მარტში დიდი თხოვნები წარმოშობს ბრწყინვალე პერსპექტივებს. თქვენ შეგიძლიათ დადოთ დიდი ფსონები სამსახურში, ბიზნესში, ურთიერთობებსა და სიყვარულში. გარემოებები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ ლიდერის ან სიტუაციის ოსტატის როლი მოირგოთ, რაც მოგცემთ მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას. მთავარია არ დაიბნეთ და ინიციატივა სხვებს არ დაუთმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელსაყრელი შესაძლებლობების ხელიდან გაშვების რისკი არსებობს. დროა გარშემო მყოფებს გაუღვიძოთ ინტერესი თქვენი პიროვნების მიმართ, მიიღოთ კომპლიმენტები, საჩუქრები, დამატებითი ჯილდოები და სხვა სასიამოვნო ბონუსები. რეკლამა, პიარი და საკუთარი დამსახურების აქტიური დემონსტრირება კარგი იქნება.
მარტის ფინანსები
თქვენი მმართველი, ინტელექტუალური მერკური, 10 მარტიდან ვერძის ენერგიულ ნიშანში გადავა, რაც მოგიტანთ ახალ იდეებს, სად და როგორ გამოიმუშაოთ ფული, რა სტრატეგიები გამოიყენოთ ბიზნესში და ვისთან ჯობია თანამშრომლობა. ხვალისთვის არ გადადოთ ის, რისი დაწყებაც დღეს შეგიძლიათ. მარტში კარგია დიდი შესყიდვები და სოლიდური ინვესტიციები. 22-დან 25 მარტამდე ციფრებთან და დოკუმენტებთან მუშაობისას მოგიწევთ მეტი ყურადღებისა და დაკვირვების გამოვლენა.
სამუშაო და ბიზნესი
შესაფერისი დროა, რათა დაამტკიცოთ, რომ ხართ ნამდვილი პროფესიონალი. დიპლომატიური უნარების გამოვლენა ხელს შეუწყობს ურთიერთსასარგებლო კავშირების დამყარებას. ზოგადად, მარტი მდიდარია საქმიანი კონტაქტებით. მეწარმეებს საშუალება გექნებათ დადოთ გარიგებები და კონტრაქტები, ასევე დაამყაროთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ღირსეული დივიდენდები მომავალში. ნაყოფიერი თვეა მათთვის, ვინც გამოირჩევა კომუნიკაბელურობით და ხშირად მიდის კომპრომისებზე. დიდია საქმიანი შეხვედრების, ხანგრძლივი მოგზაურობისა და კონფერენციებზე დასწრების ალბათობა. თუმცა, კოლეგებთან მუშაობისა და კომუნიკაციის პროცესში შესაძლებელია ცხარე კამათი. კარგი პერიოდია სხვადასხვა პრეზენტაციისთვის, საქველმოქმედო და სარეკლამო ღონისძიებებისთვის.
ფინანსური პრობლემები წარმატებით მოგვარდება. მიიღებთ დაპირებულ ფულს - ვალებს, სოციალურ დახმარებას, პენსიას. ზოგიერთმა შეიძლება ვადაზე ადრე დახუროთ სესხი, განვადებით შეძენილი ნივთისაც. ფხიზლად უნდა იყოთ ფინანსური გზავნილების ან ფულით სხვა მანიპულაციების დროს.
სიყვარული და ფლირტი
მარტის პირველი ათი დღე არ არის განსაკუთრებით ხელსაყრელი რომანტიკული შეხვედრებისთვის. თუ ვინმეს შეხვდებით, პირველ რიგში შეაფასებთ ადამიანის პრაქტიკულობას, სხვებზე ზრუნვის, საჭმლის მომზადებასა და საოჯახო საქმეების მართვის უნარს. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოთ საოფისე რომანი ან გაცნობა მოხდეს სპორტულ მოედანზე, საავადმყოფოში ან ძაღლის სეირნობისას. მეორე და მესამე დეკადაში შესაძლოა შეხვედრის შანსი ადამიანთან, რომელთანაც შესაძლებელია ძლიერი, ბედნიერი კავშირი შექმნათ.
ზოგიერთ დაქორწინებულს ყოველდღიური უსიამოვნებების გამო გაუჭირდება პარტნიორთან საერთო ენის გამონახვა. ამ ფონზე შესაძლებელია კონფლიქტები და უნდობლობა. მეუღლეები ერთმანეთს შეახსენებენ წარსულის უსიამოვნებას. უნდა გაგახაროთ, რომ უთანხმოება მეორე-მესამე დეკადაში მოგვარდება. რთული საკითხები გადაწყვეტეთ დიპლომატიურად. მგრძნობიარე უნდა იყოთ საყვარელი ადამიანების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მეუღლეს. მას თქვენი მხარდაჭერა და კეთილი სიტყვები სჭირდება. შეადგინეთ გეგმები პარტნიორთან ერთად. ისინი უნდა ეხებოდეს თქვენს ოჯახს, შვილებს, შენაძენებს და ერთობლივ დასვენებას. ეცადეთ, ეჭვიანობა და გაღიზიანება თქვენს გულწრფელ გრძნობებზე უპირატესი იყოს.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
გაზაფხულის დასაწყისში უნდა იზრუნოს ჯანმრელობაზე. მოიწესრიგეთ შარდსასქესო სისტემა. ეცადეთ, არ გაცივდეთ, ჩაიცვით თბილად. ასევე დაიცავით დიეტა და უარი თქვით მარილიან, ცხარე და ცხიმიან საკვებზე. დალიეთ მცენარეული ჩაი ორგანიზმის გასაწმენდად და გასაძლიერებლად. ბევრი დაისვენეთ, თორემ სტრესი "დაარტყამს" თქვენს ჯანმრთელობას.
10 მარტის შემდეგ შესანიშნავი პერიოდია ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად. ძირითადად, ისინი ეხება ურთიერთობებს, მათ გაუმჯობესებას მეუღლესთნაც და საქმიან პარტნიორებთანაც. რჩეულთან გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ ურთიერთგაგების მიღწევაში. წყენა და ცუდი მომენტები წარსულში უნდა დარჩეს. მარტოხელებს გაქვთ შესაძლებლობა დაიწყოთ ახალი ურთიერთობა. სამუშაო სფეროში გელით პერსპექტიული შეთავაზებები და კარგი ამბები. შეეცადეთ განავითაროთ სასარგებლო კონტაქტები, კარგი იქნება გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა თქვენი წინადადებებისა და იდეების განსახორციელებლად.
25 მარტის შემდეგ არაერთი მატერიალური პრობლემის გადაჭრას შეძლებთ: სესხის დახურვა, ვალების დაბრუნება ან გადახდა; დიდი და რთული პროექტის დასრულებას. ეს ყველაფერი დადებით გუნებაზე დაგაყენებთ და თავდაჯერებულობას მოგიმატებთ. კარგი პერიოდია დამატებითი შემოსავლის მოსაძებნად და დაწყებული პროექტის დასასრულებლად. შეიცვლება ღირებულებების წყობა, ისევე როგორც პრიორიტეტები. გადაწყვეტთ რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რაზე შეგიძლიათ სამუდამოდ უარი თქვათ. შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რომ იცხოვროთ ლაღად და თავი კომფორტულად იგრძნოთ. გათავისუფლდით ზედმეტი ნივთებისგან, კომპლექსებისგან და შეძლებთ ოპტიმისტურად შეხედოთ მომავალს.