აქტიური შეხვედრებისა და კონტაქტების თვეა. იყავით მობილიზებული პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე; სასიყვარულოსიც და საქმიანისაც. უნდა მოინდომოთ, რომ გადაინაცვლოთ უფრო მაღალ საფეხურზე. ზოგიერთმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებების მიღებისას. ყველაფერს თავისი დრო სჭირდება. იყავით მობილიზებული მუშაობაზე. განსაკუთრებით, თუ კარიერული ზრდა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ. თუ დიქტატორულ თვისებებს გამოავლენთ, კოლექტივში სირთულეებს ვერსად გაექცევით. ყველას არ სურს თქვენი წესებით ცხოვრება. თანაც, არაფერში გჭირდებათ ზედმეტი სტრესი. იცხოვრეთ მშვიდად და ხშირად დაისვენეთ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
ძირითადად რუტინული საქმეების შესრულება მოგიწევთ, რაც ზედმეტ ინტელექტუალურ დატვირთვას არ მოითხოვს თქვენგან. სამაგიეროდ, მოიმატებს პედანტიზმი. კარგ შედეგს მოგიტანთ მარტო მუშაობა და კოლექტივშიც. მეტი დაკვირვება გმართებთ თუ მივლინებაში აპირებთ წასვლას. შეამოწმეთ პატარა ფილიალებში მომუშავე კოლეგები. გააუმჯობესეთ საქმიანი კავშირები. მარტის მეორე დეკადიდან გაგიუმჯობესდებათ სიტუაცია სამუშაო სფეროში. კონტაქტების გაფართოების შესაძლებლობა მოგეცემათ. შეიძლება განაახლოთ ძველი კავშირები. არ გიყვართ, მაგრამ მშვიდად მოისმინეთ სხვათა აზრი, რჩევები. კარგი პერიოდი გელით შემოქმედებით ნიშნებს. განახორციელებთ დიდი ხნის იდეას. შეიძლება გაიგოთ სხვისი საიდუმლო და არ გათქვათ. ნუ გამოიყენებთ პირად ინფორმაციას საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებად.
ფული და სიყვარული
მარტოხელებმა ჯერ საყოფაცხოვრებო საკითხები უნდა მოაგვაროთ და მერე რომანტიკული. იყავით მომართული საოჯახო თემებზე. დააკვირდით ახალგაცნობილს, შეისწავლეთ მისი დეტალები. სიტუაციის კარგად განაალიზების შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. დაქორწინებულებს მშვიდი თვე გელით. შეხმატკბილებულად იზრუნეთ ოჯახის გაბედნიერებაზე. იყავით ყურადღებიანი და მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ. მოერიდეთ წვრილმანებზე გამოკიდებას.
ჯანმრთელობა
იყავით ლაღი, პოზიტიური, სერიოზული გართულებები არ გელით. თუ თავად არ შეუქმნით საკუთარ თავს უსიამოვნებებს. გაიძლიერეთ იმუნიტეტი, დაიწყეთ მსუბუქი ვარჯიში, ფეხით სიარული, შეამცირეთ დატვირთვა (გონებრივიც და ფიზიკურიც). მოიცალეთ, რომ ჩაიტაროთ სრული სამედიცინო გამოკვლევა
2 მარტის შემდეგ გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. დაფიქრდით, რა გაქვთ გამოსასწორებელი, რას უნდა მიაქციო ყურადღება. მარტოხელებს გაქვთ რომანტიკული ნაცნობობის შანსი, ხოლო არსებული კავშირის - სერიოზულ სტადიაში გადაყვანის.
18 მარტის შემდეგ ღირებულებების გადაფასების დრო დაგიდგებათ. მეტად იყავით მომართული საკუთარ თავზე. მოიცილეთ ყველაფერი უსარგებლო, დრომოჭმული. დაანებეთ თავი იმ საქმის კეთებას, რაც სიამოვნებას აღარ განიჭებთ. კარგი იქნება, თუ დაემშვიდობებით მავნე ჩვევებს.