გადახედეთ თქვენს ცხოვრებას. მარტში საუკეთესო შანსები გეძლევათ ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ნუ იქნებით ჩაჭიდებული წარსულზე, იყავით მომართული მომავალზე, წინსვლაზე. სანამ მზე თქვენს ნიშანში არ გადმოვა, ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევთ. უმჯობესია, დრო მთელი წლის გაანალიზებას, შეცდომების გამოსწორებას, დასვენებას დაუთმოთ. მოემზადეთ მომავალი ნახტომისთვის. კარგ შედეგს მოგიტანთ ხელოვნებასთან კავშირი, თვითანალიზი. სტაბილური ფინანსური მდგომარეობა და ფულის მოულოდნელი შემოდინება გელით.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
წარმატებულ ხელშეკრულებას გააფორმებთ, მიიღებთ ფინანსურ სარგებელს ან საინტერესო საქმიან შემოთავაზებას. სრულყოფილად შეასრულეთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობა. ზოგიერთის ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი წარსულიდან. გამორიცხული არაა გაიჩინოთ ახალი ინეტერნეტმეგობრები. შეიძლება მოულოდნელი და უჩვეულო ინტერესი გაგიჩნდეთ, ახალ საქმიანობაში, ჰობიში მოსინჯოთ საკუთარი ძალები. მოიმატებს სოციალური აქტიურობა. შუა თვეში დაუთმეთ დრო დასვენებას, ენერგიის აღდგენას, კარგი იქნება, თუ რამდენიმე დღით მშვიდ ადგილას განმარტოვდებით. თვის ბოლოს თავს შედარებით უკეთ იგრძნობთ და ახალ პროექტებშიც ენერგიულად ჩაერთვებით.
ფული და სიყვარული
უმჯობესია, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. არ გირჩევთ საყვარელ ადამიანთან კამათს. მომატებულია გაღიზიანებულობა, ნუ იკამათებთ მეუღლესთან, ნუ გამოეკიდებით სიტყვებს, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ნურც ჯავრს იყრით მასზე. უნდა გითხრათ, რომ ოჯახში სიტუაცია თქვენს სულიერ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. უმჯობესია, თუ განმარტოებით იმუშავებთ. ზოგიერთის ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან და თქვენი გადასაწყვეტია, დაუბრუნდებით თუ არა მას, მაგრამ გაწყვეტილი კავშირის აღდგენა კარგი იდეა არაა; წარსულის დავიწყება იოლი არ იქნება.
ჯანმრთელობა
საკუთარ თავზე გაასმაგებულად უნდა იზრუნოთ; გაიძლიერეთ იმუნიტეტი. კარგი იქნება, თუ მიიღებთ ვიტამინების კურსს; გაესაუბრებით მკურნალ ექიმს. არ გაშინებთ, მაგრამ უბრალო გაცივებაც კი შეიძლება სერიოზულ საფრთხედ გადაიქცეს, თუ ყურადღებას არ მიაქცევთ. კარგი იქნება ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. მარტის ბოლოსთვის გადადეთ ვიზიტი სტილისტთან, კოსმეტოლოგთან.
2 მარტის შემდეგ იზრუნეთ ენერგიის აღდგენაზე. დაიცავით ძილის, სუფთა ჰაერზე ყოფნის, კვების რეჟიმი. გაითვალისწინეთ ახლობლების მოთხოვნები, თუ არ გსურთ მათთან კონფლიქტი. იყავით მზრუნველი ოჯახის წევრების მიმართ.
18 მარტის შემდეგ ცვლილებებს ელოდეთ, მოგინდებათ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. მშვიდი საქმეები შეასრულე. მოერიდეთ ემოციებზე აყოლას. გადახედეთ შესრულებულ საქმეებს, ურთიერთობებს და გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები.