დეკემბერი წლის ყველაზე ჯადოსნურ თვედ მიიჩნევა - მოლოდინების, ახალი გეგმების, საჩუქრებისა და სასიამოვნო სიურპრიზების დროდ. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანები გასული წლის შეჯამებას, ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევასა და მომავალი წლის იმედებით შეხვედრას ცდილობენ.
რა სიახლეებს, შესაძლებლობებსა და გამოწვევებს მოიტანს დეკემბერი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?
ვერძი
დეკემბერი სწავლის, მოლაპარაკებებისა და პიროვნული განვითარების ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობებს, ხშირად გადით სახლიდან და საინტერესო შემოთავაზებებს ნუ გაუშვებთ ხელიდან. სატურნის მიმართულების შეცვლა მეტ პასუხისმგებლობასა და სერიოზულობას მოგთხოვთ - მნიშვნელოვანი საქმეების სამომავლოდ გადადება აღარ გამოგივათ. თვის ბოლოს შესაძლოა დაღლილობა დაგიგროვდეთ, ამიტომ ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ და მეტი დრო გაატაროთ ახლობლებთან. ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
კურო
თუ გსურთ, ახალი წელი შესანიშნავ ფორმაში შეხვდეთ, საკუთარ თავზე ზრუნვის დროა. დეკემბერში ენერგია და თავდაჯერებულობა მოგემატებათ, ამიტომ ვარჯიშის დატვირთვის გაზრდაც შეგიძლიათ. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ და მიღწევები მხოლოდ წარსულ შედეგებს შეადაროთ და არა გარშემომყოფების წარმატებებს. თუ გსურთ, სადღესასწაულო სამოსი იდეალურად მოგერგოთ, ეცადეთ, ტკბილეულითა და ცომეულით ზედმეტად არ გაიტაცოთ თავი.
ტყუპები
დეკემბრის პირველ კვირაში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ - ტრავმების რისკი გაიზრდება. ყურადღებით მოეპყარით საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ელექტროგაყვანილობასა და ელექტრონულ მოწყობილობებს. თუ თვის დასაწყისი მშვიდად ჩაივლის, დეკემბრის მეორე ნახევარში სიმსუბუქეს იგრძნობთ და აზრებიც უფრო ნათელი გახდება. შესაძლოა, შემთხვევითი მოვლენებიც კი ბედისწერის ნიშნებად მოგეჩვენოთ. გამოიყენეთ ეს პერიოდი საკუთარ თავთან დასაახლოებლად, სურვილების გასააზრებლად და სამომავლო გეგმების შესადგენად.
კირჩხიბი
დეკემბერში მეტი ყურადღება სიყვარულსა და რომანტიკას უნდა დაუთმოთ. შესაძლოა, სწორედ ამ პერიოდში შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ნამდვილ საახალწლო ზღაპარს გაჩუქებთ. თვე ასევე ხელსაყრელია საკუთარ თავზე ზრუნვისთვის, სადღესასწაულო იმიჯის შესაქმნელად და სახლის მოსართავად. ნუ მოიკლებთ პატარა სიამოვნებებს და დატკბით დღესასწაულის მოლოდინით.
ლომი
წლის დასრულება უმჯობესია ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში, მხიარულად და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით. დეკემბერი ბევრ ურთიერთობას, საინტერესო იდეასა და ახალ გეგმას მოგიტანთ. ნუ შეგეშინდებათ მასშტაბური აზროვნებისა და ჩვეული საზღვრების გადალახვის. ხელსაყრელი პერიოდია მსხვილი შენაძენებისთვის, მომგებიანი გარიგებებისთვის, ახალი პროფესიის შესასწავლად და პერსპექტიული ნაცნობობისთვის. თუმცა შესაძლოა, გართობასა და ფუფუნებაზე მთელი ფულის დახარჯვის სურვილმა ჩვეულებრივზე მეტად გძლიოთ. თუ ყველაფრის მიღებას ვერ შეძლებთ, ნუ ინერვიულებთ - მცირე შედეგიც კი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ქალწული
დეკემბერი დატვირთული იქნება და საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს. მოვლენები სწრაფად განვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ცვლილებებს დროულად უპასუხოთ და უსაფრთხოება არ დაივიწყოთ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თვის პირველ კვირაში - ეს პერიოდი ტრავმების თვალსაზრისით შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს. ამასთან, დეკემბერი ხელსაყრელია საკუთარ თავზე ზრუნვისა და პირად ცხოვრებაში ცვლილებებისთვის. გამონახეთ დრო შემოქმედებისა და ხელსაქმისთვის: საყვარელი საქმიანობა ყოველდღიური საზრუნავისგან ყურადღების გადატანასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
სასწორი
წლის ბოლო თვე შედარებით მშვიდად ჩაივლის. თუმცა დეკემბრის შუა რიცხვებში შესაძლოა ისეთი რამ მოხდეს, რაც ჩვეული მოვლენების ახლებურად დანახვას გაიძულებთ. ჯანმრთელობასაც მიაქციეთ ყურადღება: ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ და დღის რეჟიმი დაიცვათ. სადღესასწაულო ფუსფუსის ფონზე ამის გაკეთება მარტივი არ იქნება, თუმცა მაინც იზრუნეთ საკუთარ თავზე, რათა ახალ წელს კარგი განწყობითა და მხნედ შეხვდეთ.
მორიელი
დეკემბერი წარმატებას გპირდებათ - მნიშვნელოვან ამოცანებს გაუმკლავდებით, სასიამოვნო შენაძენები და შინაური კომფორტი კი განწყობას აგიმაღლებთ. თვის პირველ დეკადაში შესაძლოა კამათი და ულტიმატუმები გახშირდეს - საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წასვლა მოგინდებათ. თუმცა ახლობლები არ დაივიწყოთ: მათაც სჭირდებათ თქვენი ყურადღება და სითბო. საყიდლებზე სიარული და კოსმეტიკური პროცედურები უმჯობესია 10 დეკემბრის შემდეგ დაგეგმოთ. თვის დასაწყისში დაუგეგმავი ხარჯებისა და პროცედურების არასასურველი შედეგების რისკი იზრდება.
მშვილდოსანი
დეკემბერი მნიშვნელოვან გააზრებებს მოგიტანთ: საბოლოოდ შესაძლოა, რთული მოვლენებიც კი სასიკეთოდ შემოგიბრუნდეთ. ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, გადაწყვეტილებები დროულად მიიღოთ და გონივრულობა შეინარჩუნოთ. ახლა შეგიძლიათ, მკაფიოდ იაზროვნოთ, პერსპექტივა დაინახოთ და ვითარება მთლიანობაში შეაფასოთ. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, არჩეული გზიდან გადაგახვევინონ. თვე ხელსაყრელია შვებულებისთვის, სწავლისა და ახალი იდეების განხილვისთვის. დეკემბრის პირველ კვირაში კი საკუთარ თავს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ - ტრავმების ალბათობა ჩვეულებრივზე მაღალი იქნება.
თხის რქა
დეკემბერი მშვიდად ჩაივლის და საკუთარ თავზე მუშაობისთვის ხელსაყრელი იქნება. რეგულარული ვარჯიში, დაბალანსებული კვება და მოთმინება დაგეხმარებათ იმ საკითხების მოგვარებაში, რომლებიც შესაძლოა თვის შუა პერიოდში წამოიჭრას. ახლა შესაფერისი დროა საკუთარი პოზიციის დასაცავად და სასურველის მისაღწევად. ნუ იტყვით უარს მნიშვნელოვან მიზნებზე და ნუ შეგეშინდებათ შეუპოვრობის გამოჩენის. თვე ასევე ხელსაყრელია საკუთარ თავზე ზრუნვისა და სასიამოვნო შენაძენებისთვის.
მერწყული
დეკემბერში გარემოებები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. ბევრი საქმის დასრულებასა და მიღწეული შედეგების განმტკიცებას შეძლებთ. ნუ შეგეშინდებათ გაბედული გადაწყვეტილებების, უჩვეულო იდეებისა და გონივრული რისკის. თუმცა თვის პირველ დღეებში სიტყვებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ: გადაჭარბებულმა ამბიციებმა და თავდაჯერებულობამ შესაძლოა, ზიანი მოგაყენოთ. თუ თავშეკავებას გამოიჩენთ, სერიოზული დაბრკოლებები არ გელით.
თევზები
ნუ შეეცდებით, ერთდროულად ყველა პრობლემა მოაგვაროთ და ათ საქმეს მოჰკიდოთ ხელი - ასეთმა აჩქარებამ შესაძლოა გადაღლა, ზოგჯერ კი ტრავმაც გამოიწვიოს. უმჯობესია, ტემპი შეანელოთ და დრო დასვენებას, ახლობლებთან ურთიერთობას, ჩახუტებასა და საყვარელი ფილმების ყურებას დაუთმოთ. დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება და სიმყუდროვისა და სითბოს განცდის არდაკარგვა.