საშიში ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით.
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები.
მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას.
ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად.
მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ.
პასიურად დაისვენეთ.
არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ.
თმის ვარცხნილობის შეცვლა სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ.
ამ დღის ქვებია: მორიონი, მწვანე ძოწი, ქრიზოლითი.
მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 21:32
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ვერძში
ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კარგია დიეტა. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული პროდუქტი.