ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის

მოგემატებათ სიცოცხლის ხალისი, მოგინდებათ პოზიტიური ცვლილებები, სიახლეები. ზოგიერთმა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოთ გარეგნობა, იმიჯი, სამსახური, პარტნიორი... გაგიტაცებთ კარგიც და აკრძალულიც. მოგინდებათ ოკულტურ მეცნიერებებში, ფსიქოლოგიაში გარკვევა.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში იგრძნობთ, რომ გადაღლილი ხართ. არცაა გამორიცხული, უმარავი საქმე და ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი. გამოჩნდება ახალი დავალებებიც, რომლებიც დაუყოვნებლივ იქნება მოსაგვარებელი. თავდაჯერებულად იმოქმედეთ და თუ ვინმე დახმარების ხელს გამოგიწვდით, უარს ნუ ეტყვით. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. მიზანი უნდა იყოს კონკრეტული. მიიღეთ აქტიური მონაწილეობა ახალი პროექტების განხორციელებაში. თვის მეორე დეკადიდან ენერგია მოგემატებათ, ოპტიმალურ გამოსავალს იპოვით ნებისმიერი სიტუაციიდან. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. და თუ მოსმენას ისწავლით, საქმიან პარტნიორებთანაც. სტაბილური შემოსავალი გელით, მაგრამ მოერიდეთ ვალების აღებას. ნუ გაფლანგავთ ფულს ძვირად ღირებულ ნივთებზე, ფუფუნების საგნებზე.

ფული და სიყვარული

საუკეთესო პერიოდია ოჯახური ცხოვრების დასაწყებად. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტთ. დაწყვილებულები შეეცდებით შეინარჩუნოთ ურთიერთობაში ვნება და მზრუნველობა. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. ერთად მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. ნუ იჩხუბებთ თითოეული წვრილმანის გამო. თუ მოგწონთ ადამიანი, ნუ შეუშინდებით პირველი ნაბიჯის გადადგმას, ვარსკვლავები რომანტიკული ურთიერთობის დაწყებას გპირდებიან. ამასთან, რომანტიკული ურთიერთობა შეიძლევა დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს.

ჯანმრთელობა

თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ქცევაზეა დამოკიდებული. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. არსებობს ტრავმის ალბათობა. კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ სრულ სამედიცინო კვლევას. მოერიდეთ თვითმკურნალობას, დიაგნოზის გარეშე ხალხური მეთოდებით მკურნალობას. მეტად მოუფრთხილდით ნერვულ სისტემას; ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს. ზედმეტ კილოგრამებს არ აკრიფავთ, თუ დაიცავთ გონივრულ დიეტას. წესად დანერგეთ დილა-საღამოს ფეხით სიარული.

2 მარტის შემდეგ ღირებულებების გადაფასების, თვითანალიზის დროა. უნდა უმკურნალოთ ძველ სულიერ ტრავმებს. მოერიდეთ დომინირებას, საკუთარ აზრს ნუ მოახვევთ სხვებს. იყავით დაკვირვებული საბუთებთან მუშაობისას.

18 მარტის შემდეგ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოაგვაროთ ფინანსური საკითხები. არ გარისკოთ მსხვილი თანხით. შეიძლება მიიღოთ ფული ადრე შესრულებული საქმისთვის. თუმცა, ახალ პროექტებში ფულის დაბანდებაც მოგიწევთ.