27 ივლისი, კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ქალწულშია
რეკომენდებულია: ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა.
არ არის რეკომენდებული: ახალი საქმეების დაწყება.
ჯანმრთელობა: აქტიურია კისერი, ხმის იოგებია.
კვება: საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი; გამოაცხვეთ პური.
მოგზაურობა: არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად.
ურთიერთობები: დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი.
დღის მინერალები: ამაზონიტი, მწვანე ნეფრიტი.
იოლია ინტელექტუალური საქმიანობა, შეგიძლიათ დაიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეები.
აქტიური ორგანოები: საჭმლის მომნელებელი სისტემა, ნერვები, ელენთა, პანკრეასი, სისხლის მიმოქცევის სისტემა.
კვება: უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე. იმატებს მარილიანი საკვების მიღების სურვილი.
საოჯახო საქმეები: კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კოსმეტიკური პროცედურები: თუ გსურთ, რომ თმა სწრაფად გაიზარდოს და შეინარჩუნოს ფორმა, მაშინ ეწვიეთ სალონს. კარგია თმის დახვევა და შეღებვა. გაიკეთეთ მასაჟი, სახის ნიღაბი და მანიკიური.