მარტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პლანეტა გაივლის თქვენს ნიშანს და გმართებთ მათი სიკეთეების სწორად გამოყენება. მერკური 10 მარტიდან ინტელექტის ამაღლებისა და ინსტინქტის გაძლიერებას მოგიტანთ. მზე 20-დან თქვენს ნიშანში გადმოვა და დაგეხმარებათ კონკურენტებთან ბრძოლაში; გაგინათებთ გზას მწვერვალების დასაპყრობად. ამასთან, გირჩევთ, აკონტროლოთ თქვენი იმპულსები. მართალია, ცხელი ემოციების გაკონტროლება ადვილი არ იქნება, მაგრამ ბრაზისა და შეუწყნარებლობის ნაპერწკლები უფრო ხშირად გააჩაღებს კონფლიქტის ცეცხლს. აუცილებელია იმუშაოთ კომუნიკაციის სტილზე, რათა არ მოხვდეთ ვინმეს შავ სიაში, რადგან ამ თვეში დაზიანებული ურთიერთობები აღდგენა მომავალში რთული იქნება. მარტში მნიშვნელოვანია ჭარბი ენერგიის პოზიტიური მიმართულებით მიმართვა: ფიზიკური შრომა, სპორტი, ბიზნესი, პოლიტიკა და მოგზაურობა.
მარტის ფინანსები
მარტის დასაწყისში ფინანსებში სიმშვიდე და კანონზომიერება გელით. მეორე დეკადიდან დაიწყება ხელსაყრელი ეტაპი საქმიანი და პროფესიული საქმიანობისთვის. 10 მარტიდან მერკური თქვენს ნიშანში გადმოვა და გაიძულებთ იდეების განხორციელებას და თავდაუზოგავად შრომას. ენერგიულობა საშუალებას მოგცემთ, განახორციელოთ ახალი პროექტები და გამოიმუშაოთ კარგი ფული. მოგება ელის მათ, ვინც კომერციით, ვაჭრობითა და შუამავლობითაა დაკავებული.
11-დან 13 მარტამდე შეგიძლიათ გააფორმოთ საუკეთესო გარიგება. ეს ასევე კარგი დროა ინვესტიციებისთვის, რათა მომავალში მიიღოთ პროცენტები და დივიდენდები.
სამუშაო და ბიზნესი
10 მარტამდე მერკური თქვენს მე-12 სახლშია. ამიტომ, ზოგიერთ ვერძს მარტის პირველ ათ დღეში დასვენება და კარიერაში შემდგომი ნაბიჯებისთვის ენერგიის დაგროვება მოუნდება. ასევე კარგი პერიოდია მიმდინარე საქმეებზე ზრუნვისა და დამოუკიდებლად, განმარტოებით მუშაობისთვის. ნაყოფიერი დროა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის. გირჩევთ, უფრო ხშირად მოუსმინოთ ინტუიციას, რათა არ აღმოჩნდეს უსიამოვნებებისა და უარყოფითი მოვლენების უფსკრულში.
10-დან მერკური გადმოვა თქვენს ნიშანში, გააქტიურდებით და გაგიჩნდებათ ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილი. მოლაპარაკებები და ხელშეკრულებების გაფორმება წარმატებული იქნება. მერკური დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი ბიუჯეტი ან იპოვოთ დამატებითი შემოსავლის წყარო. ზოგიერთს მოუნდება სამუშაოს შეცვლა ან ახალი პოზიციის დაკავება. პარტნიორები, რომლებთანაც ერთად დაიწყებთ მუშაობას, სანდო და კომპეტენტური ადამიანები აღმოჩნდებიან.
სიყვარული და ფლირტი
მარტში თქვენს პირად ცხოვრებაში მომხდარი ნებისმიერი სიტუაცია რეალისტურად უნდა იქნას მიღებული - ილუზიების გარეშე.
11-მდე მარტოხელებს მეტი აქტიურობა გჭირდებათ. არის რომანტიკული ნაცნობების შესაძლებლობა. ადამიანი, რომელსაც ბედი შეგახვედრებთ, საინტერესო მოსაუბრეც იქნება და მიმზიდველიც. არ არის გამორიცხული, ურთიერთობა ჯერ მეგობრობით დაიწყოთ შემდეგ კი ახალი პარტნიორის მიმართ გრძნობები გაღვივდეს. შესაძლოა, თქვენს რჩეულს შეხვდეთ ხმაურიან კომპანიაში ან კორპორატიულ წვეულებაზე. მოგეცემათ შესაძლებლობა შეხვდეთ საინტერესო ადამიანს სოციალურ ქსელებში. თქვენი ნაცნობების წრე გაფართოვდება, ამიტომ უფრო აქტიური იყავით ურთიერთობებში.
შეყვარებულ ვერძს ესაჭიროება უფრო ხშირად შეხვდეს მეგობრებს და რჩეულთან ერთად გავიდეს საზოგადოებაში, ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კომუნიკაცია მეტად პოზიტიური გახდება.
დაწყვილებულებისთვის პირველი ათი დღე კარგი პერიოდი იქნება. ერთად წადით სხვადასხვა ღონისძიებაზე, გაატარეთ მეტი დრო მეგობრებთან ერთად, მიიღეთ ახალი გამოცდილება. დაოჯახებულებს მეორე და მესამე დეკადაში მოგინდებათ მეტად განმარტოება, სიმშვიდეში დასვენება. მთავარია, პარტნიორს ტაქტიანად მიანიშნოთ, რომ მარტო ყოფნა გინდათ.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე, ორგანიზმი სუსტი იქნება ვირუსებთან და ინფექციებთან ბრძოლაში. იზრუნეთ საკუთარ თავზე, თუ გაქვთ ხანგრძლივი დაავადებები. მოერიდეთ გადაღლას, როგორც გონებრივს, ასევე ფიზიკურს. არ გირჩევთ თვითმკურნალობას, თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, დაუყოვნებლივ წადით კლინიკაში. აგრეთვე გირჩევთ, აკონტროლოთ ემოციები და იმუშაოთ საკუთარ თავზე. ხშირად გაანიავეთ ოთახი, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე და ისეირნეთ ფეხით. მარტის მესამე დეკადაში ოპტიმიზმი მოიმატებს, ენერგიული გახდებით.
10 მარტის შემდეგ არაფერი შეგიშლით ხელს ღიად გამოაცხადოთ თქვენი სურვილები, გრძნობები და განზრახვები. თუმცა ვიღაცას ყველაფრისგან და ყველასგან გაქცევა მოუნდება. მარტოობა სწორ ნაბიჯად მოგეჩვენებათ, რომელიც საშუალებას მოგცემთ გამოავლინოთ თქვენი შინაგანი პოტენციალი და გაანალიზოთ წარსული შეცდომები. თუ ზრუნავთ თქვენი განვითარების მეთოდებზე და საზღვრების გაფართოებაზე, მაშინ გელით პოზიტიური ცვლილებები და კეთილდღეობა. ინტუიცია დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ძველ პრობლემებს. იდეების განსახორციელებლად დაგჭირდებათ ახალი ინფორმაცია და გარკვეული დისტანცია ხალხისგან. შესაძლოა დაგაინტერესოთ ეზოტერიკამ, იოგამ. ზოგიერთი შეიძლება წახვიდეთ ზღვაზე ან საზღვარგარეთ.
25 მარტის შემდეგ ემოციური ფონის არასტაბილურობამ შეიძლება უსიამოვნო ქმედებებისკენ გიბიძგოთ. ამიტომ, წინასწარ დაფიქრდით თქვენს ნაბიჯებზე. ზოგი მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას დაუსვამს წერტილს. გირჩევთ, ადამიანებთან ურთიერთობისას მაქსიმალურად თავშეკავებული და ტაქტიანი იყო. განსაკუთრებით ახალ მეგობრებთან და პარტნიორებთან. მაგრამ თუ რაიმე საკითხზე გადაწყვეტილება უკვე დიდი ხნის წინ მიიღეთ, მაშინ უკან ნუ დაიხევთ. ახალი მხოლოდ მაშინ შემოვა თქვენს ცხოვრებაში, როცა წარსულის კარს საბოლოოდ დახურავთ. ამ დროს არის სულიერი კომფორტის პოვნის შანსი, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ.