ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის

ღირებულებების გადაფასებების დრო დაგიდგებათ. ცვლილებების თვე გელოდებათ. ნუ ეცდებით მსოფლიოს შეცვლას. ცვლილებები შეიძლება შეეხოს თქვენს სამსახურს, საცხოვრებელ ადგილს. აქტიურად უნდა დაიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა, უნდა გადახედოთ საკუთარ ჩვევებს, რაც შეცვლას ითხოვს. ნურაფრის შეგეშინდებათ, ვარსკვლავების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მოიმატებს თვალსაწიერის გაფართოების შესაძლებლობა, შეიძლება სამოგზაუროდაც კი გაემგზავროთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში მსხვილი ფინანსური ოპერაციები უნდა განახორციელოთ. კარგი იქნება, თუ ფულს დააბანდებთ ბიზნესის განვითარებაში, სარფიან საქმიანობაში. ზოგიერთი საქმის მოსაგვარებლად შეიძლება დაგჭირდეთ კრედიტის აღება. მარტში დაინტერესდებით ფსიქოლოგიით, სულიერი პრაქტიკებით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. კრიტიკულ სიტუაციებში ნუ აჰყვებით ემოციებს, გააზრებულად იმოქმედეთ. საინტერესო ამბებს გაიგებთ არა მარტო ახალ პარტნიორებზე, არამედ, დიდი ხნის ახლობლებზეც. ინფორმაცია დაგეხმარებათ, მშვიდად ჩამოიცილოთ უსიამოვნო ადამიანები. თვის ბოლო დაუთმეთ თვითგანვითარებას. მოგინდებათ ან ახლის შესწავლა, ან არსებული ცოდნის გაღრმავება. ახალი გატაცება ახალ მეგობრებს მოგიყვანთ. სხვათა შორის, სამსახურში გექნებათ თქვენი ნიჭის საუკეთესოდ გამოვლენისა და დაწინაურების შესაძლებლობა. სტაბილური შემოსავალი გელით, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ყოველდღიურ სურვილებს აისრულებთ.

ფული და სიყვარული

ორჭოფულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. სიყვარულში ან ფულში რისკი მოგიწევთ. ეცადეთ, გონივრული გადაწყვეტილება მიიღოთ და დაცული იყოთ დანაკარგისგან. საწინააღმდეგო სქესისგან გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობთ. თუმცა, ახალგაცნობილთან სიფრთხილე არ გაწყენთ. დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმამ შეიძლება დაგაზარალოთ; ეს ეხება მარტოხელა ნიშნებსაც და დაქორწინებულებსაც. ინტუიციასაც დაეყრდენით და საღ აზრსაც. სანამ ახალ რომანში თავით გადავარდებით, კარგად დაფიქრდით. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ, მაგრამ ნუ ააჩქარებთ მოვლენებს; დრო მიგახვედრებთ გამოვა ამ რომანიდან რა მე, თუ არა.

ჯანმრთელობა

თუ საკუთარი თავის მიმართ ყურადღებით იქნებით, საფრთხეები არ გემუქრებათ. დაიცავით რეჟიმი, ზომიერი ვარჯიში არ გაწყენთ, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე; გაიუმჯობესეთ ძილი. არანაკლებ საყურადღებოა კვება. მოერიდეთ კალორიული და მავნე საკვების მიღებას. თუმცა, დიეტით თავს ნუ გაიტანჯავთ. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს.

2 მარტის შემდეგ თვის დასაწყისში მოგინდებათ მოგზაურობა - რეალურიც და ვირტუალურიც. კარგი იქნება ახალი ქვეყნების მონახულებაც და უცხო კულტურის გაცნობაც. ზოგიერთს გელით ვირტუალური ნაცნობობა. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას.

18 მარტის შემდეგ მოიმატებს სამსახურში აქტიურობა. მხოლოდ თქვენი კი არა, კოლეგების საქმეებიც თქვენი მოსაგვარებელი გახდება, რომლებმაც თავი ვერ გაართვეს სირთულეებს. გაფრთხილდით, რომ თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს და არავინ გაგინაწყენდეთ.