მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის: “ზოგიერთმა შეიძლება საიდუმლო რომანი დაიწყოთ“

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის: “ზოგიერთმა შეიძლება საიდუმლო რომანი დაიწყოთ“

მარტში ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტები თქვენს ნიშანში იქნებიან და დაგიტოვებენ თავიანთ საჩუქრებს. 10 მარტამდე მერკური წარმატებას გპირდებათ მოლაპარაკებებში, სწავლასა და ინტელექტუალურ მუშაობაში, მზე წაგახალისებთ, რომ კარიერაში და მატერიალურ სფეროში მიაღწიოთ მაქსიმუმს. მარსი ხელს შეუწყობს თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ვენერა სიყვარულში წარმატებას გპირდებათ და ურთიერთობას სილამაზეს შემატებს. დროა იზრუნოთ პირად ცხოვრებაზე, მეტი ყურადღება მიაქციოთ საყვარელ ადამიანს ან ოჯახს. მარტოხელა თევზები შეძლებენ დაწყვილებას. გახშირდება გაცნობა და პაემნები. ბიზნესისადმი კრეატიული და გულწრფელი მიდგომა პროდუქტიული იქნება. მოსაწყენი, რუტინული აქტივობა, რომელიც არ მოგწონთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კარგად წარიმართოს. გაზაფხულ შეგიძლიათ უპრეცედენტო სიმაღლეების მიღწევა, ყველა დაბრკოლების გვერდის ავლით.

მარტის ფინანსები

მარტში გელოდებათ წარმატებების კასკადი ფინანსების, სამუშაოსა და ბიზნესის სფეროებში. 10 მარტიდან ხელსაყრელი დროა დაგეგმვისა და სურვილების განსახორციელებლად. გარდა ამისა, ვენერა თქვენს ნიშანშია და წარმატებას მოგიტანთ კომერციულ გარიგებებში, ვაჭრობაში, შესყიდვებსა და გაყიდვებში. მარტის ბოლო ათი დღე შესაფერისია ყველაზე გადამწყვეტი ნაბიჯებისა და გრანდიოზული წამოწყებისთვის. გაგიჩნდებათ დამატებითი პირობები და შესაძლებლობები თქვენი ბიზნესის გასაუმჯობესებლად, მოგების გასაზრდელად, განათლებისა და თვითგანვითარებისთვის. კარგი იქნება ფულის დაბანდება გარეგნობის შეცვლაში. ფიტნესი, სპორტი, მასაჟი, კოსმეტიკური და სამედიცინო პროცედურები კარგ შედეგს მოგიტანთ.

სამუშაო და ბიზნესი

10 მარტამდე მერკური თქვენს ნიშანშია. შემდეგ თქვენი ფინანსების სახლში გადადის. მერკურის ეს პოზიცია გაზრდის თქვენს შესაძლებლობებს მოლაპარაკების პროცესებში, მოგცემთ შესაძლებლობას აქტიურად დაიცვათ თქვენი შეხედულებები და წარმატებით განიხილოთ სხვადასხვა თემა. გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი კოლეგებში. მიიღებთ წახალისებას მენეჯმენტის ან გავლენიანი ადამიანებისგან. ღირს ამ დროის თქვენს სასარგებლოდ გამოყენება: ისინი გისმენენ, უფრო ადვილად დაარწმუნებთ სწორ ადამიანებს, რომ მართალი ხართ. გირჩევთ, განახორციელოთ საკუთარი იდეები და გეგმები. ეს არის შესაფერისი დრო სწორი კავშირების დასამყარებლად, ახალი პარტნიორების და კლიენტების მოსაძებნად.

10 მარტიდან მერკური თქვენს ყურადღებას ფინანსურ სფეროზე და ფულთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაზე გადაიტანს. მარტის შუა რიცხვებიდან უნდა გაგიუმჯობესდეთ მატერიალური და ქონებრივი საკითხები. შეიძლება იფიქროთ დამატებითი შემოსავლის ძებნაზე, უფრო პრაქტიკული გახდებით ბიუჯეტის შედგენისას. არსებობს შანსი, რომ დაიბრუნოთ ძველი ვალი. გაიზარდოს თქვენი ხელფასი ან დაჯილდოვდეთ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. განახორციელოთ წარმატებული შესყიდვები. თქვენი დარწმუნების ნიჭიც გაიზრდება და პარტნიორებთან ფულის საკითხებზე მარტივად შეძლებთ მოლაპარაკებას.

სიყვარული და ფლირტი

11 მარტამდე ვენერა მოძრაობს თქვენს მე-12 სახლში; შემდეგ კი გადმოდის თქვენს ნიშანში. მარტის პირველ ათ დღეში შეხვდებით საინტერესო ადამიანებს, მაგრამ უფრო რეალისტურად უნდა შეხედოთ მათ წინადადებებს და არ იჩქაროთ თანხმობის მიცემა. გაფრთხილდით, რომ შეცდომა არ დაუშვათ იმ ადამიანთან, რომელიც მოგწონთ. ზოგიერთმა შეიძლება საიდუმლო რომანი დაიწყოთ ადამიანთან, რომელსაც არ სურს თქვენთან ურთიერთობის აფიშირება. უკვე ურთიერთობაში მყოფებს მარტში პარტნიორთან გარკვეული პრობლემების გადალახვა მოგიწევთ. ყოველთვის არ იქნებით საკუთარ თავსა და გრძნობებში დარწმუნებული, რაც გაუგებრობას და წყენას გამოიწვევს. თქვენმა ოცნებებმა და რეალური საზრუნავებისგან განშორებამ შეიძლება გააღიზიანოს თქვენი საყვარელი ადამიანი და გამოიწვიოს ჩხუბი. გირჩევთ, იყოთ უფრო გახსნილი პარტნიორთან, ისაუბროთ იმაზე, რაც გაწუხებთ, ასევე იყოთ აქტიური სიყვარულის გამოხატვაში და არ დაშორდეთ საყვარელ ადამიანს. მეტი დრო გაატარეთ ერთად. უნდა იყოთ უფრო მეტად დამთმობი და ეძებოთ კომპრომისები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახში სერიოზული უთანხმოების თავიდან აცილება შეუძლებელია. აკონტროლეთ თქვენი ქცევა, ნუ იქნები ზედმეტად ეგოისტი.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მარტში დაბადებულმა თევზებმა დაბადების დღემდე შესაძლოა განიცადოთ ძალებისა და ენერგიის ნაკლებობა. ეს გამოიხატება დაავადებების გამწვავებით, თავის ტკივილითა და იმუნიტეტის დაქვეითებით. ნუ ნერვიულობთ წვრილმანებზე და ზედმეტად არ დაიძაბოთ სამსახურში. დაბადების დღის შემდეგ მდგომარეობა შესამჩნევად გამოსწორდება, თავს ხალისიანად იგრძნობთ. გირჩევთ, მეტი დრო გაატაროთ ჰაერზე და ხშირად გაანიავოთ ოთახი. სერიოზულად მოეკიდეთ გაცივების პირველ სიმპტომებს, დაიწყეთ მკურნალობა და თავიდან აიცილეთ დაავადების განვითარება. ეცადეთ, რეგულარულად ივარჯიშოთ, მეტი იაროთ ფეხით. თუ გრძნობთ აპათიას და მუდმივ სისუსტეს, მიმართეთ სპეციალისტს და აირჩიეთ თქვენთვის საუკეთესო სპორტი. აქტიური ცხოვრების წესი მეტ ენერგიას მოგცემთ.

10 მარტის შემდეგ იგრძნობთ ძალების მოზღვავებას და რაიმე მნიშვნელოვანი საქმის წამოწყების სურვილს, რომელიც ადრე გადადებული გქონდათ. მოექცევით ყურადღების ცენტრში, გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები, უნდა მიაღწიოთ გარღვევას პროფესიულ სფეროში. ასევე, შინაგანი ტრანსფორმაცია დადებითად აისახება პირად ურთიერთობებზე და გააძლიერებს ოჯახურ და სასიყვარულო კავშირებს. მიმართეთ თქვენი ენერგია ახალი მიმართულებისა და მომავლის მიზნების მოსაძებნად. ეს შეიძლება იყოს თქვენი პროფესიული ზრდა, ცვლილებები თქვენს პირად ცხოვრებაში ან ფინანსური საკითხები.

25 მარტის შემდეგ ცვლილებები, სხვებისთვის უფრო შესამჩნევი იქნება, ვიდრე თქვენთვის. შესაძლოა შფოთვა ან საეჭვოობა გაიზარდოს, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპაროთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ გადახედოთ თქვენს შეხედულებებს ან რწმენას. ოჯახში კონფლიქტები უფრო ხშირად წარმოიქმნება ფინანსური საკითხების, დაზოგვისა და ხარჯვის მიმართ განსხვავებული მიდგომების გამო. გირჩევთ, გადადოთ სესხის აღება. მოერიდეთ მანიპულატორებს, რომლებიც შესაძლოა თქვენ გარემოში იყვნენ.