ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის: “თქვენ გარემოში გამოჩნდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები“

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის: “თქვენ გარემოში გამოჩნდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები“

მარტში დროის უმეტეს ნაწილს დაუთმობთ ყოველდღიური მოვალეობების შესრულებას სახლშიც და სამსახურშიც. ზოგიერთისთვის რუტინა საკმაოდ მომაბეზრებელი იქნება. ჯანმრთელობის სფეროც აქტუალური გახდება, ამიტომ საჭიროა ყურადღებით მოუსმინოთ სხეულის სიგნალებს. პირველ დეკადაში შესაძლებელია სამუშაო გრაფიკისა და სამუშაო ადგილის მოულოდნელი ცვლილებები. დადებითი ცვლილებები იქნება ჯანმრთელობაში, თუ ახლა რაიმეს მკურნალობთ. სასურველია, მეტი კომუნიკაცია გქონდეთ საყვარელ ადამიანებთან, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. მესამე დეკადაში მეტი დრო უნდა გაატაროთ პარტნიორთან, მეგობრებთან. არ მოგინდებათ მარტო ყოფნა. გააქტიურდებით, დაუკავშირდით, მოიპატიჟებთ შინ. გახშირდება შეხვედრა და კომუნიკაცია. შეიძლება საუბარი იყოს რაიმე სახის თანამშრომლობაზე, სამართლებრივი საქმეების მოგვარებაზე.

მარტის ფინანსები

თვის პირველ დეკადაში მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. ფული მოვა სხვა ადამიანებისგან: პარტნიორი, მშობლები ან ერთობლივი საქმიანობა. გაგიჩნდებათ ახალი იდეები, რომელთა განხორციელებასაც შეძლებთ. მეორე დეკადაში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებიან ადამიანები უცხოეთიდან. მესამე დეკადაში იძულებული გახდებით, მეტად იზრუნოთ თქვენს ფინანსებზე. სახლის პრობლემები თქვენს საფულეს დააცარიელებს. მოგემატებათ ენერგიულობა და მოგინდებათ უცხო ქვეყნის დაპყრობა, თავგადასავალი, გამოცდილებითა და ცოდნით ავსება. სასარგებლოა კითხვა და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა. იყავით მოწყენილობისგან მოშორებით, იცხოვრეთ პოზიტიურად.

ბიზნესი, სამსახური

19 მარტამდე დაკვირვებული უნდა იყოთ დეტალებისადმი. მოგიწევთ შრომა. არ ააჩქაროთ მოვლენები და არ ინერვიულოთ ყველაფერზე. საქმეებს უკეთ წარმათავთ, თუ სამოქმედო გეგმას წინასწარ შეადგენთ და გრაფიკის მიხედვით იმუშავებთ. ხშირად მოგიწევთ მივლინება, მოლაპარაკება და კონტრაქტების გაფორმება. 19 მარტიდან დადებითად შედეგებს ელოდეთ ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და პროექტების განხორციელებაზე. თქვენ გარემოში გამოჩნდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ეს ძალიან საინტერესო ნაცნობობა იქნება. სიამოვნებით მიიღებთ ივენთებსა და პრეზენტაციებზე მიპატიჟებას. მარტში არის მომგებიანი თანამშრომლობის დაწყების შანსი. კარგი თვეა კონფერენციასა და სემინარზე დასასწრებად, მოგზაურობისთვის, სარეკლამო კამპანიისა და ადვოკატთან დასაკავშირებლად.

სიყვარული

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მეტად რომანტიკული გახდება. მაგრამ ამისათვის თავად უნდა იაქტიუროთ. იცხოვრეთ ერთმანეთთან კარგად, კამათის და კონფლიქტის გარეშე. გამორიცხეთ პრეტენზიები წვრილმანებზე, წყენა და ბრაზი. შემდეგ იქნება ჰარმონია და ვნებაც გაიღვიძებს. მნიშვნელოვანია დათმობებზე წასვლა, ყველაფერზე გულახდილად საუბარი. მეუღლეები ერთად უნდა გაუმკლავდეთ ყოველდღიურ პრობლემებს. ერთად გატარებული შვებულება მნიშვნელოვნად გააძლიერებს თქვენს კავშირს, მარტში წადით სამოგზაუროდ. მარტოხელა სასწორებს ბევრი შანსი გაქვთ გაიცნოთ საინტერესო ადამიანი. 16 მარტიდან მოიმატებს ეჭვიანობა საყვარელი ადამიანის მიმართ. ვინც მარტში დაქორწინებას გადაწყვეტს, გაუმართლებს ფინანსურად და სტატუსსაც აიმაღლებთ. პარტნიორი იქნება არა მხოლოდ გავლენიანი, არამედ მდიდარი ადამიანიც. დაოჯახებულების ცხოვრებაში მოიმატებს უწყვეტი სკანდალი. შესაძლოა ამის მიზეზი თქვენი ღალატი გახდეს. ზოგიერთმა შეიძლება განქორწინება გადაწყვიტოთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ენერგიის აღდგენას. უნდა გამოჯანმრთელდეთ, მეტი დაისვენოთ და არ დაივიწყოთ პრევენციული ზომები. სწორად გამოიყენეთ თქვენი ძალა და პოტენციალი, ცოტა ხნით თავი დაანებეთ ფიზიკურ დატვირთვას. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე, მარტში გაცივების რისკი მაღალია. თუ ვირუსის შემოტევას იგრძნობთ, სასწრაფოდ მიმართეთ თერაპევტს, ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას. თუ ხანგრძლივი დაავადებები გაწუხებთ, გაიარეთ სრული სამედიცინო გამოკვლევა. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნება მშვენიერი საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს ზომიერი. სუნთქვითი ვარჯიშები და იოგა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

7 მარტის შემდეგ მოგიწევთ დაასრულოთ ის, რაც ოდესღაც დააგდეთ ყველაზე ბნელ ადგილას. თქვენ გარდა არავინაა ამ საქმეების გაკეთება. სასწრაფოდ მოაგვარეთ "წარსულიდან" მოსული პრობლემები. სიზმრები შეიძლება იყოს წინასწარმეტყველური. შესაძლებელია, ძველი საიდუმლო გაამჟღავნოთ.

21 მარტის შემდეგ გახშირდება ადამიანებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით ახლო ნათესავებთან ან რჩეულთან. ბევრს მოუწევს კონკურენტებთან ან შურიან ადამიანებთან შეხვედრა, ასევე ბიზნესპარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია. დახმარებას გაგიწევთ თქვენი კოლეგა, პარტნიორი. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი იყავით, იფიქრეთ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლაზე. თუ ეძებთ პარტნიორს, გაქვს შანსი შეხვდეთ ღირსეულ ადამიანს.