საშიში ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით.
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები.
მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას.
ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად.
მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ.
პასიურად დაისვენეთ.
არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ.
თმის ვარცხნილობის შეცვლა სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ.
ამ დღის ქვებია: მორიონი, მწვანე ძოწი, ქრიზოლითი.
მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება
მთვარე თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლებს 18:01
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე თევზებში
მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, გასაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას.
არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
ჩაიტარეთ წყლის პროცედურები, ამ დღეს რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.