იოლი და სასიამოვნო იქნება, ამიტომ, ხშირად აღმოჩნდებით კომპანიის ცენტრში, შეხვდებით საინტერესო ადამიანებს.
შეიძლება შეხვდეთ არაჩვეულებრივ ადამიანს, მაგრამ არ უნდა იჩქაროთ. გაეცანით მის გეგმებს ოჯახურ ცხოვრებაზე, ისაუბრეთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მეტი დრო გაატარეთ ერთად.
ეს შეხვედრა შეიძლება მოხდეს მეგობრების გარემოცვაში ან რომელიმე ღონისძიებაზე. სხვათა შორის, საინტერესო ნაცნობობა ინტერნეტშიც შესაძლებელია. ზოგადად მაისი კარგი თვეა ახალი სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად.
დაოჯახებულებისთვის მშვიდი თვეა. თქვენს წყვილში ურთიერთობა იქნება სტაბილური და ჰარმონიული, დიდი ჩხუბისა და კამათის გარეშე. პარტნიორი მხარს გიჭერთ და უსმენს თქვენს სურვილებს. იყავით უფრო თავაზიანი და ნაზი მასთან კომუნიკაციაში, ნუ გამოავლენთ თქვენეულ ეგოიზმს, პატივი ეცით მის აზრს.
თვის შუა რიცხვებში სიტუაცია რომ არ გაამწვავოთ, გამონახეთ კომპრომისები, უთხარით თბილი სიტყვები თქვენს საყვარელ ადამიანს, მოერიდეთ კონფლიქტების გამწვავებას. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება თუ თავისუფალ დროს ერთად გაატარებთ, დაესწრებით გასართობ ღონისძიებებს, ეწვევით მეგობრებს და გაუზიარებთ თქვენს ემოციებსა და გამოცდილებას.
კურო
ვენერა თითქმის მთელი თვე იქნება თქვენი საიდუმლოებების, შიშებისა და განმარტოების სახლში, ასე რომ თქვენი სენსუალურობა გაიზრდება და მეტი სინაზე და რომანტიკა მოგინდებათ. თუ სასიყვარულო ურთიერთობაში ხართ, მაშინ ახლა დიდ დროს გაატარებთ ოცნებაში, ფანტაზიორობთ თქვენი გრძნობების ობიექტზე. თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. ახლა არ არის შესაფერისი დრო ახალი სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად, რადგან არ ხართ დარწმუნებული თქვენს სურვილებში და გრძნობთ გარკვეულ დაბნეულობას.
თუ მტკიცედ გადაწყვიტეთ პირადი ცხოვრების შეცვლა და შეხვდით განსაკუთრებულ ადამიანს, უნდა დაძლიოთ შინაგანი პრობლემები და ეჭვები. შესაძლებელია, რომ არ მოინდომოთ თქვენი ურთიერთობის აფიშირება და გარკვეული დროით დაუმალოთ თქვენი პოტენციური პარტნიორი მეგობრებს, ოჯახის წევრებს.
შეეცადეთ არ მოაწყოთ თქვენი ახალი ნაცნობის იდეალიზება, ნუ მიაწერთ მას ისეთ თვისებებს, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს, რათა თავიდან აიცილოთ იმედგაცრუება და არ გააფუჭოთ დაწყებული ურთიერთობა.ისაუბრეთ გულწრფელად, გაიგეთ მეტი ინფორმაცია მის შესახებ, გაარკვიეთ მისი მიზნები და შეხედულებები თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. შესაძლოა, თქვენი შეხვედრა შედგეს სასტუმროში, კაფეში ან დასასვენებელ სახლში, იზოლირებულ სივრცეში.
თუ უკვე იპოვეთ თქვენი სულიერი მეგობარი, არ მოაკლოთ პარტნიორს ყურადღება, მეტი ისაუბრეთ და ღიად განიხილეთ საკამათო საკითხები. თქვენმა განმარტოების სურვილმა შეიძლება შეურაცხყოს თქვენი პარტნიორი. მიიღეთ მონაწილეობა საოჯახო საქმეებში, აიღეთ საკუთარ თავზე საოჯახო მოვალეობები.
მათ, ვისაც ოჯახურ ცხოვრებაში სირთულეები აქვთ, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა აკონტროლონ განწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემების თავიდან აცილება შეუძლებელია. არსებობს უსიამოვნო ამბების მიღების შესაძლებლობა, შესაძლოა რაიმე ძველი საიდუმლო გამჟღავნდეს. გადაწყვიტეთ ყველა დაძაბული მომენტი მშვიდად და ღიად, ეძიეთ კომპრომისული გამოსავალი ყველაზე რთულ და დაძაბულ სიტუაციაშიც კი.
ტყუპი
მარტოხელებმა შესაძლოა დაიწყოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ. შესაძლოა სხვა თვალით შეხედოთ კარგ მეგობარს და მასთან დაიწყოთ რომანტიკული ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ინიციატივა შეიძლება ნაცნობისგანაც წამოვიდეს. და თქვენი გადასაწყვეტია, უპასუხოთ თუ არა მის შეთავაზებას.
საინტერესო ადამიანს შეიძლება შეხვდეთ თანამოაზრეთა კლუბში, საჯარო გამოსვლის კურსზე, სპორტულ დარბაზში, მეგობრულ წვეულებაზე ან მეგობრების გარემოცვაში. შეხვედრის კიდევ ერთი ადგილი შეიძლება იყოს ინტერნეტ სივრცე.
დაწყვილებულებისთვის მაისი ხელსაყრელი პერიოდია დროის ერთად გასატარებლად. არ უნდა დახარჯოთ ბევრი დრო ყოველდღიურ ცხოვრებასა და საოჯახო საქმეებზე. უფრო მნიშვნელოვანია დროის ერთად გატარება, საერთო ინტერესების პოვნა, მეგობრებთან შეხვედრა. წადით სამოგზაუროდ, ქალაქგარეთ მაინც ან ქალაქში საინტერესო ღონისძიებებზე. ერთმანეთის მხარდაჭერა და გაგება მნიშვნელოვანი იქნება. ერთად დასახეთ გეგმები, ისაუბრეთ თქვენს სამუშაოზე, ჰკითხეთ რჩევა და გამოიჩენთ ინტერესს თქვენი პარტნიორის საქმეებისადმი.
კირჩხიბი
მაისში პრიორიტეტულია კარიერული საკითხები, თუმცა, დატვირთულობის მიუხედავად მაინც გამონახავთ დროს და შეძლებთ საინტერესო ადამიანების გაცნობას. თქვენი ხიბლითა და მეგობრული დამოკიდებულებით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მიიზიდავთ. ასე რომ, თუ ვინმე განსაკუთრებულს ეძებთ და პირადი ცხოვრების შეცვლა გსურთ, მაისში სერიოზული ურთიერთობის დაწყების შანსი არსებობს.
მნიშვნელოვანი შეხვედრა შეიძლება მოხდეს სამსახურში, საქმიან შეხვედრებსა თუ კონფერენციებზე. თქვენი პოტენციური პარტნიორი შეიძლება იყოს ჩართული იმავე პროექტში ან ბიზნესში, რაშიც თქვენ. იყოს თქვენი კლიენტი ან ითანამშრომლოს თქვენს კომპანიასთან.
დიდია ალბათობა იმისა, რომ მას ექნება მყარი პოზიცია, კარგი ფინანსური მდგომარეობა ან მაღალი სოციალური სტატუსი. პარტნიორის დახმარებით შეძლებთ კარიერულ კიბეზე ასვლას, გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას ან მიიღებთ უპირატესობას ბიზნესში.
თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს, ეცადოთ უფრო ხშირად იყო საყვარელ ადამიანთან და შაბათ-კვირა ერთად გაატაროთ.
ოჯახური ატმოსფეროს გასაუმჯობესებლად, ყოფითი საკითხები ერთად გადაჭერით. მიართვით მცირე საჩუქრები ან მოუწყვეთ რომანტიკული საღამოები, რაც გაზრდის ერთმანეთის მიმართ სექსუალურ ლტოლვას და გაგიუმჯობესებთ განწყობას.
ლომი
ვენერა მარტოხელებს საინტერესო ადამიანების გასაცნობად და პაემანზე წასასვლელად გიბიძგებთ. თუ პარტნიორის ძიებაში ხართ, გააქტიურდით თქვენი ცხოვრების შესაცვლელად და სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად.
სურვილი გაგიჩნდებათ, შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანს, ისეთს, რომელიც წინა პარტნიორებისგან რადიკალურად განსხვავებულია. თქვენი პოტენციური პარტნიორი, შეიძლება იყოს განსხვავებული რწმენის, ეროვნების ან თქვენგან განსხვავებული შეხედულებების მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს შეხვედრა სავარაუდოდ მოგზაურობის დროს მოხდება. თუმცა, შეგიძლიათ დაიწყოთ ინტერნეტნაცნობობა.
აგრეთვე საინტერესო ადამიანს შეიძლება შეხვდეთ რომელიმე ოფიციალურ დაწესებულებაში: იურიდიული კონსულტაციის დროს, სასამართლოში, ადვოკატის კაბინეტში ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სასარგებლოა კულტურული ღონისძიებების - გამოფენა, მუზეუმი, კონცერტი - მონახულება. არ მოგერიდოთ ისაუბროთ თქვენ გვერდით მყოფ ადამიანთან და განიხილეთ მასთან ნანახი.
დაოჯახებულები ოპტიმისტურ განწყობაზე იქნებით. მოგინდებათ თქვენი ცხოვრების დივერსიფიკაცია, ჩვეულ რუტინაში რაიმე ახლისა და საინტერესოს შემოტანა. დაგეგმეთ ერთობლივი მოგზაურობა, ვარჯიში ან ცეკვის სტუდიაში ვიზიტი. შეიძლება რომელიმე ქვეყნის ისტორია შეისწავლოთ და შემდეგ იქ იმოგზაუროთ.
ეს თვე ასევე შესაფერისია შერიგებისთვის, კომპრომისული გადაწყვეტილებების მისაღებად ზოგიერთ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. თუ თქვენს ურთიერთობაში ადრე იყო დაძაბული მომენტები, მაისში შეგიძლიათ დატოვოთ ისინი წარსულში, გააუმჯობესოთ ურთიერთგაგება და დაიწყოთ თანაცხოვრება სუფთა ფურცლიდან.
ქალწული
თქვენი მიმზიდველობა და მაგნეტიზმი გაიზრდება, გეყოლებათ ახალი თაყვანისმცემლები და საინტერესო ნაცნობები. თქვენი მზერა ახლა მიმართულია უჩვეულო და ქარიზმატულ ადამიანებზე, მათზე, ვინც განსხვავდება თქვენი სანაცნობო წრისგან. გექნებათ სურვილი, დაიწყოთ ურთიერთობა განსაკუთრებულ ადამიანთან, თუმცა, ნუ აურევთ ფიზიკურ მიზიდულობას ნამდვილ სიყვარულში. არ არის გამორიცხული, სწრაფად დაწყებული ურთიერთობა სწრაფადვე დასრულდეს. მაისში შეიძლება ხშირად გქონდეთ შემთხვევითი სასიყვარულო ურთიერთობა.
ზოგიერთისთვის ყველაზე აქტუალური საკითხები მარტოობა და საყვარელი ადამიანის არარსებობა იქნება. დაუკავშირდით სპეციალისტს, თუ ემოციურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით.
დაოჯახებულებისთვის ეს თვე წარმატებული და ჰარმონიული იქნება. თქვენი სექსუალური ცხოვრება გახდება უფრო ინტენსიური და სრულფასოვანი, უფრო მეტ დროს გაატარებთ ერთად და თქვენი ნდობა გაიზრდება. თუ ურთიერთობაში დაძაბულობა ან უთანხმოება გაქვთ, ეცადეთ, პარტნიორთან უფრო რბილი და თავაზიანი იყოთ და ჩხუბის პროვოცირება არ მოახდინოთ. შესაძლებელია, ზოგიერთი ძველი წყენა ან შეცდომა კვლავ გაჩნდეს და კონფლიქტის მიზეზი გახდეს. აჩვენეთ საყვარელ ადამიანს თქვენი ინტერესი, უთხარით თბილი სიტყვები, მოუმზადეთ საჩუქრები. აი, ეჭვიანობის მიზეზს კი ნუ მისცემთ, შედეგად ურთიერთობა გამოსწორდება და სახლში ატმოსფერო უფრო მშვიდი და ჰარმონიული გახდება. რომანტიკული საღამო ან არაჩვეულებრივი პაემანი გაახალისებს თქვენს გრძნობებს.
სასწორი
ვენერა სიყვარულის პლანეტა და თქვენი მმართველი მოგზაურობს პარტნიორობის სახლში. ეცადეთ გამოიჩინოთ სიკეთე სხვების მიმართ, იყავით გულისხმიერი და მომხიბვლელი. მარტოხელების კომუნიკაბელურობა და ოპტიმისტური სულისკვეთება საპირისპირო სქესის ბევრ წარმომადგენელს მიიზიდავს. გელით საინტერესო ნაცნობობა და ნათელი შთაბეჭდილებები საინტერესო ადამიანთან შეხვედრისას.
ნუ დასხდებით სახლში, უფრო ხშირად ეწვიეთ საინტერესო, ხალხმრავალ გასართობ ადგილებს; იარეთ წვეულებებზე; ასე გაგიადვილდებათ საინტერესო ადამიანების გაცნობა, ურთიერთობის დაწყება და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.
ეცადე კარგად გამოიყურებოდეთ. ჩაცმულობაში უნდა მოერიდოთ პროვოკაციულ სტილს და არ დაივიწყოთ თმის ვარცხნილობა და სახის გამომეტყველება. მნიშვნელოვანი შეხვედრა შეიძლება შედგეს კაფეში, გამოფენაზე, კონცერტზე ან რომელიმე კულტურულ ღონისძიებაზე.
თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, გირჩევთ, შესძინოთ მას სიკაშკაშე და მრავალფეროვნება. მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი, წადით ლამაზ ადგილას შაბათ-კვირას. უფრო ხშირად უთხარით თბილი სიტყვები საყვარელ ადამიანს, აჩუქეთ პატარა საჩუქრები თქვენი გრძნობებისა და სიყვარულის გამოსახატავად. ეს თვე კარგია ერთობლივი მოგზაურობის, შვებულების ან დიდი შესყიდვების დაგეგმვისთვის. ნუ დაივიწყებთ საოჯახო საქმეებს, დაეხმარეთ პარტნიორს.
მორიელი
ვენერა თქვენი სამსახურის, ყოველდღიური ვალდებულებების სექტორშია. სიყვარულის პლანეტის ეს ტრანზიტი დაგეხმარებათ შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანს სამსახურში, საქმიან შეხვედრაზე ან მივლინების დროს. მარტოხელები ყურადღებას მიაქცევთ კოლეგებს ან კლიენტებს, რომლებსაც ადრე იცნობდნენ. თქვენი ინტერესი ნელ-ნელა გაიზრდება, თანდათან გადავა უფრო მჭიდრო და სანდო ურთიერთობაში. თანდათანობით დაიწყებთ ამ ადამიანის უკეთ გაცნობას, აღმოაჩენთ მასში მშვენიერ თვისებებსა და შეხედულებებს. თქვენი კომუნიკაცია კომფორტული და საინტერესო გახდება.
აგრეთვე საინტერესო ნაცნობობა შესაძლებელია სამშენებლო მაღაზიაში, სპორტულ ან გასართობ ცენტრებში, სანატორიუმში, კლინიკასა და საავადმყოფოში. არსებობს შანსი, რომ შეხვდეთ ვინმეს შინაური ცხოველის საშუალებით, ამიტომ ღირს უფრო მეგობრული იყოთ სეირნობისას, შინაური ცხოველების მაღაზიაში სტუმრობისას ან ცხოველების გამოფენებზე.
დაოჯახებულებმა მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს და იპოვეთ წონასწორობა საოჯახო საქმეებსა და სამუშაო პასუხისმგებლობებს შორის. არ უნდა დააკისროთ ყველა თქვენი საოჯახო პრობლემა თქვენს მეუღლეს. იყავით უფრო ყურადღებიანი მისი საჭიროებების მიმართ, გამოიჩინეთ მზრუნველობა და მოთმინება. თუ მეტ დროს დაუთმობთ ოჯახური საკითხების მოგვარებას, გააძლიერებთ თქვენს ურთიერთობას და თავიდან აიცილებთ საყვედურს და ჩხუბს.
თქვენს წყვილში მეგობრული ატმოსფეროს შესანარჩუნებლად, გირჩევთ გააკონტროლოთ ემოციები, არ გაღიზიანდეთ წვრილმანებზე, უფრო ხშირად ისაუბროთ საინტერესო საკითხებზე ან დაგეგმოთ მოგზაურობა. გაატარეთ თავისუფალი დრო ერთად, წადით სტუმრად.
მშვილდოსანი
ვენერას გავლენით კარგი განწყობა და მეტი ახალი ხალხის გაცნობის სურვილი მოგემატებათ; მოგინდებათ პაემნებზე წასვლას. მარტოხელები იპოვით ახალ მეგობრებს. თუ გადაწყვეტილი გაქვთ შეცვალოთ თქვენი პირადი ცხოვრება, ახლა ამის შესაფერისი დროა. გელით ნათელი ემოციები, სასიყვარულო გამოცდილება და რომანტიკული თავგადასავლები. ნუ შეგეშინდებათ ფლირტის, ყურადღების გამოხატვის, იყავით ყურადღების ცენტრში.
თქვენი ურთიერთობა შეიძლება დაიწყოს შვებულების ან მოგზაურობის დროს. თუ შესაძლებელია, წადით თბილ ქვეყნებში და დაისვენეთ სამუშაო პრობლემისგან. დასამახსოვრებელი შეხვედრები და მხიარული დროს ტარება გარანტირებული გაქვთ.
თუ შვებულებაში წასვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, ნუ უგულებელყოფთ ონლაინ ნაცნობობას. პოზიტიური დამოკიდებულება დაგეხმარებათ იპოვოთ მიმზიდველი ადამიანები და დაიწყოთ ურთიერთობები.
მათთვის, ვინც უკვე იპოვა თავისი სულიერი მეგობარი, გირჩევთ ყოველდღიურ ცხოვრებაში რაიმე ახლის შემოტანას. მოერიდეთ მოწყენილობას, ეძებეთ პოზიტივი ყველაფერში, რაც თქვენ გარშემო ხდება, იხელმძღვანელეთ აქტიური ცხოვრების წესით. კარგი იქნება, წახვიდეთ კონცერტებსა თუ გამოფენებზე, დაესწროთ გასართობ ღონისძიებებს და შინ მოიწვიოთ სტუმრები.
შეგიძლიათ ერთად წახვიდეთ საინტერესო მოგზაურობაში ან გაატაროთ შაბათ-კვირა ბავშვებთან ერთად ბუნებაში. თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება მშვიდი და მყუდრო ატმოსფერო და თბილი, სანდო ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან.
მოგინდებათ მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს, მოაწესრიგოთ და შეიძინოთ სახლის დეკორაციები. ნუ ეცდებით პარტნიორს მოახვიოთ თქვენი აზრი, მოუსმინეთ მის სურვილებსაც.
თხის რქა
მაისი კარგი დროა სერიოზული გრძელვადიანი ურთიერთობის დასაწყებად. მარტოხელები საყვარელი ადამიანის ნაკლებობას იგრძნობთ და პირადი ცხოვრების შეცვლა მოგინდებათ. შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც იგივე შეხედულებები აქვს მომავალ ოჯახურ ცხოვრებაზე, როგორიც თქვენ. თქვენს პოტენციურ პარტნიორს ექნება თქვენი მსგავსი ტემპერამენტი, აღზრდა ან ჩვევები.
შეხვედრა შეიძლება მოხდეს მეგობრულ წვეულებაზე ან ოჯახურ ვახშამზე. არის შანსი, რომ ეს ადამიანი თქვენს უახლოეს წრეში იყოს ან მეზობლად ცხოვრობდეს. იყავით მეგობრული სხვების მიმართ, არ შეგეშინდეთ უცხო ადამიანთან საუბრის დაწყება, ნუ იტყვით უარს მოსაწვევებზე.
თქვენი ურთიერთობა ასევე შეიძლება დაიწყოს ხალხმრავალ ღონისძიებაზე, ხმაურიან წვეულებაზე, სხვადასხვა რეკრეაციულ ადგილას. მაისში გაქვთ კარგი შანსი, დაიწყოთ ურთიერთობა, რომელიც მალე ოჯახის შექმნამდე მიგვიყვანთ.
თუ უკვე იპოვეთ თქვენი სულიერი მეგობარი, მაშინ მაისში თქვენი ურთიერთობა სტაბილური და მშვიდი იქნება. ეცადეთ თავიდან აიცილოთ რაიმე დაძაბულობა კომუნიკაციაში, ხშირად დანებდით და რთულ სიტუაციებში ეძებთ კომპრომისები. ჩხუბი და კონფლიქტები დაივიწყეთ. თქვენს პარტნიორს მშვენივრად ესმის თქვენი გრძნობები და სურვილები და პატივს სცემს თქვენს თვალსაზრისს.
თქვენი წყვილისთვის სასარგებლოა სახლის გარეთ მეტი დროის გატარება, ხანმოკლე მოგზაურობა, მეგობრების მონახულება, კონცერტებზე სიარული ან ბუნებაში შაბათ-კვირის გატარება. მაისში უფრო მეტად ჩაერთვებით საოჯახო საქმეებში, მოგინდებათ სიმყუდროვის შექმნა და ბინის მოწესრიგება. თუ თქვენი ურთიერთობა ახლახან დაიწყო, შეიძლება გააცნოთ საყვარელი ადამიანი თქვენს ოჯახს ან მეგობრებს. ან გადაწყვიტოთ თანაცხოვრება.
მერწყული
კარგი პერიოდი მარტოხელა მერწყულებისთვის: დაინტერესებული იქნებით ახალ ადამიანებთან კომუნიკაციით, შეხვედრით და საუკეთესო თვისებების დემონსტრირებით. ოპტიმისტური განწყობა დაგეხმარებათ შეხვდეთ განსაკუთრებულ პიროვნებას და დაიწყოთ რომანტიკული ურთიერთობა.
არის შანსი, რომ თქვენი ახალი ნაცნობიც იმავე საქმეებით დაინტერესდეს, რაშიც თქვენ ხართ ჩართული. მაგალითად, შეგიძლიათ ერთად შეისწავლოთ სხვა ქვეყნების ისტორია ან რელიგია, დაესწროთ ერთსა და იმავე ლექციებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გქონდეთ იგივე ინტერესები ან ჰობი. პოტენციურ პარტნიორში მოგხიბლავთ მისი ლიდერული თვისებები, საუბრის წარმართვის უნარი და ინტელექტუალური შესაძლებლობები.
თუ ერთდროულად რამდენიმე ადამიანს ხვდებით, მაშინ, სავარაუდოდ, მაისში მხოლოდ ერთის არჩევას ვერ შეძლებთ.
ზოგიერთი დაიწყებთ ონლაინნაცნობობას და შეხვდება სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანს. ზოგი კი დაიწყებთ სასიყვარულო ურთიერთობას კარგ მეგობართან, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ, მაგალითად, კოლეგასთან ან მეზობელთან.
დაოჯახებულებისთვის ეს თვე აქტიური და საინტერესო იქნება. მოგინდებათ ძველი მეგობრების ან შორეული ნათესავების მონახულება, მოგზაურობა ან შვებულება.
თქვენთვის იოლი იქნება ყველა სადავო საკითხის მოგვარება და დაძაბულობის თავიდან აცილება თქვენს საყვარელ ადამიანთან. ოჯახში ატმოსფერო მეგობრული და მშვიდი გახდება.
შეეცადეთ ნაკლები დრო გაატაროთ სახლში, ერთად იმოგზაურეთ, გაატარეთ მეტი დრო ბუნებაში, ეწვიეთ საინტერესო ადგილებს, ახლობლებს. ახალი გამოცდილება და შეხვედრები გააძლიერებს თქვენს ურთიერთობებს და სიხარულს მოგიტანთ. არ დაგავიწყდეთ პარტნიორზე მზრუნველობა, ყურადღების გამოხატვა და რომანტიკული სიურპრიზების მოწყობა.
თევზები
მაისში მოიმატებს თქვენი სენსუალურობა, სასიყვარულო მიზიდულობაც გაიზრდება. მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან უფრო ხშირად ჩახუტება, განმარტოება. ამავე დროს გემრიელი საჭმელი და სუნამოს სუნი უფრო მიმზიდველი გახდება თქვენთვის და უნდა აკონტროლეთ ფქვილეულისა და ტკბილეულის მოხმარება.
თავის გასანებივრებლად ჩაეწერეთ აუზზე, სილამაზის სალონში ან ეწვიეთ კოსმეტოლოგს.
თუ რომანტიკულ პარტნიორს ეძებთ, შესაძლოა მაისში შეძლებულ ადამიანს შეხვდეთ. ის შეიძლება იყოს ცნობილი ადამიანი, ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა გარკვეულ სფეროში. თქვენთვის სასარგებლოა სოციალურ ღონისძიებებზე, დახურულ წვეულებებსა და კორპორაციულ ღონისძიებებზე დასწრება.
არ არის გამორიცხული, რომ ინტერნეტში შეხვდეთ საინტერესო ადამიანს და დაიწყოთ მიმოწერა. დარეგისტრირდით გაცნობის საიტზე, გამოიჩინეთ ინიციატივა, ნუ შეგეშინდებათ პირველს საუბრის დაწყება.
მაისში კარგი იქნება ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასება, ახალი პრიორიტეტებისა და მიზნების დასახვა.
დაწყვილებულების ურთიერთობაში განსაკუთრებული პრობლემები არ არის მოსალოდნელი. საყვარელი ადამიანი გისმენთ, ყველა კონფლიქტური სიტუაცია წყდება დისკუსიებითა და კომპრომისებით. წარსული ჩხუბი და წყენა ამ თვეში წარმატებით შეიძლება დაძლიოთ. კარგი იქნება ნაჩხუბარ პარტნიორთან შერიგება და გულწრფელი საუბარი. ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, გაატარეთ მეტი დრო ერთად, ეწვიეთ კონცერტებს, გასართობ ადგილებს.