ავტორი:

მელომანია: როგორი მუსიკა შეგეფერებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მელომანია: როგორი მუსიკა შეგეფერებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მუსიკას უდიდესი აქვს ძალა. ასტროლოგებმა იციან, რომელი მუსიკის სტილია უფრო ახლოს თქვენს ზოდიაქოს ნიშანთან ენერგეტიკული თვალსაზრისით და როგორ შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი პროდუქტიულობა ან განწყობა. იცით, რომ მუსიკა და სიმღერა ხსნის ჩაკრებს და წმენდს ენერგიას. სწორად შერჩეული მუსიკის სტილი დაგეხმარებათ გადალახოთ სირთულეები და მოიპოვოთ კარგი განწყობა.

ვერძი დინამიკური და თავდაჯერებულია. მას სწრაფი და ძლიერი მუსიკა შეესაბამება: პანკ-როკი, დრამ ენდ ბასი, მეტალი. მეორეს მხრივ, პლეილისტში აუცილებლად უნდა გქონდეთ ლირიკული და დამამშვიდებელი მელოდიები, რათა პერიოდულად მოდუნება შეძლოთ.

კურო ის ხალხია, ვისაც ყველაფრის მოსმენა შეუძლია. ზოგადად მუსიკა მათთვის ძალიან სასარგებლოა, კურნავს მათ. კურომ უნდა მოუსმინოს მელოდიურ, მშვიდ, რომანტიკული შინაარსის მელოდიებს.

კომუნიკაბელური ტყუპმა მუსიკის სიტყვებს უნდა მოუსმინოს. კლასიკურმა ან ელექტრონულმა მუსიკამ სიტყვების გარეშე შეიძლება მათში დეპრესია გამოიწვიოს. თუმცა, ტყუპი ცვალებადია და დღეს შეუძლია ერთი მუსიკის მოსმენა, ხვალ კი უპირატესობას სულ სხვა მუსიკალურ ჟანრს მიანიჭებს.

კირჩხიბი ბუნებით კონსერვატიული, ემოციური და მგრძნობიარე პიროვნებაა. ის პატივისცემით განიხილავს სხვების გრძნობებს. ამიტომ არჩევანი შეაჩერეთ ლირიკულ კომპოზიციებზე, ფსიქოდელიურზეც, რომლებიც ძლიერ გრძნობებზე, სიყვარულსა და ერთგულებაზე მოგვითხრობს.

ლომები მელომანები არიან. უპირატესობას ანიჭებენ ხალისიან, ენერგიულ და თანამედროვე მუსიკას. ლომი მშვიდმა მელოდიამ შეიძლება გააზარმაცოს. თუ გსურთ იყოთ პროდუქტიული, მოუსმინეთ რიტმულს: როკი, ტექნო, რეპი. მათ აგრეთვე მოსწონთ „პოპულარული ჰიტები“.

პუნქტუალურობითა და ორგანიზებულობით დააჯილდოებულ ქალწულებს შეუძლიათ ნებისმიერი ჟანრის მუსიკას მოუსმინონ. მთავარია, რა ემოციებსა და მოგონებებზე აღუძრავთ სიმღერა. აი, თანამედროვე სიმღერებს გაურბიან და ამბობენ, რომ ისინი უბრალოდ არ ესმით.

ბუნებით ესთეტი სასწორები მუსიკას, როგორც ხელოვნებას საკმაოდ სერიოზულად აღიქვამენ. მუსიკალურად ისინი უპირატესობას ანიჭებენ ჰარმონიულ კომპოზიციებს, ირჩევენ ძირითადად თანამედროვე მუსიკას. აგრეთვე, ჯაზს, ხალხურს, კლასიკურს.

მორიელები არიან მამაცი ლიდერები, მგრძნობიარე და ემოციურები. მძიმე და სევდიანი კომპოზიციების მოსმენისას ფიქრობენ მარადიულზე, ცხოვრების აზრზე. თუმცა, ენერგიული მუსიკის მოსმენაზეც არ ამბობენ უარს, რაც აქტიური მოქმედებისკენ უბიძგებთ.

ოპტიმისტი მშვილდოსანი - ყველაფერი ახალის, უნიკალურისა და ორიგინალურის მიმდევრია. ისინი ირჩევენ თანამედროვე მუსიკას, როკსა და ელექტრონიკას შემთხვევისა და განწყობის მიხედვით. მათთვის მუსიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა დინამიკა და ენერგიულობაა.

თხის რქები პატივს სცემენ ყველაფერს ძველ და მრავალი თაობის მიერ აღიარებულს, ამიტომ უნდა მოუსმინონ კლასიკას, ფოლკ-როკს, ასევე წარსულის სუპერჰიტებს.

მერწყულები ტიპური მუსიკალური ექსპერიმენტატორები არიან. ეს შემოქმედებითი ადამიანები თავს ავანგარდის თაყვანისმცემლებად თვლიან. მათთვის სასურველი სტილი ალტერნატიული მუსიკაა.

ნებისყოფითა და კარგად განვითარებული ინტუიციით გამორჩეულმა თევზებმა რაღაც უჩვეულოს, ჯადოსნურს უნდა მოუსმინონ. უჩვეულო მუსიკას შეუძლია თევზებში შემოქმედებითი ენერგიის გაღვიძება. თუმცა, ახალსაც არ ერიდებიან და განსაკუთრებულ პატივს სცემენ თანამედროვე მუსიკას.