თუ მოინდომებთ, ყველაფერში წარმატებას მიაღწევთ. მარტში გელით აღიარება, წინსვლა. ამასთან მოიმატებს საქმეების რაოდენობა და პასუხისმგებლობა. მკაცრი რეჟიმის გამო სათანადო დროს ვერ დაუთმოთ სასიყვარულო პარტნიორს, რის გამოც ურთიერთობების გარკვევა გახშირდება. გამორიცხული არაა, სამსახურის საქმეების გამო უყურადღებოდ დატოვოთ ოჯახის წევრებიც. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც მომავალში თანამშრომლობას აპირებთ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
იყავით მიზანმიმართული, წინსვლა და გამარჯვება უნდა დაისახოთ მიზნად. გადადგით გაანგარიშებული, კონკრეტული ნაბიჯები. სიახლეები თვის დასაწყისიდან გელით უნდა დაძლიოთ სიმორცხვე. დაასრულებთ დიდი ხნის პროექტს, მიიღებთ ჯილდოს განხორციელებული იდეისთვის. თვის დასაწყისში გაცილებით აქტიური უნდა იყოთ; შრომა მოგიწევთ, მაგრამ შედეგსაც მიაღწევთ. მაქსიმალურად დაკვირვებით გააფორმეთ დოკუმენტები. მცირე უზუსტობის გამო შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვათ.
ფული და სიყვარული
სიყვარული გსურთ, რომანტიკა და ფლირტი და შეხვდებით ადამიანს, ვისთანაც გამოცდით ამ შეგრძნებებს. განსაკუთრებით მგზავრობისას გელით რომანტიკული ნაცნობობა, გატაცებები. სტაბილური ფინანსური მდგომარეობა გექნებათ, მაგრამ ფულის ფლანგვას არ გირჩევთ. შეიძლება საინტერესო ადამიანს საზღვარგარე მოგზაურობისას შეხვდეთ ან თუნდაც, მეზობელ ქალაქში. უარს ნუ იტყვით ვირტუალურ ნაცნობობაზე. დაწყვილებულება მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. უყურადღებობამ შეიძლება კონფლიქტები წარმოშვას. მარტში სულ სხვა თვალით შეხედავთ თქვენს მეუღლეს და რომანტიკული გრძნობები ახალი ძალით იფეთქებს.
ჯანმრთელობა
იყავით მშვიდი და თავდაჯერებული. ნერვიულობით საკუთარ თავს ნუ გაიწამებთ. მეტი დრო დაუთმეთ ენერგიის, ძალების აღდგენას; იმუნიტეტის გაუმჯობესებას. იკვებეთ ჯანსაღად და რეგულარულად. იზრუნეთ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. თვის ბოლოს რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გაემგზავრეთ და ბუნებაში დაისვენეთ.
2 მარტის შემდეგ კარიერული წინსვლის, საქმეების მოგვარების დროა. მოიმატებთ თავდაჯერებულობა, მიზნების მიღწევის სურვილი. ყველა შანსი გაქვთ, რომ გაიმარჯვოთ, გააქტიურდით.
18 მარტის შემდეგ მოაგვარეთ ახლობელ და შორეულ ნათესავებთან დაკავშირებული საკითხები. აქტიურად ჩაერთეთ საყოფაცხოვრებო საკითხებში; მოაწესრიგეთ სააგარაკო, საბინაო საკითხები. შეიძლება მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებამ მოგიწიოთ.