მერკური ისევ რეტროგრადულია: მანქანები და სხვა მექანიზმები უფრო ხშირად ფუჭდება - ასტროლოგიური რეკომენდაციები ანა მზიანისგან

მერკური ისევ რეტროგრადულია: მანქანები და სხვა მექანიზმები უფრო ხშირად ფუჭდება - ასტროლოგიური რეკომენდაციები ანა მზიანისგან

9-დან 29 ნოემბრამდე მერკური რეტროგრადული იქნება მშვილდოსნის 7 გრადუსიდან მორიელის 21 გრადუსამდე.

ამ პერიოდში ყველა საქმე შენელდება, ახალი პროექტების დაწყება/განვითარება შეფერხდება, იქნება ინფორმაციის არეულობა და ერთმანეთის მოსმენისა და გაგების პრობლემები. მანქანები და სხვა მექანიზმები უფრო ხშირად ფუჭდება და გზაზე გაუთვალისწინებელი გარემოებები წარმოიქმნება. მოკლედ, მერკურის რეტროგრადული მოძრაობა ართულებს საქმეებს.

ამიტომ უნდა მოერიდოთ:

- ახალ წამოწყებებს;

- ვაჭრობას;

- მოგზაურობას;

- პაემნებს;

- დოკუმენტების ხელმოწერას;

- დაგეგმილ ოპერაციებს.

ახალი პარტნიორების გაცნობას (როგორც საქმიანი, ასევე რომანტიკული); ახალ და უცხო ადგილას მოგზაურობას; ან რაიმეს შეძენას, - განსაკუთრებით ტექნოლოგიების (მათ შორის კომპიუტერის, ტელეფონის ან ნებისმიერი გაჯეტის). გადადეთ ეს ყველაფერი უკეთეს დრომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც შეიძლება არასწორად წავიდეს, ხარვეზი იყოს.

რისი გაკეთებაა კარგი მერკურის რეტროგრადული მოძრაობის დროს:

- წინა პროექტების გადახედვა;

- წინა საცხოვრებელ ადგილზე ან სამსახურში დაბრუნება;

- დაკარგული კავშირების აღდგენა, წარსულიდან ადამიანების დაბრუნება, მათგან შეტყობინების მიღება;

- ანტიკვარიატის და ვინტაჟური ნივთების შეძენა;

ძველი ნივთების გაყიდვა;

- განვლილი მასალის გამეორება, ადრე ნასწავლის ხელახლა გახსენება.

ეს ზოგადი რეკომენდაციებია. ახლა კი, ჩაიხედეთ თქვენს ნათალურ რუკაში და ნახეთ, რომელ სფეროებს გაივლის მერკური რეტროგრადულად ანუ რომელი სახლი ხვდება მორიელის 21 გრადუსიდან მშვილდოსნის მე-7 გრადუსამდე. აგრეთვე აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, თუ რომელ პლანეტასთან გააკეთებს რეტროგრადული მერკური ასპექტს.

გაითვალისწინეთ, რომ მერკურის რეტროგრადული მოძრაობის დროს შეგიძლიათ შეიცვალოთ აზრი, გადაწყვეტილებები და გადახედოთ წარსულ საქმეებს, მაგრამ თავად მოვლენები ცოტა მოგვიანებით მოხდება, როდესაც მერკურის რეტროგრადული სვლიდან გამოვა.

დაბოლოს, სანამ მერკური რეტროგრადულია:

- ნუ იჩქარებთ;

- მიეცით საკუთარ თავს შესვენების უფლება;

- ყურადღებით მიმოიხედეთ გარშემო, გაიხედეთ უკან;

- ორჯერ წაიკითხეთ, სანამ გამოაქვეყნებთ სტატუსს, ხელს მოაწერთ საბუთს;

- დაასრულეთ ან გადააკეთეთ ის, რაც დიდი ხნის წინ იყო გასაკეთებელი.