ავტორი:

მორიელის გულის მოგების 10 საუკეთესო გზა

მორიელის გულის მოგების 10 საუკეთესო გზა

ახლა მზე მორიელის ნიშნაშია და სასურველია, ცოტა მეტი გავიგოთ ამ ნიშნის შესახებ. თავიდანვე უნდა გაგაფრთხოლოთ, რომ მორიელის გულის მოგება, არა აქვს მნიშვნელობა, ქალია თუ კაცი, არც ისე ადვილია. თუმცა, თუ მაინც გსურთ, ჩვენ გასწავლით 10 საუკეთესო გზას.

დაუმტკიცეთ თქვენი ერთგულება

თუ თქვენი ურთიერთობა ამ ნიშნის წარმომადგენელთან ახლახან დაიწყო, დაუმტკიცეთ მას თქვენი გრძნობების ნამდვილობა. მორიელებს სიყვარულში ეჭვი ეპარებათ. ხშირად არ იცის, გადადგას თუ არა სერიოზული ნაბიჯი, უნდა გაიხსნას თუ არა გრძნობებისთვის და საერთოდ - მართლა ორმხრივია გრძნობა?

თუ ნამდვილად გაქვთ გრძნობები მორიელის მიმართ, დაუმტკიცეთ მას რამდენად ძვირფასია იგი თქვენთვის. აჩვენეთ თქვენი ერთგულება. დაანახვეთ, რომ თქვენ ხართ ზუსტად ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს, რომელსაც შეუძლია ენდოს და თქვენ გარდა არავის შეუძლია მასზე ზრუნვა და სიყვარული.

პრეტენზიები საჭირო არაა

მორიელებს სძულთ, როცა ადამიანები მუდმივად რაღაცას ითხოვენ მათგან და პრეტენზიებს უცხადებენ. ისინი აფასებენ მხარდაჭერას და ერთგულებას. თუ გიყვართ მორიელი, იყავით მის გვერდით ყოველთვის და ყველგან. და თუ არ იზიარებთ მის რომელიმე საყვარელ საქმიანობას ან ჰობის, მოეპყარით ამას გაგებით და მიიღეთ.

სიყვარული და ურთიერთობები არ არის მხოლოდ იმის სურვილი, რომ ყოველთვის ერთად იყოთ და ყველაფერი ერთად გააკეთოთ. სიყვარული და ურთიერთობები ნიშნავს ერთმანეთის მიღებას და გაგებას ყველა ნაკლოვანებითა და უპირატესობით.

მორიელებს უყვართ თვალებით

ამ ნიშანს უყვარს მოვლილი და ლამაზი ადამიანები. თუ გსურთ მიიპყროთ ყურადღება და გააოცოთ თქვენი საყვარელი, გამოავლინეთ თქვენი სილამაზე და სტილი. ფლირტი კარგია, მაგრამ არა ვულგარული.

მორიელებისთვის მნიშვნელოვანია გარეგანი სილამაზე; ეს მათ საშუალებას აძლევს იოცნებონ და იფანტაზიორონ თავიანთი სიყვარულის ობიექტზე. და თუ თქვენი ურთიერთობა უფრო ახლო კავშირზე გადავიდა, ეს დაგეხმარებათ ვნების გაღვიძებაში, რომ თქვენი ინტიმური ურთიერთობა დაუვიწყარი გახადოთ.

თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანია

მორიელები საკმაოდ თავდაჯერებული, გაბედული არიან და სურთ, რომ მათი საყვარელი ადამიანიც ასეთი იყოს. გამოიჩინეთ თავი, როგორც თავდაჯერებულმა და მამაცმა ადამიანმა. აჩვენეთ თქვენი მონდომება და ერთგულება. თქვენი მორიელი ამას ნამდვილად დააფასებს.

აჩვენეთ თქვენი ინტელექტი

მორიელები აღმერთებენ ჭკვიან და განათლებულ ადამიანებს. ასეთი უნდა იყოს მათი მეგობარი და, რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანიც. აჩვენეთ მორიელს თქვენი ინტელექტი და განათლება. აწარმოეთ ჭკვიანური, შინაარსიანი საუბრები და მიეცით ბრძნული რჩევები.

შეაქეთ და გაამხნევეთ

მორიელები თავიანთი თანამგზავრისგან ელიან არა მხოლოდ საპასუხო გრძნობებს, არამედ მადლიერებას ყველა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მათ თქვენ წინაშე გაწიეს. არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ და დააფასოთ თქვენი მორიელი ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს თქვენთვის. მისთვის ქება და გამხნევება თქვენი სიყვარულისა და ერთგულების ნიშანია.

აჩვენეთ თქვენი შინაგანი ძალა და შეუპოვრობა

მორიელებს უყვართ თავდაჯერებული ადამიანები, რომლებიც მუდამ მზად არიან მიაღწიონ ნებისმიერ მიზანს. აჩვენეთ, რომ შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას აბსოლუტურად ყველაფერში, რაც გსურთ, რომ ყოველთვის მიდიხართ თქვენი მიზნისკენ და არასოდეს ნებდებით. თქვენი თავდაჯერებულობა და ძალა აიძულებს მორიელს თქვენი გულისთვის კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს.

გამოწვევა

არ შეგეშინდეთ საყვარელი ადამიანის გამოწვევა. მორიელებს არ მოსწონთ სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანები და თუ იცით, როგორ გაუმკლავდეთ და დაიცვათ თქვენი თვალსაზრისი, დარწმუნებული იყავით, რომ ის აუცილებლად აღფრთოვანდება თქვენით.

არ განსაჯოთ

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ქებაზე, მაგრამ დაგმობა არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომელიც აბსოლუტურად არ უნდა იყოს თქვენს ურთიერთობაში. მორიელებს გარკვეული დრო სჭირდებათ სულისა და გრძნობების გასახსნელად. მიეცით მას ეს დრო.

არავითარ შემთხვევაში არ განსაჯოთ იგი ამ ან სხვა ქმედებებისთვის, რომლებმაც, თქვენი აზრით, შეიძლება შეარცხვოთს, თუ გიყვართ ეს ადამიანი, შეგიძლიათ მიიღოთ აბსოლუტურად ისეთი, როგორიცაა. დაგმობა არ არის საჭირო. ნდობა და გაგება მხოლოდ გააძლიერებს თქვენს კავშირს.

ნუ უგულებელყოფთ

თუ შეყვარებული ხართ ნუ გეშინიათ იყოთ პირველი, ვინც გაამჟღავნებს თქვენს გრძნობებს. მორიელის იგნორირება არასწორი ნაბიჯია. ის თქვენს ზრახვებში დაეჭვდება და უბრალოდ აღარ შეგაწუხებთ. თუ თქვენი გრძნობები ნამდვილად გულწრფელია, გაუხსენით მას თქვენი გული და აცნობეთ, რომ ნამდვილად შეყვარებული ხართ.

მიჰყევით ამ რჩევებს - იყავით გულწრფელი და რეალური. იმოქმედეთ თამამად და თავდაჯერებულად. შედეგად, ყველაფერი შეიძლება ძალიან კარგად გამოვიდეს, თუ თქვენი გრძნობები და განზრახვები ერთმანეთის მიმართ გულწრფელი და ყველაზე სუფთაა.

დაბოლოს, სინამდვილეში, მორიელი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს მიუწვდომელი და ცივი. როგორც კი მოახერხებთ მის უკეთ გაცნობას, მისი გრძნობები თანდათან გაიხსნება და შეძლებთ ჩაიხედოთ მის შინაგან სამყაროში.