ავტორი:

მარსი კუროში მოულოდნელ და მკვეთრ ცვლილებებს მოგვიტანს, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მარსი კუროში მოულოდნელ და მკვეთრ ცვლილებებს მოგვიტანს, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ენერგიული და ცეცხლოვანი მარსი კუროს ზოდიაქოში გადავიდა, სადაც 21 აგვისტომდე გაჩერდება. თითოეული ადამიანი მომართული იქნება ცვლილებებზე, გაუმჯობესებაზე, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. საინტერესო ისაა, რომ მარსი კუროში მთლად კომფორტულად თავს ვერ გრძნობს; კურო ცოტა ზარმაცი ნიშანია, ვერძივით სწრაფი და ცეცხლოვანი არაა. მარსი კი არის ქმედება, აქტიურობა. ამიტომ, ადამიანებს უფრო მეტი ძალისხმევა გმართებთ, რომ მიაღწიოთ სასურველს, მაგრამ თუ მოინდომებთ და გააკეთებთ, უკეთეს და ხანგრძლივ შედეგს მიაღწევთ. არ გარისკოთ, არ გირჩევთ აგრესიის გამოვლენას. იყავით მომართული დაბანდებაზე, სტაბილურობაზე, ხარისხიან ქმედებაზე. სასურველს ნაბიჯ-ნაბიჯ, გააზრებულად მიაღწევთ. ფიზიკური ვარჯიშების შესრულების დროსაც ზომიერება გმართებთ, არ გადაიღალოთ.

კუროში მარსის ყოფნის დროს არის დღეები, როცა სიფრთხილე მოგვეთხოვება და ასეთებია:

პირველი აგვისტო - მარსი-ურანი-მომავლის კვანძის შეერთება. ეს არის მოულოდნელი ცვლილებების ასპექტი. შეიძლება ზოგიერთის ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები მოხდეს, დაუგეგმავი, აფეთქებასავით. უმეტესობა გადაწყვეტს ცხოვრების ახალი, სუფთა ფურცლიდან დაწყებას. მიიღებთ ახალ შემოთავაზებებს, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ახალი ადამიანები. ამასთან, არ გირჩევთ საჭესთან სიჩქარის გადამეტებას, ფრთხილად ელექტროობასთან. ასპექტი აქტუალურია 30 ივლისიდან 4 აგვისტომდე.

5-9 აგვისტოს პერიოდში გველოდება სატურნი მარსის კონფლიქტი. მოერიდეთ გაჯიუტებას, კამათს. შეიძლება იძულებით, ზეწოლით მოგიწიოთ რაღაცის შეცვლამ; გახშირდეს ძალადობა. მაქსიმალურად ფრთხილად მჭრელ და ბასრ ინსტრუმენტებთან. ფული ხარჯეთ გააზრებულად.

9-14 აგვისტოს პერიოდში მარსი მეგობრულ ასპექტს ქმნის ნეპტუნთან. გაგიმძაფრდებთა ინტუიცია. ამ პერიოდში კარგია ცურვა, საკუთარ ფიზიკურ მდგომარებაზე ზრუნვა. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, რომ მარსი აგრესიული პლანეტაა, ნეპტუნი განაგებს მათრობელა საშუალებებს და მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, ნასვამ ადამიანებთან კამათს, რათა არ გაეხვიოთ უსიამოვნებაში.

დაბოლოს, 12-17 აგვისტოს შუალედში მარსი პლუტონის მეგობრული ასპექტი გველოდება, მაგრამ ორივე აგრესიული პლანეტაა (ვერძისა და მორიელის მმართველები), მომატებული იქნება გამძლეობა, ენერგიულობა, ყველაფრის ძირფესვიანად შეცვლის სურვილი და ეცადეთ, ყველა ქმედება კეთილი საქმეებისკენ იყოს მიმართული. ადამიანი მომართული იქნება, რომ ნებისმიერი საშუალებით მიაღწიოს მიზანს. აქაც არ გირჩევთ აგრესიულობას, საკუთარი მიზნისთვის სხვას ნუ გაწირავთ.

პროგნოზს გაეცანით ასცენდენტისა და მზის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

გააქტიურდებით მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო ან თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, მიიღებთ სასურველს. მოგინდებათ უძრავი ქონების შეძენა, ბინის გარემონტება. კარგ შედეგს მოგიტანთ ინვესტიცია. კარგი იქნება, თუ ფულს დააბანდებთ საკუთარ თავში, ჯანმრთელობაში, განათლებაში. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას; საყიდლებისას უპირატესობა მიანიჭეთ ხარისხს.

კურო

მარსი თქვენს ნიშანშია და ამიტომ, მეტად უნდა გამოავლინოთ ინიციატივა. მოგინდებათ ფიზიკური აქტიურობა, მაგრამ დაიზღვიეთ თავი ტრავმულობისგან და აგრეთვე ფრთხილად, თუ მჭრელ და ბასრ საგნებთან გაქვთ შეხება. კარგი იქნება ბიზნესის, ახალი პროექტების დაწყება. დააკვირდით როგორი ადამიანები მოვლენ თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება შეგეცვალოთ გარემოცვა. საინტერესო და მოულოდნელი ცვლილებები გახშირდება.

ტყუპი

გადახედეთ შესრულებულ საქმეებს და გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. კარგი იქნება, თუ დაასრულებთ დაწყებულ საქმეებს, პროექტებს. შეიძლება გადაწყვიტოთ ონლაინმუშაობა ან სწავლა. თუ ფარული სასიყვარულო ურთიერთობა გაქვთ გაფრთხილდით, რომ ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში არ გამომჟღავნდეს, ან ამ პერიოდში შეიძლება გაიგოთ ის საიდუმლო, რასაც აქამდე გიმალავდნენ.

კირჩხიბი

მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისგან. მოგინდებათ თქვენი იდეების განხორციელება თანამოაზრეებთან, დიდ კოლექტივთან ერთად. შეიძლება დაიწყოთ მუშაობა დიდ კომპანიაში ან საკუთარი ბიზნსსაქმიანობა წამოიწყოთ. ზოგიერთი კი უხელმძღვანელებს მასშტაბურ პროექტს. ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ და ყურადღებით იყავით. ზოგიერთს შეგეცვლებათ სამეგობრო წრე.

ლომი

მოიმატებს კარიერული წინსვლის, საუკეთესი შედეგის მიღწევის სურვილი. იყავით აქტიური, რომ განახორციელოთ მიზანი და განსაკუთრებით 23 ივლისიდან, როცა მზე თქვენს ნიშანში გადმოვა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. კარგი იქნება საკუთარი ბიზნესის დაწყება. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოთ სტატუსი, - დაქორწინებით ან განქორწინებით. გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი. გააქტიურდებით, რომ პოპულარული გახდეთ თქვენს გარემოცვაში, მაგრამ აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ აგრესიულობით და თქვენთვის შეუფერებელი საქციელით არ შეილახოთ რეპუტაცია.

ქალწული

მოგინდებათ გადაადგილება, მოგზაურობა. შეიძლება მოულოდნელად გაემგზავროთ საზღვარგარეთ ან მიიღოთ გამგზავრების შემოთავაზება. კარგი იქნება, თუ ჩაერთვებით სასწავლო პროცესში - დაიწყებთ ლექციების ჩატარებას ან თავად ისწავლით. გააქტიურდება სასამართლო პროცესების თემა და შეიძლება ან თქვენ აღძრათ ვინმეს წინააღმდეგ საქმე ან თქვენზე აღიძრას. შეგეცვლებათ წარმოდგენა რელიგიაზე, მსოფლმხედველობაზე. ზოგიერთებს გელოდებათ ნაცნობობა უცხოელებთან ან მეორე ქორწინება.

სასწორი

გაფრთხილდით, რომ არ იკამათოთ პარტნიორებთან ფინანსური საკითხების გამო. ეს შეიძლება იყოს ბიზნეს ან სამემკვიდრეო საკითხები. ან თუ ვინმეს თქვენი ვალი აქვს, მოგიწევთ ფულის მისაღებად ბრძოლა. მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში, ბიზნესში. ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გახშირდება კრიზისული, არასტანდარტული სიტუაციები და მოგიწევთ მათი ყურადღებით მოგვარება. ან შეიძლება მოულოდნელი საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ, რაც გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას.

მორიელი

მოერიდეთ პარტნიორებთან ურთიერთობის დაძაბვას. ეს ეხება სასიყვარულო და ბიზნეს პარტნიორებსაც. კარგ შედეგს მოგიტანთ პარტნიორთან ერთად ვარჯიში, ან რაღაცის ერთად კეთება, კრიზისების ერთად გადალახვა. მარტოხელების ცხოვრებაში შეიძლება შემოვიდეს ახალი პარტნიორი. შეყვარებულებმა კი გადაწყვიტოთ დაქორწინება, მომზადება ქორწინებისთვის. გააქტიურდით, თუ გსურთ ახალი სამსახურის, ბიზნესის ან გრანდიოზული პროექტის დაწყება.

მშვილდოსანი

მოგემატებათ საქმეები, ვალდებულებები. თუ მაძიებელი ხართ, გააქტიურდით ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში, მაგრამ მაინც ყურადღებით იყავით, რომ სახიფათო სფეროები და სიტუაციები აირიდოთ. კარგი იქნება, თუ გააქტიურდებით ბიზნესის განვითარებისთვის. ზოგიერთმა შეიძლება აიყვანოთ ახალი თანამშრომელი, დამხმარე. მოგიწევთ საყოფაცხოვრებო თემების მოგვარებაში აქტიურად ჩართვა. გირჩევთ, მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. კარგი იქნება ვარჯიში, სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება. ზოგიერთმა კი შეიძლება გეგმიური ოპერაციაც კი გაიკეთოთ.

თხის რქა

მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, იყავით მზად ახალი პროექტების დაწყებისა და განვითარებისთვის. გააქტიურდით, რომ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. ამ პერიოდში მარტოხელების ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ახალი რომანტიკული პარტნიორი. ზოგიერთის ცხოვრებაში კი - სასიყვარულო სამკუთხედი ან გაიგებთ, რომ მისი წევრი ხართ. თუ სურვილი გაქვთ, საუკეთესო დროა ჩასახვისთვის, შეიძლება მოულოდნელად გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ ან ამ პერიოდში მშობელი გახდებით.

მერწყული

მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას ოჯახის წევრებთან. იყავით მომართული საოჯახო საკითხების მოგვარებაზე. მოგინდებათ მიწის დამუშავება, უძრავი ქონების შეძენა ან არსებულის გარემონტება, სახლის აშენება. ან შეიძლება გაყიდოთ უძრავი ქონება. ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოთ მისამართი; სამსახურის ან სიყვარულის გამო. თუ ემიგრაციაში ხართ, მომენტალურად გადაწყვიტავთ სამშობლოში დაბრუნებას ან თუ შეყვარებული ხართ, წამში მიიღებთ დაქორწინების გადაწყვეტილებას.

თევზები

გააქტიურდებით, რომ მიიღოთ დამატებითი განათლება. ეს შეიძლება იყოს კურსები, ვებინარი, ლექციები, ონლაინიც კი. შეიძლება სრულიად განსხვავებული სფერო შეისწავლოთ, რაც მომავალში რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ: ეს შეიძლება იყოს ნაცნობობა, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას. გაფრთხილდით მგზავრობისას, განსაკუთრებით საჭესთან. ან შეიძლება, სრულიად მოულოდნელად გადაწყვიტოთ ავტომობილის შეძენა. ზოგადად გახშირდება გადაადგილება ახლო მანძილზე. მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას დედმამიშვილებთან, მეზობლებთან.