ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის: "მარტში დაწყებული საქმეები მომავალში დიდ გამარჯვებას მოგიტანთ"

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის: "მარტში დაწყებული საქმეები მომავალში დიდ გამარჯვებას მოგიტანთ"

ყველაზე მშვიდად თავს საკუთარ სახლში იგრძნობთ და შეიძლება დიდი ხნით სახლიდან გასვლაც კი აღარ მოგინდეთ. რაც უჩვეულო მდგომარეობაა თქვენთვის. მეტად მოგინდებათ საოჯახო, საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარება. შეიძლება დაიწყოთ რემონტი ან გადაწყვიტოთ ბინაში, აგარაკში ინტერიერის შეცვლა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან; მეტი დრო გაატარეთ შვილებთან. ეცადეთ, აქტიურად იყოთ ჩართული მათ ცხოვრებაში. ზოგიერთი გაიჩენთ ახალ მეგობრებს და მათ ხშირად უმასპინძლებთ შინ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მიზანმიმართული და წარმატებული ხართ. გაიმარჯვებთ ყველა საქმეში, რომელსაც ხელს მოკიდებთ. მეტად გამოავლინეთ ინტელექტუალური შესაძლებლობები. ყველა შანსი გაქვთ წინსვლის, წარმატების. მარტში გაფორმებული ხელშეკრულებები ან დაწყებული საქმეები მომავალში დიდ გამარჯვებას მოგიტანთ. კარგი იქნება, თუ ჩაეწერებით კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. ამასთან, ნუ დაივიწყებთ საოჯახო ვალდებულებებს. განსაკუთრებით, თუ მშენებლობა ან რემონტი გაქვთ დაწყებული. მარტი საუკეთესო თვეა საქმიანი შეხვედებისთვის.

ფული და სიყვარული

რაც უფრო მეტად მოინდომებთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, მით უკეთესია. თუ მარტოხელა ხართ, ნუ ჩაიკეტებით შინ, ან თუ წინააღმდეგი არ ხართ, გააბით ვირტუალური ნაცნობობა, ფლირტი, რომანტიკა. იმატებს სასიამოვნო და მოულოდნელი შეხვედრების შანსი. მარტში გაქვთ შანსი აღადგინოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც რაღაც მიზეზით გაქრა თქვენი ცხოვრებიდან. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ეს ურთიერთობა სერიოზულ კავშირში გადაიზრდება. დაწყვილებულები მოერიდეთ კონფლიქტს საყვარელ ადამიანთან. გირჩევთ, სანამ რამე მნიშვნელოვანს მოიმოქმედებთ, მას შეუთანხმდეთ, საიდუმლოებებმა შეიძლება ურთიერთობა გაგიფუჭოთ. განსაკუთრებით, როცა სიმართლე გაირკვევა. მარტოხელებს გაქვთ დაწყვილების შანსი. რომანი შეიძლება მეგობართან ან კოლეგასთან გააბათ.

ჯანმრთელობა

მარტში ძალიან ბევრი ვალდებულება და საქმე გექნებათ შესასრულებელი და გირჩევთ, პერიოდულად დაისვენოთ. გაიუმჯობეთ ძილისა და კვების რეჟიმი, დიდხანს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ვარჯიში კარგია, მაგრამ ზომიერი. მეტად მოუფრთხილდით ღვიძლს ენდოკრინულ სისტემას.

2 მარტის შემდეგ მოგინდებათ პრიორიტეტების გადახედვა, ღირებულებების გადაფასება. დაფიქრდებით ცვლილებებზე - გლობალურზეც და უმნიშვნელოზეც. მოგინდებათ საბინაო პირობების გაუმჯობესება, ბინის კეთილმოწყობა.

18 მარტის შემდეგ აქტიურად დაიწყებთ კარიერულ წინსვლაზე ზრუნვას, პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას. იყავით დაკვირვებული, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ნუ ეცდებით სასურველის ჩხუბით, აგრესიით მოპოვებას.