3 ივნისს აზროვნების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა, მერკური ტყუპის ნიშანში გადაინაცვლებს და იქ 17 ივნისამდე დარჩება.
ამ პერიოდში ადამიანებში გაძლიერდება აზროვნების პროცესი, უფრო აჩქარდება ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემა და შესაძლებელი გახდება ურთიერთობების იოლად დამყარება.
მერკური ტყუპის მმართველია, ამიტომ მისი აქ გამოვლენა მაქსიმალურად დადებითია (ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის იქნება საინტერესო და წარმატებული, ვისაც პირად ჰოროსკოპში მერკური სწორედ ტყუპის ნიშანში აქვთ).
ამ ორკვირიანი მონაკვეთში ბევრი ადამიანი, კომპანია თუ ორგანიზაცია მოახერხებს თავისი გზავნილები სწორად და რაც მთავარია, სწრაფად გადასცეს მეორე მხარეს.
შესაძლოა გარკვეული გარდატეხა მოხდეს გართულებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით (ეს ეხება როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ საკითხებს).