მესამე მსოფლიო ომი კარს მოგვადგა? ვანგასა და ნოსტრადამუსის შემზარავი წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის

მესამე მსოფლიო ომი კარს მოგვადგა? ვანგასა და ნოსტრადამუსის შემზარავი წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის

ახლო აღმოსავლეთში ვითარების უკიდურესმა ესკალაციამ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი მისტიკოსების წინასწარმეტყველებები გაახსენა. ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივმა დარტყმებმა ირანზე, რასაც თეირანის მხრიდან მეზობელ ქვეყნებზე იერიში მოჰყვა, გააჩინა შიში: ხომ არ სრულდება ის საშინელი სცენარი, რომელსაც ნათელმხილველები საუკუნეების წინ ხედავდნენ?

ბაბა ვანგა: ომი, რომელიც აღმოსავლეთიდან დაიწყება

ბულგარელი ნათელმხილველი, რომლის წინასწარმეტყველებები ხშირად დიდი სიზუსტით სრულდება, 2026 წელს გლობალური ომის შესაძლო თარიღად ასახელებდა. მისი ხილვების მიხედვით, კონფლიქტი, რომელიც აღმოსავლეთში იფეთქებს, დასავლეთსაც მოიცავს.

დღეს, როდესაც ირანი, ისრაელი და აშშ პირდაპირ დაპირისპირებაში არიან ჩართულნი, ბევრი სვამს კითხვას - ხომ არ არის ეს ვანგას მიერ ნაწინასწარმეტყველები დიდი ნგრევის დასაწყისი? ვანგა ასევე საუბრობდა ევროპაში მოსალოდნელ კონფლიქტზე, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს. მისივე ხილვებით, გლობალური ომის შემდეგ მსოფლიო წესრიგი შეიცვლება და ძალთა ბალანსი სრულიად სხვაგვარად გადანაწილდება.

ნოსტრადამუსი: „შვიდთვიანი დიდი ომი“

არც ფრანგი ალქიმიკოსის, ნოსტრადამუსის პროგნოზებია დამამშვიდებელი. მის ჩანაწერებში 2026 წლისთვის ვკითხულობთ:

„შვიდი თვე დიდი ომი, ადამიანები ბოროტების გამო დაიღუპნენ...“ - ეს ფრაზა ბევრმა სწორედ ახლანდელ კრიზისს დაუკავშირა. თუ პროცესები კონტროლიდან გამოვა, მისტიკოსის ჩანაწერები მიანიშნებს, რომ დაპირისპირება შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს და მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს.

ლიდერები და „სინათლის ადამიანი“

საინტერესოა, რომ ორივე წინასწარმეტყველი 2026 წელს მსოფლიო ლიდერების ბედის ცვლილებასაც უწინასწარმეტყველებდა. ნოსტრადამუსი წერდა: „დაეცემა ჩრდილები, მაგრამ აღზევდება სინათლის ადამიანი“. ეს შეიძლება ნიშნავდეს ახალი, გავლენიანი ლიდერის გამოჩენას, რომელიც ქაოსის ფონზე მშვიდობის დამყარებას შეეცდება.

ამავდროულად, ზოგიერთი ინტერპრეტაციით, წინასწარმეტყველებები მიანიშნებენ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პოზიციების გაძლიერებაზე ამ გლობალური კრიზისის ფონზე, თუმცა დასავლური სამყაროსთვის ეს პერიოდი უდიდესი გამოწვევებით სავსე იქნება.