ვენერა დღეიდან ოფიციალურად მორიელშია (30 ნოემბრამდე). სიყვარულის, სილამაზის და ფულის პლანეტა მორიელში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. აქ ის ჯადოქარი, ეჭვიანი, პროვოკაციული და მაცდურია. ამ პერიოდში ურთიერთობები შეიძლება უფრო რთული იყოს. უფრო მეტად ვლინდება მესაკუთრეობა, ეჭვიანობა და დომინირების ტენდენციები. იზრდება ტოქსიკურობა ურთიერთობებში. თუმცა, ამ დროს კარგია იმ ადამიანების დაკარგვა, ვინც გულს გატკენთ ან/და უგულებელყოფთ. შესაფერისი დროა, რომ თავი დაანებოთ თანადამოკიდებულ ურთიერთობებს.
ნუ გაგიკვირდებათ, თუ დაბრუნდება წარსული სიყვარული (ემოციური რეტროსპექტივა ან კარმული). განსაკუთრებით 9 ნოემბრის შემდეგ, როცა მერკური რეტროგრადული გახდება და განსაკუთრებით 25 ნოემბერს (პლუს/მინუს 3 დღე), როცა ვენერა რეტროგრადულ მერკურის შეუერთდება. აი, აქ კი ნამდვილად შეიძლება მოგწეროთ ყოფილმა. ან შესაძლოა, თავად გაიხსენოთ ის ადამიანი, რომელიც ჯერ ვერ გაუშვით გულიდან. გაგიჩნდებათ სურვილი, ისაუბროთ გრძნობებზე და დაუბრუნდეთ თემებს, რომლებზეც ადრე დუმდით.
მოხდება ღირებულებების გადაფასება, ტრანსფორმაციული ცვლილებები. განსაკუთრებით 8-ში, როცა ვენერა (სიყვარული) პლუტონს (პათოლოგია) წაეჩხუბება. პარტნიორულ ურთიერთობაში იქნება ეჭვიანობა (უსაფუძვლოც კი) ფარული მოტივები, საიდუმლოებები და მანიპულაციები გამოვლინდეს. შეიძლება პარტნიორს მოუნდეს თქვენი ერთგულების გამოცდა. კარგი იქნება კავშირის ტრანსფორმაცია, უკეთესობისკენ, გაუმჯობესებისკენ. ან თუ ხვდებით, რომ მსხვერპლი ხართ - დაშორება.
ვენერას მორიელში ყოფნის დროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია 15-30 ნოემბერი, როცა მზე, მერკური და ვენერა შეუერთდებიან მორიელშივე მყოფ შავ მთვარეს. ზუსტი ასპექტები იქნება 18, 21 და 28 ნოემბერს. ამ დღეებში და ზოგადად 15-30 ნოემბრის პერიოდში შესაძლოა დაბრუნდეს საეჭვო ან ნეგატიური სიტუაცია. არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ადამიანს ან იმას, რასაც შემოგთავაზებენ. მოერიდეთ მანიპულატორებს და ნუ მიმართავთ მანიპულაციურ ტაქტიკას, ტყუილს ან რამის დაფარვას.
იმატებს ინტერესი მისტიკის, მაგიის და განსაკუთრებით, სასიყვარულო მაგიის მიმართ. ზოგი დაიწყებთ ფულის გამომუშავებას ფარული გზით, მიიღებთ მემკვიდრეობას, ძვირად ღირებულ საჩუქარს სასიყვარულო პარტნიორისგან ან დიდ ფულს - პარტნიორისგან.
გადახედეთ ასტროლოგიურ პროგნოზს, რათა იოლად გაიგოთ რასთან შეიძლება გქონდეთ შეხება თითქმის მთელი ნოემბრის განმავლობაში.
ვერძი
ფულთან და სიყვარულთან ხართ ფრთხილი. შური, ეჭვიანობა, არ უნდა იყოს. შეიძლება მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესდეს თქვენს პარტნიორს და თქვენც გასარგებლოთ. მიიღოთ საჩუქრად რაღაც, ბონუსი, პრემია. ზოგიერთმა შეიძლება გაისტუმროთ ვალი, დახუროთ სესხი.
კურო
თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა მორიელში გადავა. აქცენტი იქნება ფულზე და პარტნიორულ ურთიერთობებზე. ფულს მიიღებთ პარტნიორებისგან, კლიენტებისგან, თანამშრომლობით. გადახედეთ თქვენს ხელშეკრულებას, შეთანხმებას. შეიძლება რაღაც უნდა გააუმჯობესოთ თქვენს სასარგებლოდ. ასევე შესაძლებელია, რომ მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესდეს თქვენს მეუღლეს. კარგი იქნება, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან, მარტოხელები კი გააქტიურდეთ, რომ დაწყვილდეთ. ზოგადად, ამ პერიოდში, შეძლებთ შეთანხმებას ისეთ ადამიანებთანაც კი, ვინც აუღებელი ციხე-სიმაგრე გეგონათ.
ტყუპი
სამსახურში სიტუაცია და გარემო გაგიუმჯობესდებათ. შეიძლება სახლისთვის შეიძინოთ ლამაზი ნივთები. თუ მკურნალობდით, სასიამოვნოდ ჩაივლის ყველაფერი. სამსახურში შეიძლება ხელფასი მოგიმატონ, მოგცენ პრემია, ბონუსი. თუ სილამაზის სფეროში მუშაობთ, შეიძლება ახალი კლიენტები გამოგიჩნდნენ. არც სამსახურებრივი ფლირტია გამორიცხული. ზოგიერთმა შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი თავის მოლამაზებას, რაიმე გაიუმჯობესოთ გარეგნობაში.
კირჩხიბი
მოიმატებს რომანტიკულობა. იქნებით ფლირტისა და გართობის განწყობაზე. ან თავად მოაწყობთ დღესასწაულს, ან დაესწრებით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება შვილებთან, მიიღებთ მათგან სასიამოვნო ამბავს. კარგი იქნება, თუ დაუთმობთ დროს ჰობის.
ლომი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მოალამაზეთ სახლი, მოგინდებათ შინ სტუმრების მიღება, მათი გამასპინძლება. შეიძლება ფული მიიღოთ უძრავი ქონებიდან ან ფული დაახარჯოთ სახლს.
ქალწული
სასიამოვნო შეხვედრები, მიმოწერა ინფორმაცია გელოდებათ; თუ ვაჭრობის თემაში ხართ, სიამოვნებით მიიღებთ ფულს. ზოგიერთი საკუთარი თავისთვის შეიძენთ აქსესუარებს, მობილურს. გექნებათ სასიამოვნო შეხვედრა და-ძმებთან. ზოგიერთი დიალოგი იქნება რთული, მაგრამ აუცილებელი და თქვენთვის სასიამოვნოდ მოგვარდება.
სასწორი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ან მიიღებთ ერთჯერად პრემიას, ბონუსს. მოგინდებათ ფულის დაბანდება საკუთარ თავში. შეიძლება მიიღოთ სასიამოვნო საჩუქარი ან თავად შეიძინოთ რამე ძვირად ღირებული და ლამაზი.
მორიელი
ვენერა - სილამაზის, სიყვარულისა და ფულის პლანეტა თქვენს ნიშანში იქნება თვის ბოლომდე (30 ნოემბრამდე) - მოგინდებათ თავის მოლამაზება, ფლირტი, სიყვარული, საკუთარი თავის განებივრება, ფულის საკუთარ თავზე ხარჯვა. მოექცევით ყურადღების ცენტრში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან. ვენერა ფულსაც მართავს და ფინანსებსაც მოიზიდავთ.
მშვილდოსანი
მოერიდეთ ფარული კავშირების გაბმას. უმჯობესია, ეს დრო დაუთმოთ გაანალიზებას, დაფიქრებას, რაც ეხება პირად ცხოვრებას, ფინანსურ მდგომარეობას. შეიძლება გამოგიჩნდეთ ფარული შემოსავლის წყარო. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოთ ის, რასაც გიმალავდნენ.
თხის რქა
სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება გააბათ მეგობართან. სასიამოვნო შეხვედრა გელოდებათ მეგობრების დახმარებით. შეიძლება მეგობრებთან ერთად დაიწყოთ რაღაც პროექტზე მუშაობა. ზოგიერთი კი შეიძლება რაღაც ჯგუფის, გუნდის წევრი გახდეთ.
მერწყული
რაღაც უნდა დაასრულოთ სახლში: ეს შეიძლება იყოს რემონტი, ბინის გადაფორმება, ავეჯის განახლება, საბინაო საკითხების გაუმჯობესება. შეიძლება სიახლეები ჰქონდეთ თქვენს ნათესავებს, ოჯახის წევრებს. ჩამოყალიბდებით, როგორი უნდა იყოს თქვენი ოჯახური ცხოვრება.
თევზები
არაა გამორიცხული, რომ უცხოელთან გააბათ რომანი, ზოგიერთი შეიძლება სამოგზაუროდ გაემგზავროთ საყვარელ ადამიანთან ერთად. ფული შეიძლება მიიღოთ უცხოეთიდან - დადებული ხელშეკრულებით ან გარიგებით ან უბრალოდ საჩუქრად - ქალისგან. ამასთან, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მეუღლის ნათესავებთან.