„მე, ჩემი, ჩემთვის“: ზოდიაქოს ყველაზე ეგოისტი ნიშნების რეიტინგი - ვინ არის პირველ ადგილზე?

„მე, ჩემი, ჩემთვის“: ზოდიაქოს ყველაზე ეგოისტი ნიშნების რეიტინგი - ვინ არის პირველ ადგილზე?

ზოგიერთი ბოლო პერანგს გაჩუქებთ, ზოგს კი საკუთარი თავის გარდა არავინ ადარდებს. გადახედეთ ეგოისტების რეიტინგს და გაიგეთ, რომელ ადგილზეა თქვენი ზოდიაქო და ვინ არის სამყაროს მთავარი ნარცისი

12-ე ადგილი - ქალწული

ეგოისტების რეიტინგში ბოლო ადგილს ქალწულები იკავებენ და ეს, სიმართლე გითხრათ, მათი ახლობლებისთვის დიდი ტრაგედიაა. ქალწულს წვეთი ეგოიზმი მაინც რომ ჰქონდეს, ხანდახან მაინც მიხედავდა საკუთარ თავს. მაგრამ არა: მთელი მისი ენერგია სხვების ცხოვრების გაუმჯობესებაზე იხარჯება. ქალწულმა თქვენზე უკეთ იცის, რა არის თქვენთვის კარგი და დაუზარებლად შეეცდება „გაბედნიეროთ“,სთხოვეთ ეს თუ არა.

11-ე ადგილი - თხის რქა

კიდევ ერთი „ქველმოქმედი“, თუმცა ქალწულისგან განსხვავებით, თხის რქა ყოველთვის ზომავს თავისი დახმარების ეფექტურობას. თუ ხედავს, რომ დახმარებას აზრი არ აქვს, ხელსაც არ გაანძრევს. თუმცა, მის უარს იშვიათად გაიგონებთ, რადგან თხის რქის სამყაროში სხვისთვის დახმარებაზე უარის თქმა მომაკვდინებელი ცოდვაა. სამაგიეროდ, თავადაც სჯერა, რომ ყველაფერი უნდა მისცენ, რასაც ითხოვს.

10-ე ადგილი - თევზები

თევზებს ეგოისტებს ვერ დაარქმევთ უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი ხშირად სხვა სამყაროში დაფრინავენ. მაგრამ როგორც კი რეალობაში „ამოყვინთავენ“ და დაინახავენ, რომ ვინმეს უჭირს, მაშინვე მზად არიან დასახმარებლად. მათ უბრალოდ უყვართ ადამიანები და სიკეთის თესვა სიამოვნებას ანიჭებთ.

9-ე ადგილი - სასწორი

სასწორებს იმდენად უნდათ, რომ „კარგები“ იყვნენ, ყველას სთავაზობენ დახმარებას, ვინც კი ოდნავ მაინც მიანიშნებს ამაზე. რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში იციან, რომ ამას საკუთარი თავისთვის აკეთებენ (კიდევ ერთი მადლიერი „მოვალე“ ზედმეტი არასდროსაა), მაგრამ ფაქტია - უარს თითქმის არასდროს ამბობენ.

8-ე ადგილი - ლომი

ლომებს ყველაზე დიდ ეგოისტებად მიიჩნევენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ლომი ბოლო პერანგს გაიხდის ახლობლებისთვის (მართალია, ალბათ ამ პერანგს მეზობელს ძალით გახდის, მაგრამ მაინც). თუ ლომი თქვენს მიმართ ეგოისტია, უბრალოდ შეეგუეთ - თქვენ მის „ახლობელთა წრეში“ ვერ მოხვდით.

7-ე ადგილი - ტყუპები

ტყუპების კატეგორიზაცია რთულია. მათ საერთოდ არ აინტერესებთ სხვა ადამიანების პრობლემები - სამყაროში ბევრად უფრო საინტერესო რამეები ხდება. „შეწყვიტე წუწუნი და საქმეს მიხედე!“ - ეს არის ტყუპების მთავარი რჩევა როგორც სხვებისთვის, ისე საკუთარი თავისთვისაც.

6-ე ადგილი - მორიელი

ეგოიზმის ჰოროსკოპის ცენტრში მორიელები არიან. ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ საკუთარ თავზე შეუძლიათ ფიქრი... მანამ, სანამ ვინმე „ანკესზე“ არ წამოეგება. ამ დროს მორიელში ალტრუიზმი იღვიძებს და მზად არის ყველაფრით დაგეხმაროთ. საბედნიეროდ, ეს მდგომარეობა მალე გადის და მორიელი თავის ოქროს მარაგს ბოლომდე არ ანიავებს.

5-ე ადგილი - მშვილდოსანი

ლიდერთა ხუთეულს მშვილდოსნები ხსნიან. საოცარი ხალხია: ერთი მხრივ - გამოუსწორებელი ეგოისტები, მეორე მხრივ - სულის სიღრმემდე ალტრუისტები. საიდუმლო მარტივია: მშვილდოსნებს გიჟივით უყვართ იმის შეგრძნება, რომ ისინი „შეუცვლელი მხსნელები“ არიან. თუმცა, თუ დახმარება მათ პირად ინტერესებს ეხება, არაფრის იმედი არ გქონდეთ.

4-ე ადგილი - მერწყული

მერწყულები მხოლოდ გულწრფელობის გამო ვერ მოხვდნენ სამეულში: ისინი თავისი ეგოიზმის შესახებ ყველას წინასწარ აფრთხილებენ. სიმართლეა, იშვიათად თუ ვინმე უჯერებს მათ, მაგრამ ამაოდ. თუ მერწყული ამბობს, რომ მთელი ცხოვრება დივანზე წოლას და საკუთარი თავით ტკბობას აპირებს - დაუჯერეთ, ის ზუსტად ასე მოიქცევა!

3-ე ადგილი - კირჩხიბი

აი, ნამდვილი სიურპრიზი! ზოდიაქოს მთავარი ქველმოქმედები და ფილანთროპები ეგოიზმის „ბრინჯაოს მედალს“ იღებენ. ეს იმიტომ, რომ მათი ყველა კეთილი საქმე მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: საკუთარი თავით აღფრთოვანებას. ასე რომ, ნუ მოტყუვდებით, როცა კირჩხიბი თქვენთვის რამეს აკეთებს - ის ამას რეალურად თავისი ეგოსთვის აკეთებს.

2-ე ადგილი - კურო

ვერცხლის მედალი კუროებს ერგებათ. ისინი მუდმივად იტანჯებიან საკუთარი ეგოიზმის გამო. ერთი მხრივ, მზად არიან ყველაფერი გასცენ, მეორე მხრივ კი - სკრუპულოზურად ითვლიან, რამდენი დაიკლეს სხვისთვის დახმარებით. საბოლოოდ კურო ყოველთვის წყვეტს, რომ რადგან ასეთი „კეთილია“, საკუთარი თავი სამმაგად უნდა დააჯილდოოს.

1-ე ადგილი - ვერძი

ოქროს მედალი და სამყაროს მთავარი ეგოისტის ტიტული ვერძებს ერგებათ. მათ ვერც კი დაადანაშაულებთ ანგარებაში: ვერძები იმიტომ კი არ არიან ეგოისტები, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ... ისინი თქვენზე საერთოდ არ ფიქრობენ! უბრალოდ შეეგუეთ.