ავტორი:

მომდევნო 3 თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც შემოდგომაზე ნამდვილ სიყვარულს იპოვის

მომდევნო 3 თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც შემოდგომაზე ნამდვილ სიყვარულს იპოვის

შემოდგომაზე კუროებსა და ტყუპებს ხანმოკლე რომანები, სასიყვარულო თავგადასავლები გელით, რომანი შეიძლება ხანგრძლივი და საბედისწერო არ იყოს, მაგრამ დროის სასიამოვნოდ გატარება გარანტირებული გაქვთ. ლომს, სასწორსა და თხის რქას კი ნამდვილ სიყვარულთან გელით შეხვედრა. აი, თევზებს სამსახურებრივი რომანის გაბმას არ გირჩევთ. უმჯობესია, სამსახურში საქმეზე იყოთ კონცენტრირებული; გრძნობები სამუშაო პროცესს შეგიფერხებთ.

კიდევ ვის გაუღიმებს ფორტუნა და ვინ შეხვდება სიყვარულს სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში? გავარკვიოთ თქვენი ასტროლოგიური ნიშნის მიხედვით.

2021 წლის სექტემბერი

ვენერას გადაადგილება სასწორში ჰაერის ნიშნის წარმომადგნლებს (ტყუპი, სასწორი, მერწყული) გაანებივრებს საინტერესო და რომანტიკული შეხვედრებით. თქვენში მოიმატებს თავგადასავლების სურვილი. ვენერას გავლენით ისარგებლებენ ლომები და მშვილდოსნებიც .

პარტნიორულ ურთიერთობაში შედარებით სიცივე დაისადგურებს ვერძების, კირჩხიბებისა და თხის რქების ნიშნებში. დაძაბულმა ასპექტებმა შეიძლება მოგიტანოთ გაურკვევლობა პარტნიორთან. მარტოხელებმა ახალგაცნობილთან სიფრთხილე და დაკვირვება გამოავლინეთ.

სექტემბრის ბოლოსკენ სიყვარულის პლანეტა ვენერა მორიელს ესტუმრება. გაუუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება წყლის ნიშნების წარმომადგენლებს (კირჩხიბი, მორიელი, თევზები). ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით; იყოთ ლოიალური და მომთმენი მის მიმართ. აი, მერწყულებმა კი შეიძლება არსებული კავშირი გაწყვიტონ. მათ თავისუფლება ყველაზე მეტად უყვართ და უხერხულობას რომანტიკულ კავშირშიც კი ვერ აიტანენ. კუროები , ნერვების ფასად, ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნებას შეეცდებიან. ლომებს კი სურთ, რომ ყველაფერი მათი სურვილების გათვალისწინებით იყოს.

2021 წლის ოქტომბერი

პრეტენზიული ვენერას გადასვლა მშვილდოსანში მოგანდომებთ, რომ თქვენი პარტნიორი რაღაცას წარმოადგენდეს, მისით უნდა ამაყობდეთ. მის გვერდით თავი დაფასებულად იგრძნოთ. ცხოვრება უნდა გაგიუმჯობესდეთ, ლამაზი და მდიდრული უნდა გახდეს. გაუმართლებთ ვერძებს, მშვილდოსნებს, ლომებს, სასწორებსა და მერწყულებს . საყვარელი ადამიანი შეიძლება თქვენი სპონსორი გახდეს, მატერიალური პრობლემები მოგიგვაროთ. წაიკითხეთ სრულად