ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის: “ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს, ნუ დახარჯავთ ზედმეტს“

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის: “ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს, ნუ დახარჯავთ ზედმეტს“

2023 წლის მარტში აქტიურად ჩაერთვებით ბიზნესში, მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებებში და გაუწევთ კონკურენციას პარტნიორებს. რეალისტური მიზნები პრიორიტეტულია, ისევე როგორც მათი სწრაფი განხორციელება. თანამშრომლობა ამ თვეში წინა პლანზე გამოდის. გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება საკმარისი აღარ არის, მოგიწევთ კონსულტაცია და სხვისი აზრის გათვალისწინება. პირველ დეკადაში მოგინდებათ მეტი გაიგოთ, გააფართოოთ თქვენი ჰორიზონტები. გელოდებათ მოულოდნელი მოგზაურობა, მეგობრების შორიდან ჩამოსვლა. შეიძლება დაგაინტერესოთ ახალმა ტექნოლოგიამ, რომელიც გაგიადვილებთ ცხოვრებას ან უფრო კომფორტულს გახდის კომუნიკაციას და მუშაობას. შეიძლება მოგინდეთ ფსიქოლოგთან, ეზოტერიკოსთან კონსულტაციაზე წასვლა. შესაძლოა, ინტუიცია გამძაფრდეთ, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და არ დაეთანხმოთ საეჭვო შემოთავაზებებს. მესამე დეკადაში შესაძლოა ვინმესთან ურთიერთობაში ცვლილებები მოხდეს. ზოგიერთი ადამიანი დატოვებს თქვენს ცხოვრებას.

მარტის ფინანსები

მარტში შესაძლოა გადაწყვიტოთ სამუშაოს შეცვლა, გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო ან შეიცვალოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა. არის შესაძლებლობა, რომ პირველ დეკადაში თქვენმა პარტნიორმა მეტი გამოიმუშაოს ან გაგიფორმონ დიდი ხნის ნანატრი სესხი. მეორე დეკადაში შესაძლოა სამსახურში ვითარება შეიცვალოს, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს შემოსავალზე. შეიძლება დაწინაურდეთ, ხელფასი გაგეზარდოთ, პრემია მიიღოთ. ფული შეიძლება მშობლებისგანაც მიიღოთ. მესამე დეკადაში ნაკლები ფული უნდა დახარჯოთ სიამოვნებასა და დასვენებაზე. შესაძლოა მომავალში რაიმე უფრო მნიშვნელოვანი იყიდოთ.

ბიზნესი, სამსახური

თვის დასაწყისში დაარეგულირეთ ურთიერთობა პარტნიორებთან. შესაფერისი პერიოდია იურიდიული საქმეების გადაწყვეტისთვის, მოლაპარაკებებისთვის, ხელშეკრულების გაფორმებისთვის. ახლა მნიშვნელოვანია ვინმესთან წყვილში ან გუნდში მუშაობა. სხვა ადამიანების იდეები დაგეხმარებათ უფრო სწრაფად მიაღწიოთ სასურველს. მეგობრული ურთიერთობა და დიპლომატიური კომუნიკაცია ხელს შეუწყობს სასარგებლო კონტაქტების დამყარებას.

19 მარტიდან გაგიტაცებთ ყველაფერი დაფარული და იდუმალი. ლოგიკა, სიზუსტე და გამჭრიახობა ამ პერიოდის დამახასიათებელი ნიშნებია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნებისმიერ სიტუაციაზე ელვის სისწრაფით რეაგირებთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს, ნუ დახარჯავთ ზედმეტს. ყურადღებით შეავსეთ საბუთები და დოკუმენტები.

სიყვარული

ემოციებისა და გრძნობების ზღვა გელოდება. მთავარია, დროულად ჩართოთ გონება, რათა რჩეულის გამო იმედგაცრუებული არ დარჩეთ. დასკვნების გამოტანა შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარტნიორს კარგად გაიცნობთ. არ არის გამორიცხული თქვენი ფარული რომანის შესახებ გახდეს ცნობილი. დაფიქრდით, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს ურთიერთობა. თუ ოჯახი თქვენთვის პირველ ადგილზეა, მაშინ ჯობია ფარული რომანი არ გააბათ. ყურადღება, მზრუნველობა, სინაზე გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. იყავით გულუხვი და ერთგული.

16 მარტის შემდეგ მოგინდებათ მხიარულება და გართობა. მაგრამ მოერიდეთ ავანტიურას. მარტოხელებს გელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა. ეს იქნება არაჩვეულებრივი პიროვნება, განსხვავებული ეროვნების, შეხედულებებისა და მენტალიტეტის ადამიანი. არ არის გამორიცხული, ახალ პარტნიორს ჰქონდეს საკუთარი ბიზნესი ან უჩვეულო ჰობი.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მარტში სამუშაო და კარიერა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. და რა შეიძლება ამან გამოიწვიოს, იცით? ბუნებრივია, დაღლილობა, მოწყენილობა. სასურველია, უფრო მეტი იაროთ ფეხით, დაისვენოთ და გააძლიეროთ იმუნიტეტი. თუ თქვენი "მტკივნეული ადგილი" არის სახსრები, ზურგი ან ფეხები, მაშინ მიიღეთ პრევენციული ზომები და დროულად უმკურნალეთ მათ. კარგია მასაჟი, დილის ვარჯიში, ფიტნესი და ცურვა. მიირთვით საკვები, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. არავითარ შემთხვევაში არ დაჯდეთ მკაცრ დიეტაზე, განსაკუთრებით გამორიცხეთ შიმშილი.

7 მარტის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ რას ამბობთ და როგორ იქცევით ადამიანებთან ურთიერთობაში. რომანტიკულ და საქმიან კონტაქტებში არ არის გამორიცხული კონფლიქტები. არ ჩაერთოთ კამათში, თუ გრძნობთ, რომ წააგებთ. მოემზადეთ პოზიტიური ცვლილებებისთვის; თქვენს ცხოვრებაში ისინი მალე მოვა. რაც არ არის თქვენთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი მოიშორეთ.

21 მარტის შემდეგ შესაძლებლობებისა და პერსპექტივების ზღვა ელით მათ, ვინც მზად არის იმოქმედოს შიშის გარეშე. გელოდებათ კარიერული ზრდა და განვითარება. შესანიშნავი პერიოდია კომპლექსებისა და ფობიებისგან თავის დასაღწევად. საბოლოოდ, გაიგებთ თქვენს ღირებულებას, უნიკალურობას. გაარკვევთ ვინაა თქვენი მტერი და ვინ ნამდვილი მეგობარი.