მთვარე ქალწულშია: ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები

მთვარე ქალწულშია: ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები

2 ივნისი, ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე

სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა.

რეკომენდებულია: მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები.

ჯანმრთელობა: ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული: კბილების ამოღება.

კვება: არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი.

არ არის რეკომენდებული: ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.

მოგზაურობა: დღე ხელსაყრელია როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მოგზაურობის დასაწყებად.

ურთიერთობები: ეს დღე იდეალურია შემოქმედებითი ადამიანებისთვის ოჯახის შესაქმნელად. მეუღლეები ერთმანეთს დაეხმარებიან შემოქმედებაში, იცხოვრებენ საერთო იდეალებითა და მისწრაფებებით. ქორწილში დაპატიჟეთ რაც შეიძლება მეტი კრეატიული ადამიანი. ღონისძიება უნდა იყოს ორგანიზებული შემოქმედებითად.

მინერალები: საფირონი, ჰელიოტროპი, მარჯანი.

  • მთვარე ქალწულში

იოლია ინტელექტუალური საქმიანობა, შეგიძლიათ დაიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეები.

აქტიური ორგანოები: საჭმლის მომნელებელი ორგანოები, ნერვები, ელენთა, პანკრეასი, სისხლის მიმოქცევის სისტემა.

კვება: უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე. იმატებს მარილიანი საკვების მიღების სურვილი.

საოჯახო საქმეები: კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.

კოსმეტიკური პროცედურები: თუ გსურთ, თმა სწრაფად გაიზარდოს და შეინარჩუნოს ფორმა, ეწვიეთ სალონს. კარგია თმის დახვევა და შეღებვა. გაიკეთეთ მასაჟი, სახის ნიღაბი და მანიკიური.