ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის

აქტიურად ჩაერთვებით საქმეებში. მეტად უნდა მოუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და იზრუნოთ საკუთარ ნათესავებზე. შრომისმოყვარეობა კარგია, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. თქვენი უყურადღებობის გამო შეიძლება ნათესავებთან გაიფუჭოთ დამოკიდებულება. მოერიდეთ ჭორებსა და ინტრიგებში ჩართვას. ნურც საკუთარ თავზე აჭორავებთ ხალხს. მხოლოდ სამსახურის საქმეებზე ნუ იქნებით ჩაციკლული. იყავით მზად აღმოჩენებისთვის. კარგი იქნება წამოწყებები. მაგალითად, ვარჯიშისა და დიეტის დაწყება ან ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

განსაკუთრებით აქტიური იქნებით თვის დასაწყისში. დაასრულებთ ადრე დაწყებულ პროექტებს. იყავით კრეატიული. განსხვავებულად მიუდექით ბანალურ მოვლენებს. მარტში განსაკუთრებულ შემოსავალს ნუ ელით. უმჯობესია, გამონახოთ შემოსავლის დამატებითი წყარო. ფულის დაბანდება უმჯობესია სწავლაში. ფული შეიძლება მოგიტანოთ ჰობიმ ან შეიძლება ლატარიაში მოიგოთ. საქმეების პარალელურად გამონახეთ დრო დასვენებისთვის. კარგი იქნება, თუ თვის ბოლოს რამდენიმე დღით ქალაქგარეთ დაისვენებთ. დასვენების ტიპი - აქტიური, ოჯახთან ერთად თუ გამარტოებით - თქვენ აირჩიეთ. თვის ბოლოსკენ უნდა შეძლოთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას კომპრომისის გამონახვა. არ შეიძლება სამყაროს თქვენი სურვილისამებრ შეცვლა. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას სამოსსა და გართობაზე.

ფული და სიყვარული

ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები განსაკუთრებულად ყურადღებიანები იქნებიან თქვენ მიმართ. ცუდი ისაა, რომ თავით იქნებით გადავარდნილი საქმეებში და მათ ვერც კი შეამჩნევთ. იყავით მეტად კონტაქტური. მსუბუქი ფლირტი დაქორწინებულებსაც კი გეპატიებათ. მარტოხელებს კი მეტად უნდა მოინდომოთ, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება. აქტიურად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. ნურც ინტერნეტნაცნობობაზე იტყვით უარს. თუ მოინდომებთ, ერთდროულად რამდენიმე რომანსაც კი გააბამთ.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა განსაკუთრებით ითხოვს ყურადღებას. ნუ უგულებელყოფთ დაავადების პირველ სიმპტომებს. გამონახეთ დრო და ჩაიტარეთ სრული სამედიცინო კვლევა. გადახედეთ თქვენს ჩვევებს, ზოგიერთთან დამშვიდობება მოგიწევთ. იკვებეთ ჯანსაღად, ზომიერად ივარჯიშეთ. კარგ ამინდში მეტი იარეთ ფეხით.

2 მარტის შემდეგ უნდა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე, ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე. გაგიმძაფრდებათ ინტერესი შინაური ცხოველების მიმართ და შეიძლება შეიძინოთ კიდეც.

18 მარტის შემდეგ მიიღებთ საჭირო ინფორმაციას. მოგინდებათ იმ საკითხების მოგვარება, რასაც ადრე გაურბოდით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. კარგი იქნება, თუ უქმეებს პასიურად გაატარებთ.