მეუღლეთა საძინებელი - სად და როგორ უნდა გვეძინოს, ქორწინება ძლიერი რომ იყოს

მეუღლეთა საძინებელი - სად და როგორ უნდა გვეძინოს, ქორწინება ძლიერი რომ იყოს

ფენ-შუის მიხედვით, საძინებელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წყვილებს შორის ჰარმონიისა და სიყვარულის შენარჩუნებაში. ნუ დაგვავიწყდება, რომ საძინებელი არის ადგილი, სადაც დღეში მინიმუმ 8 საათს ვატარებთ, ამიტომ აქ ყოველი დეტალი გათვლილი უნდა გვქონდეს.

სად დავიძინოთ?

პირველი წესის თანახმად, საძინებელი უნდა განათავსოთ სახლის სამხრეთ-დასავლეთით.

მეორე საპატიო ადგილს დასავლეთი იკავებს. საოჯახო საძინებლისთვის ანტისექტორია სამხრეთ-აღმოსავლეთი.

როგორ დავიძინოთ?

დაიძინეთ თავით სამხრეთისკენ და ფეხებით ჩრდილოეთისკენ, თუ დიდი ფული და ახალგაზრდობა გსურთ. ან ფეხებით აღმოსავლეთისკენ, თუ გსურთ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, ან დაიწყოთ ახალი ბიზნესი.

არ დაიძინოთ თავით ჩრდილოეთისკენ, ეს არის ენერგიის შემოდინების ზონები და გამოძინებას ვერ შეძლებთ.

მაგრამ თუ ვერ ახერხებთ საძინებლის ან საწოლის გადაადგილებას, ფენ-შუის მარტივი რჩევები მაინც გაითვალისწინეთ:

მნიშვნელოვანი დეტალები:

  • საწოლთან უნდა გქონდეთ წვდომა სამი მხრიდან.
  • საწოლს უნდა ჰქონდეს საზურგე, რომელიც კედელს ეყრდნობა.
  • საძინებელში, საწოლის ორივე მხარეს უნდა იყოს ორი იდენტური სანათი, ტუმბო ან სკამი.
  • საწოლი უნდა იყოს მართკუთხა და არა მრგვალი ფორმის.
  • საწოლის ქვეშ საცავი არ უნდა მოაწყოთ, არ დაალაგოთ ნივთები.
  • საწოლის თავთან არ უნდა დაკიდოთ ნახატი, სარკე, საათი, ფოტოები, ნათურები ან რაიმე დეკორი.
  • საძინებელში ტელევიზორი არ უნდა გქონდეთ.

დაბოლოს, რა სექტორშიც არ უნდა გქონდეთ განთავსებული საძინებელი, ის პლანეტა ვენერას სამფლობელოა და, შესაბამისად, საძინებელი უნდა იყოს ლამაზი და მასში ყოფნისას უნდა მიიღოთ ესთეტიკური სიამოვნება ყოველი დეტალისგან.