ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის: "საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ, შეიცვლით სამსახურს"

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის: "საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ, შეიცვლით სამსახურს"

ენერგიული და აქტიური ხართ და ყველა შეგიწყობთ ხელს, რომ გამარჯვებას მიაღწიოთ. იყავით მიზანმიმართული, დაკვირვებული. თუ რაღაც პირველ ცდაზე არ გამოგივიდათ, ხელს ნუ ჩაიქნევთ. ერთადერთი გაფრთხილებაა: მოერიდეთ ფულის ფლანგვას! შოპინგზე წასვლის ნაცვლად გამონახეთ დრო პარტნიორული და სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

სამსახურში საქმეები მოიმატებს და თქვენც აქტიურად უნდა ჩაერთოთ სიტუაციაში. დაიხმარეთ გამოცდილი და ერთგული კოლეგები. ნუ გაგიკვირდებათ, თუ საკუთარი საქმეების გარდა პარტნიორების ვალდებულებებიც თქვენი მოსაგვარებელი გახდება და ამის გამო გვიანობამდე მოგიწევთ სამსახურში დარჩენა. თუმცა, უფროსობა დააფასებს თქვენს ქმედებას და როცა საჭირო გახდება, დაგაჯილდოებთ. მარტი ზოგადად აქტიური თვეა და პერსპექტივებიც აქტიური გელით. გამორიცხული არაა, საინტერესო საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ და შეიცვალოთ სამსახური. კარგი თვე გელით ბიზნესმენ და ხელოვან მერწყულებს. ნებისმიერი სიტუაციიდან მიიღებთ სარგებელს, გაიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას.

ფული და სიყვარული

მარტი - ცვლილებების თვეა. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღოთ. კარგი დროა ცვლილებებისთვის - გაუმჯობესების ან დაშორებისთვის. მიიღებთ ბრძნული გადაწყვეტილებები. ნუ იქნებით პრეტენზიული და ჭირვეული პარტნიორის მიმართ. მეტი პასუხისმგებლობა მოსთხოვეთ საკუთარ თავს. მარტოხელებს გაქვთ შანსი, გაიცნოთ საინტერესო ადამიანი. თუ ასეთი უკვე არსებობს, თავად იაქტიურეთ, რომ გაიცნოთ, დაუახლოვდეთ მას.

ჯანმრთელობა

მხნე და ენერგიული ხართ. მაგრამ ჯანმრთელობას მოფრთხილება უნდა. ნუ დაივიწყებთ პროფილაქტიკურ კვლევას, ვიზიტს მკურნალ ექიმთან, სტომატოლოგთან მაინც. დაემშვიდობეთ მავნე ჩვევებს და დაიწყეთ ვარჯიში; გაამდიდრეთ რაციონი ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ პროდუქტებით. წესად აქციეთ სუფთა ჰაერზე სეირნობა. ეს ფიზიკურ ფორმაშიც ჩაგაყენებთ და დაძაბულობასაც მოგიხსნით.

2 მარტის შემდეგ არ გირჩევთ ფულის ფლანგვას. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო ან ფული საჩუქრად, პრემიის სახით მიიღოთ. თუ უძრავი ქონების ყიდვას გადაწყვეტთ, გონივრულად მოიქეცით და აფერისტ ადამიანებს საკუთარ ფინანსებს ნუ ანდობთ.

18 მარტის შემდეგ გადახედეთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ნუ ფიქრობთ, ახლობლების ინტერესებიც გაითვალისწინეთ. დაასრულებთ მნიშვნელოვან საქმეებს, დიდი ხნის პროექტს, დაფარავთ კრედიტს. მარტში პირადი ურთიერთობა შეიძლება სერიოზულ საფეხურზე აიყვანოთ.