ავტორი:

მერკური სასწორში გადავიდა

მერკური სასწორში გადავიდა

დღეს, 5 ოქტომბერს მერკური გადავა სასწორში 22-მდე, მერე კი მორიელს ესტუმრება.

სანამ მერკური იქნება სასწორში, გაგიადვილდებათ ადამიანებთან მოლაპარაკება და გარიგებებზე შეთანხმება.

ვაჭრობისა და მეწარმეობის სფეროში მეტად უნდა გამოავლინოთ დიპლომატიურობა.

ამ პერიოდში შეძლებთ რაიმეს მომგებიანად ყიდვა-გაყიდვას.

კარგი იქნება საქმიანი ან მეგობრული შეკრებების მოწყობა, ახალი იდეების ან მიმდინარე პროექტების განხილვაც.

თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, იარეთ გასაუბრებაზე, ილაპარაკეთ თქვენ შესახებ, ეს დაგეხმარებათ, მოიპოვოთ გარშემო მყოფების კეთილგანწყობა.

უქმეები მეგობრებთან ერთად გაატარეთ ქალაქგარეთ: მოაწყვეთ პიკნიკები და ექსკურსიები.