7 აპრილის ჩათვლით მერკური რეტროგრადული იქნება. ახლა მერკური ვერძშია და უკუსვლით თევზებში დაბრუნდება. მერკური ასტროლოგიაში პასუხისმგებელია ინტელექტზე, კომუნიკაციაზე, სწავლასა და გადაადგილებაზე. ამიტომ ამ სფეროებში მაქსიმალური სიფრთხილე და დაკვირვება გმართებთ. იქნება კომუნიკაციაში სირთულეები, გადაჭარბებული თავდაჯერებულობა და სხვების უპატივცემულობა. ვერძში მყოფ მერკურს აქვს ბასრი ენა, ამიტომ დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება სულის სიღრმემდე ავნოს ადამიანს.
პოზიტიური თვალსაზრისით, რეტროგრადული მერკური ვერძში არის აზროვნების გადატვირთვა. ამიტომ, ერთ რამეზე ფოკუსირებამ შეიძლება გონება გაათავისუფლოს რაღაც მოძველებისგან. ღრმა გონებრივი მუშაობა, სტერეოტიპებისგან თავის დაღწევისა და ახალი გადაწყვეტილებების პოვნის პოტენციური შესაძლებლობაა.
სანამ რეტროგრადული მერკური ვერძში იქნება, ადამიანს არ შეუძლია ინფორმაციის გულდასმით აღქმა, უჭირს იმის მოსმენა და გაგება, რასაც ეუბნებიან. ადამიანები ერთმანეთს არ მოუსმენენ და ეცდებიან თავიანთი აზრი დაამტკიცონ. აქედან მოდის მბრძანებლური ტონი და ქედმაღლობა სხვების მიმართ. ასეთი კომუნიკაციისას ინფორმაცია არც სწორად აღიქმება და არც სწორად გადაიცემა.
ფრთხილად იყავით აალებად საგნებთან. შეიძლება იყოს ელექტრობასთან დაკავშირებული პრობლემები.
30 მარტიდან 7 აპრილამდე მერკური თევზებს ეწვევა. ამ ტრანზიტის დროს ვნებები ჩაცხრება; კომუნიკაცია შემცირდება ან უფრო ემოციური გახდება. წარსულის მოგონებები და ნოსტალგია კი გააქტიურდება.
ასევე იქნება განმარტოების, ადამიანებისგან დაშორების სურვილი. სევდიანობა და ცრემლები იმატებს. გამორიცხული არაა ინტრიგებისა და მოტყუების ქსელში მოხვედრა. ნუ გახდებით მანიპულაციის მსხვერპლი. შეიძლება მიიღოთ ინფორმაცია ან საბუთი წარსულიდან. იქნება მოტყუება და თაღლითობა. თაღლითური სქემები იურიდიულ საკითხებში ან უცხოელებთან კომუნიკაციისას. ყალბი დოკუმენტების ხელმოწერა ან მნიშვნელოვან ოფიციალურ დოკუმენტებში შეცდომების დაშვება.
იმატებს სწავლისადმი უყურადღებო დამოკიდებულება: საგანმანათლებლო მასალის ზედაპირული აღქმა. მეხსიერება, ყურადღება და გამძლეობა დაქვეითდება.
საზღვარგარეთ მოგზაურობისას შესაძლებელია დაბრკოლებები: შეცდომები დოკუმენტებში, ფრენის დაგვიანება, ბარგის დაკარგვა ან უცხოელების არაადეკვატური ქცევა.
აგრეთვე რეტროგრადული მერკურის დროს სასურველი არაა გასაუბრება და ახალ სამუშაოზე გადასვლა.
სამწუხაროდ შესაძლებელია შეცდომები დოკუმენტების მომზადებაში. ოფიციალური დოკუმენტების მიღებისა და დამუშავების შეფერხება.
ფინანსური ოპერაციები ხორციელდება დაგვიანებით ან შეცდომით. ბანკმა შეიძლება დაბლოკოს ანგარიში ან შეცდომით გადარიცხოს ფული სხვის ანგარიშზე.
ვაჭრობა და კომერციული აქტივობა ნელდება და შემოსავალი იკლებს. შეიძლება მიიღოთ საჩივრები მომხმარებლებისგან ან თავად აღმოჩნდეთ მომსახურებით უკმაყოფილო.
თაღლითობა და ფინანსური თაღლითობები სატელეფონო ზარების, ინტერნეტის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით იზრდება.
გაჯეტები, რომლებიც კარგ მდგომარეობაში იყო და იდეალურად მუშაობდნენ, შეიძლება მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდნენ.
შეიძლება წარმოიშვას პრობლემები ინტერნეტთან დაკავშირებით: სოციალური ქსელები, ვებსაიტები და ინტერნეტ პლატფორმები შეიძლება გაუმართავი იყოს. კომპიუტერმა შეიძლება ინფორმაცია არ შეინახოს.
შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობა გზებზე, ტრანსპორტის შეფერხება, გზების ჩაკეტვა რემონტის გამო; საცობები, ავარიები...
არ არის რეკომენდებული ელექტრონივთების, მანქანის, კომპიუტერული ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა. მათი დეფექტი შეიძლება მოგვიანებით გამოვლინდეს და გამოიწვიოს დამატებითი ხარჯები მათ აღმოსაფხვრელად.
რეტროგრადული მერკური ვერძსა და თევზებში გავლენას მოახდენს ყველაზე და განსაკუთრებით კი მზით ვერძებსა და სასწორებზე, თევზებსა და ქალწულებზე.
ასევე მათზე, ვისაც ნატალურ რუკაში ვერძში ან სასწორში, ასევე თევზებში ან ქალწულში ჰყავს რეტროგრადული მერკური, მნიშვნელოვანი წერტილები ან სტელიუმი.