ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ.
კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის.
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად.
უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ.
კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ან ორატორი იქნება ან ჭორიკანა.
ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში.
თმის შეჭრა სხვა დღისთვის გადადეთ.
ამ დღის ქვებია: მარჯანი, საფირონი.
დღის გაფრთხილება: არ მიირთვათ კვერცხი და ქათმის ხორცი. მოერიდეთ ქაღალდების დახევას, ჭურჭლის გატეხვას.
მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 18:15
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე მორიელში
მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
ამ დღეს რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი.
მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.