ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის: “გელოდებათ რომანტიკული თავგადასავლები, დაუვიწყარი მოვლენები“

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის: “გელოდებათ რომანტიკული თავგადასავლები, დაუვიწყარი მოვლენები“

აქტიური თვე გელოდებათ. გახშირდება შეხვედრები ახლობელ ადამიანებთან, ნათესავებთან, ახლო მეგობრებთან, კოლეგებთან, მეზობლებთან. აქტუალური გახდება მოკლე მოგზაურობები. თვის პირველ დეკადაში შესაძლოა მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს პირად ცხოვრებაში, შემოქმედებით სფეროში. საყვარელი ადამიანი და ბავშვები ხშირად გაგახარებენ და ეცადეთ, მათაც ხშირად მოუწყოთ სიურპრიზი. დაიწყეთ თქვენი ჰობის მონეტიზაცია, მიიღებთ მომგებიან ბიზნეს შეთავაზებებს. პირადი ცხოვრებაც გაგიმრავალფეროვნდებათ. მეორე დეკადაში უფრთხილდით აფერისტებს. ეს განსაკუთრებით ეხება სამუშაო აქტივობებს. მეტად იზრუნეთ ოჯახის წევრებზე. მესამე დეკადაში გაგიჩნდებათ სახლში რაღაცის გაკეთების სურვილი, მაგალითად, რემონტის ან მშენებლობის დაწყების. მოერიდეთ მჭრელ საგნებთან შეხებას. ბევრი სამუშაო იქნება, როგორც სამსახურში, ასევე სახლში. მაგრამ თქვენ იმდენად მოძრავი და ენერგიული ხართ, რომ შეგიძლიათ შეასრულოთ ყველაფერი დაგეგმილ დროში. უბრალოდ ფრთხილად იყავით, რომ შეცდომები არ დაუშვათ.

მარტის ფინანსები

მარტში ფულის უმეტეს ნაწილს ნათესავებსა და საყვარელ ადამიანებზე, საცხოვრებელზე და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაზე დახარჯავთ. პირველ დეკადაში შესაძლებელია დიდი და ძვირად ღირებული ნივთების შესყიდვა. მარტის თვე შესაფერისია საოჯახო სამუშაოების შესასრულებლად დამოუკიდებლად ან ოჯახის წევრებთან ერთად. შესაძლოა რომელიმე შორეულმა ნათესავმა დახმარება შემოგთავაზოთ. მეორე დეკადაში შეგიძლიათ კარგი ფულის გამომუშავება, თუ გამოიჩენთ აქტიურობას და მიზანსწრაფულობას. პარტნიორად სჯობს საპირისპირო სქესის ადამიანი აირჩიოთ. მარტოხელა ადამიანებს შეუძლიათ არა მხოლოდ იშოვონ სამუშაო, არამედ წამოიწყონ საოფისე რომანი. მესამე დეკადაში შესაძლებელია ფულთან დაკავშირებული სხვადასხვა მოულოდნელი სიტუაციები. შესაძლოა, არაჩვეულებრივი ბონუსი გადაგიხადონ, მიიღოთ ფინანსური მხარდაჭერა საყვარელი ადამიანისგან. გააფორმებთ მომგებიან კონტრაქტს, შეიძლება გაიზარდოს შემოსავალი შემოქმედებითი საქმიანობიდან. იმოქმედეთ გააზრებულად. ეცადეთ, უშედეგოდ არ დაკარგოთ დრო და ძალისხმევა. თუ რამეს ითხოვთ კოლეგებისგან ან საყვარელი ადამიანისგან, ეცადეთ, თავადაც დააკმაყოფილეთ ეს სტანდარტები. ტირანიამ, ისევე როგორც გაბერილმა ეგოიზმმა შეიძლება კონფლიქტამდე მიგიყვანოთ. მეტად დაისვენეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანს მიაყენებთ თქვენს ჯანმრთელობას. დაიცავით უსაფრთხოების ზომები; ფიზიკური შრომის პროცესში არ არის გამორიცხული ტრავმები და უსიამოვნო სიტუაციები.

ბიზნესი, სამსახური

თვის დასაწყისში თუ გამოავლენთ თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს, მაშინ წარმატება გარდაუვალია. გამოცდილება და ცოდნა გამოგადგებათ ყველაფერში, რასაც წამოიწყებთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს სამსახურში და კომერციულ საკითხებში. თუ შესაძლებელია, გაიუმჯობესეთ თქვენი უნარები, მუდმივად ისწავლეთ რაიმე ახალი. გახშირდება მივლინებები, მოლაპარაკებები და კონტრაქტების გაფორმება. ბიზნესის პოპულარიზაციისთვის მოგიწევთ ტექნიკის შეძენა, თანამედროვე მეთოდების შესწავლა. თუ გამოცდები გელოდებათ, მაშინ შეაგროვეთ და შეისწავლეთ საჭირო ინფორმაცია. თვის დეკადაში საოჯახო და საშინაო საკითხებს მოაგვარებთ. ეცადეთ ყველაფერი ჰარმონიასა და კანონზომიერებამდე მიიყვანოთ. სამუშაოს ხარისხი დამოკიდებული იქნება იმ განწყობაზე, რომლითაც დაიწყებთ საქმეებს. შეიქმენით მშვიდი ატმოსფერო არა მხოლოდ გარემოში, არამედ საკუთარ თავშიც.

სიყვარული

პირველი 2 კვირის განმავლობაში ხშირად შეხვდებით ნათესავებს. უნდა დაეხმაროთ საყვარელ ადამიანებს, მაგრამ მათ გამო არ გადადოთ თქვენი პირადი საქმეები გვერდზე. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, ახლა გმირობის დრო არაა. უფრო მეტიც, საკუთარ თავზე ზრუნვაც გჭირდებათ, გაზაფხული ტრანსფორმაციის, სიყვარულისა და რომანტიკის დროა. ეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ მეუღლეს. ჩართეთ ბავშვები საოჯახო საქმეებში. მარტის პირველი ორი კვირა მშვენიერი დროა დასვენებისთვის. განმარტოვდით საყვარელ ადამიანთან ერთად. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობება გელოდებათ. შეიძლება საბედისწერო ნაცნობობა ახლობლების წყალობით მოხდეს. 16 მარტიდან პირადი ცხოვრების გაუმჯობესება გელოდებათ: რომანტიკული თავგადასავლები, დაუვიწყარი მოვლენები. მოგინდებათ პაემნებზე სირბილი, საჩუქრების გაცემა და ბევრი კომპლიმენტის მიღება. თუ უკვე შეყვარებული ხართ, მარტში თქვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ძლიერი და ჰარმონიული გახდება. დაოჯახებულებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მარტო მეუღლეს, არამედ ბავშვებსაც. თუ ბავშვზე ოცნებობთ, მარტი სასიხარულო ამბებს მოგიტანთ. თქვენი სურვილი მალე ახდება და ბედნიერი მშობელი გახდებით.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

თუ მარტში შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ყურადღებით უნდა მოუსმინოს სხეულის მინიშნებებს. შეეხმიანეთ ექიმს, გაიარეთ მკურნალობის კურსი. დაავადება, რომელიც წარმოიშვა, შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი. პროფილაქტიკური ზომები და იმუნური სისტემის გაძლიერება მისასალმებელია. დალიეთ ვიტამინები, იარეთ მეტი ფეხით და ისუნთქეთ სუფთა ჰაერი. რაც შეეხება სპორტს, ამ მხრივ არ უნდა დაიძაბოთ ყველაფერი უნდა იყოს ზომიერად, დამღლელი ვარჯიშის გარეშე.

7 მარტის შემდეგ ეს კარგი პერიოდია იმ მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც წარსულში დაგეგმეთ. დროა გახდეთ აქტიური. შესაძლოა, ზოგიერთი გეგმა მოძველებულია, თქვენ უნდა გააკეთოთ მათი რეკონსტრუქცია. შეცვალეთ თქვენი ცხოვრება, ნუ შეგეშინდებათ რისკების, იყავით ამბიციური.

21 მარტის შემდეგ ყურადღება გამახვილდება სახლში არსებულ სიტუაციებზე. წინა პლანზე გამოვა ოჯახი და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები. არ არის გამორიცხული რემონტი, ცვლილებები ინტერიერში. მოგიწევთ ფულის დახარჯვა ახალ ავეჯზე. არ დაგავიწყდეთ ოჯახური დღესასწაულის ორგანიზება. ახლობლებთან ახლოს უნდა იყოთ. არის შანსი, რომ მშვიდობა დაამყაროთ იმ ნათესავთანაც კი, რომელთანაც ჩხუბი გქონდათ.