ავტორი:

მარტის მნიშვნელოვანი მოვლენები: ცხოვრების გაუმჯობესების ინსტრუქცია პლანეტებისგან

მარტის მნიშვნელოვანი მოვლენები: ცხოვრების გაუმჯობესების ინსტრუქცია პლანეტებისგან

გაზაფხულის პირველი თვე მოვლენებით დატვირთულია. სასიამოვნო ცვლილებების დრო დგება და უნდა გავაქტიურდეთ. თვე ახალმთვარეობით დაიწყო თევზების ნიშანში. ამ მოვლენაზე სტატია და ახალმთვარეობის პროგნოზი უკვე დევს საიტზე და შეიძლიათ გაეცნოთ. მარტი რომანტიკული თვეა. თვის დასაწყისში გენდერული პლანეტები - მარსი და ვენერა თხის რქაში შეერთდნენ, მერე შეხვდებიან მერწყულში და მთელი თვის განმავლობაში (29 მარტის ჩათვლით) გვერდიგვერდ იმოძრავებენ. იყავით მომართული პირადი ცხოვრების, რომანტიკული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. აგრეთვე, - მატერიალური მდგომარეობის. მზე თევზებშია - ყველაზე მისტიკურ, შემოქმედებით ნიშანში. კარგ შედეგს მოგიტანთ დაინტერსება ფსიქოლოგიით, ეზოტერიკით. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. ახლა კი ვნახოთ, რას გვიმზადებენ პლანეტები მარტში, თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მოვლენებით ძალიან დატვირთული თვე გველის.

მზე ახლა თევზებშია, სადაც დარჩება 20 მარტამდე. 20-ში მზე ვერძში გადავა და გველის გაზაფხულის ბუნიობა. ეს არის ძალიან საინტერესო დღე, - ასტრონომიული ახალი წელი დგება (ამ დღეს აღინიშნება ასტროლოგიის საერთაშორისო დღეც), მაშინ, როცა მზე ვერძის პირველ გრადუსში გადადის. ამ დღეს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ახალი წელი (ნოვრუზი). უამრავი ადამიანის აზრით კი, სწორედ გაზაფხულის ბუნიობაზე დგება ნამდვილი გაზაფხული.

3 მარტს თხის რქაში ერთმანეთს შეხვდნენ მარსი, ვენერა და პლუტონი (მარსისა და ვენერას შეერთებაზე სტატიას შეგიძლიათ საიტზე გაეცნოთ). ეს არის საინტერესო და ძლიერი ასპექტი, - სერიოზული ნაბიჯების გადადგმის, ძირეული ცვლილებების. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები; კარგი იქნება ფულის დაბანდება სერიოზულ პროექტებში; დაიწყეთ დიდხნიან პროექტებზე მუშაობა. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოს პირადი ცხოვრების რადიკალური შეცვლა. მოიმატებს საწინააღმდეგ სქესით დაინტერესება. ამასთან, უნდა გაფრთხილდეთ, ამ ასპექტმა შეიძლება უსიამოვნო შედეგებიც მოიტანოს, რადგან მარსიც და პლუტონიც აგრესიული პლანტებია და სიყვარულისა და ეჭვიანობის გამო ბევრ წყვილს შორის შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობა. მოერიდეთ კამათს, სიტუაციის გამძაფრებას. აი, 6 მარტს გენდერული პლანეტები - მარსი და ვენერა (ვენერა არის სურვილი და მარსი აქტიურობა) გადაინაცვლებენ და შეერთდებიან თავისუფლებისმოყვარე მერწყულში და გამორიცხული არაა, წყვილების უმეტესობა მეგობრებად დაშორდეს ერთმანეთს ან ურთიერთობის თავისუფალი აირჩიონ (ე.წ. სამოქალაქო ქორწინება და არა ოფიციალური), ზოგმა კი შეიძლება მეგობრების წრეში გაიცნოს მომავალი მეწყვილე. სასიყვარულო ურთიერთობაში მოიმატებს გრძნობების მეტად გამოვლენის სურვილი. თუ თხის რქაში პლანეტები შებოჭილები, შეზღუდულები იყვნენ გრძნობების, ემოციების გამოხატვაში, უმეტესობას კი (ბოლო 4 თვის განმავლობაში, რაც ვენერა თხის რქაში იყო) დეპრესიულობა აღენიშნებოდა, ახლა თავისუფლებას მიღებენ. გახშირდება კონტაქტების, შეხვედრების სურვილი.

5 მარტი - მზე და იუპიტერი შეერთდებიან თევზების ზოდიაქოში. ადამიანებში მოიმატებს ოპტიმიზმი, თვალსაწიერის გაფართოების შესაძლებლობა, სხვათა დახმარების სურვილი; ზოგადად, ადამიანები კეთილები, გულუხვები და გულისხმიერები გახდებიან. მოგინდებათ განვითარება, უცხო ენების შესწავლა, საკუთარი ძალების მოსინჯვა შემოქმედებაში. კარგი პერიოდია იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად; სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია. ამ დღეს (პლუს-მინუს 2 დღე) ბევრი დაფიქრდება ემიგრაციაზე; ზოგს მოუნდება უცხო კულტურის, კულინარიის შესწავლა. არ იზარმაცოთ, იყავით მომართული წინსვლაზე, გამარჯვებაზე.

7 მარტი - მერწყულში მყოფი მერკური ცუდად უპირისპირდება კარმულ კვანძებს და მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული უნდა იყოთ გამონათქვამებისას. განსაკუთრებით, საზოგადოებაში. სანამ რამეს იტყვით, კარგად აწონ-დაწონეთ თითოეული სიტყვა. არ გირჩევთ პანიკის შექმნის მიზნით გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას. კიდევ ერთი გაფრთხილება: 14 მარტამდე მერკური არ ქმნის არც ერთ კონფიგურაციას პლანეტებთან, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ არც მგზავრობა, არც მოლაპარაკება ან კონტაქტები არ მოგიტანთ შედეგს. ამიტომ, არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. 27 მარტს კი მერკური ვერძს ესტუმრება მოიმატებს საქმეების სწრაფად კეთების სურვილი. გახშირდება ავტომობილებით რბოლა. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული რას ამბობთ და რას წერთ. განსაკუთრებით, ოფიციალურ დონეზე. მოგინდებათ ინტელექტუალურ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება.

10 მარტი - ვენერა, მარსი და თეთრი მთვარე ერთდებიან მერწყულში. კარგია პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესება. საყვარელი ადამიანი შეიძლება მფარველ ანგელოზად მოგევლინოთ. ამავე დღეს სატურნი უპირისპირდება კარმულ კვანძებს. ასპექტი აქტიურია 9 სექტემბრის ჩათვლით. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საყრდენი გამოგეცალათ. შეიძლება მოგინდეთ იმ საძირკვლის შეცვლა, რაზეც მყარად იდექით. 10-შივე, მერკური მერწყულიდან გადადის თევზებში. ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს, მოერიდეთ ბუნდოვანებას. გადაამოწმეთ წერილები, სტატუსები, დოკუმენტები გამოქვეყნებამდე, გაგზავნამდე, ხელის მოწერამდე. გახშირდება ტყუილების თქმის სურვილი და ზოგჯერ არა იმიტომ, რომ ვიღაცას განზრახ სურდეს თქვენი მოტყუება, არამედ ილუზიების, "მეგონას" გამო. ამასთან, მოიმატებს ხელით რაღაცის კეთების (ძერწვა, ხატვა, წერა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა) სურვილი.

13 მარტი - მზე და ნეპტუნი შეხვდებიან ერთმანეთს თევზების ზოდიაქოში. ადამიანებში მოიმატებს ინტერესი საიდუმლოებების (შეიძლება გავიგოთ კიდეც), მისტიკის, პარაფსიქოლოგიის, რელიგიისადმი. გახშირდება ფილოსოფიური მსჯელობები. არ გირჩევთ ალკოჰოლის, მათრობელა ნივთიერებების მიღებას.

17 მარტი - მერკური და ურანი მეგობრულ ასპექტს ქმნიან, ეს არის აღმოჩენების, იდეების, მიგნებების დღე. კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი კომპიუტერული პროგრამების ასათვისებლად. ან შეიძლება შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად აიტი-ტექნოლოგიები გამოიყენოთ. ამასთან, მოიმატებს რევოლუციური ლოზუნგებით გამოსვლები; გააქტიურდება ახალგაზრდობა და ახლა მათ მიეცემათ სიტყვის თქმის უფლება.

18 მარტი - სავსემთვარეობას ველოდებით ქალწულის ნიშანში, აქტიურია ქალწული-თევზების ღერძი, ქალწულის რაციონალურობა დაუპირისპირდება თევზების მგრძნობელობას. ქალწულში მყოფი მთვარე უპირისპირდება თევზებში განლაგებულ მზეს, იუპიტერს, ნეპტუნსა და მერკურის. ეს არის გადაფასების, რეგენერაციის, ძირეული ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის მომტანი დღე. შეიძლება მიიღოთ კარდინალური გადაწყვეტილება. ამ დღეს ემოციები ისედაც მომატებულია და მაქსიმალური თავდაჭერისკენ მოგიწოდებთ. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული დეტალებისადმი.

19 მარტი - მარსი-ვენერას დუეტი ცუდად უპირისპირდება მეამბოხე ურანს. გაფრთხილდით, რომ არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, საქმიან პარტნიორებთან, განსაკუთრებით, საზოგადოებაში, მეგობრებში. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებების მიღებისას. ერთი აფეთქების გამო სამუდამოდ ნუ გაწყვიტავთ კავშირს. გახსოვდეთ: "ვინც მოითმინეს, ის მოიგებს". გაფრთხილდით, ნუ გაფლანგავთ ფულს, ნუ შეიძენთ უსარგებლო ნივთებს.

21 მარტი - მერკური - ჩვენი გონების მმართველი პლანეტა უერთდება დიდი ბედნიერების პლანეტა - იუპიტერს. კარგი დღეა ინფორმაციების მისაღებად და მისი სასიკეთოდ გამოსაყენებლად. მარტივად მოაგვარებთ უცხოეთთან დაკავშირებულ საკითხებს. შეიძლება გააფორმოთ ვიზა, მიიღოთ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება. დაფიქრდებით უმაღლესი განათლების მიღებაზე. ამავე დღეს მომატებულია ემოციურობა, მთვარე მორიელში იქნება. მარსი და ვენერა ისევ შეერთებულია, ნუ მიიღებთ საყვარელი ადამიანის სიტყვებს ზედმეტად ემოციურად. იყავით გააზრებული. მიმართეთ თქვენი ენერგია შემოქმედებითი იდეების განხორციელებაზე. მომდევნო დღეს მარსი-ვენერას დუეტს ცოტათი უზღუდავს ფუნქციებს სატურნი. შეიძლება მოგიწიოთ საყვარელ ადამიანთან ცოტა ხნით დაშორება ან სიცივე იგრძნოთ მისგან. ამასთან, ზოგიერთი დაფიქრდება ურთიერთობის გასერიოზულებაზე, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაზე.

22-23 მარტს მარსი და ურანი უპირისპირდებიან ერთმანეთს. იყავით ფრთხილი, ტრავმული დღეა, შეიძლება წყობიდან გამოვიდეს ტექნიკა, ავტომობილი. მოერიდეთ მჭრელ და ბასრ იარაღებთან შეხებას, ექსტრიმს. ფრთხილად ტექნიკასთან. არ გირჩევთ "ცეცხლზე ნავთის დასხმას". ადამიანებს შეიძლება მოუნდეთ საკუთარი უფლებებისთვის აგრესიულად ბრძოლა. უმჯობესია, კეთილი საქმები შეასრულოთ, სოციალურ ქსელებში იაქტიუროთ (ზრდილობის ფარგლებში).

23 მარტს მერკური შეუერთდება ნეპტუნს - ეს არის იდეების დაბადებისა და განხორციელების დღე. მოიმატებს მგრძნობელობა; შეიძლება ემოციურად აღიქვათ სხვის მიერ ნათქვამი ფრაზა. კარგი იქნება, თუ თქვენს გრძნობებს გადაიტანთ ფურცელზე. წარმატებული დღე ელით ხელოვან ადამიანებს: ფოტოგრაფებს, მწერლებს, არტისტებს და ა.შ. შეძლებთ თქვენი იდეების რეალიზებას. მიაქციეთ ყურადღება სიზმრებს. 3 დღის შემდეგ მერკური მეგობრულ ასპექტს შექმნის პლუტონთან. კარგი დღეა კვლევისთვის, საგამოძიებო საქმისთვის. ძალიან მარტივად შეძლებთ თქვენი სიტყვით გარშემო მყოფებზე ზემოქმედების მოხდენას. მოიმატებს კონტაქტების სურვილი. შეიძლება დაუმეგობრდეთ ახალგანცობილებს, ძალოვანი სფეროს წარმომადგენლებს. კარგი იქნება ძვირად ღირებული ნივთების შეძენა, დაზღვევის, ხელშეკრულებების, მემკვიდრეობის გაფორმება.

29 მარტს სიყვარულის პლანტება ვენერა და სერიოზული და მკაცრი სატურნი ერთდებიან: მოგინდებათ სასიყვარულო ურთიერთობის გასერიოზულება, ხანგრძლივი ხელშეკრულებების გაფორმება. ხარისხიან და გამძლე ნივთებში (ტყავი, ხე, ქვა) ფულის დაბანდება. კარგი იქნება, თუ მეტად შეიყვარებთ და დააფასებთ საკუთარ თავს. გამორიცხული არაა, ცოტა გაცივდეთ საყვარელი ადამიანის მიმართ. მოგინდეთ მასში სერიოზული, დაღვინებული ადამიანის დანახვა. კარგი იქნება, თუ განახორციელებთ შემოქმედებით იდეებს, რაც ძერწვასთან, დაპროექტებასთანაა დაკავშირებული. ნუ მისცემთ საკუთარ თავს მოწყენის, იმედგაცრუების უფლებას, ნუ გადავარდებით დეპრესიაში. 2 დღის შემდეგ, 31 მარტს ვენერა დაძაბულ კონფიგურაციას ქმნის მთვარის კვანძებთან. გამორიცხული არაა, გამოჩნდნენ კარმული პარტნიორები, ნუ გამოამზეურებთ იმას, რაც საიდუმლოდ უნდა დარჩეს, ეს სიყვარულსაც ეხება, შემოქმედებით იდეებსაც და ფინანსებსაც.

პოზიტიურ და ბედნიერ მარტს გისურვებთ!