მთვარე ქალწულშია: განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება

მთვარე ქალწულშია: განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება

29 ივნისი, კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე

ჯანმრთელობა: საყლაპავი აქტიურია.

კვების რჩევები: მიირთვით რძის პროდუქტები, რძე და ხაჭო. ხილი და თაფლი, თხილი, მარცვლეული.

რეკომენდებულია: ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება - ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე.

არ არის რეკომენდებული: ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება.

მოგზაურობა: არ არის საუკეთესო დღე შორეული მოგზაურობისთვის. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება.

ურთიერთობები: ცვლილებებისა და მოულოდნელი აღმოჩენების დღეა. ოჯახის შექმნა არ არის მიზანშეწონილი. აი, მარტოხელა ადამიანებს გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა.

მინერალები: ფირუზი, ვარდისფერი ქალცედონი, მარმარილო.

  • მთვარე ქალწულშია

იოლია ინტელექტუალური საქმიანობა, შეგიძლიათ დაიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეები.

აქტიური ორგანოები: საჭმლის მომნელებელი სისტემა, ნერვები, ელენთა, პანკრეასი, სისხლის მიმოქცევის სისტემა.

კვება: უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე. იმატებს მარილიანი საკვების მიღების სურვილი.

საოჯახო საქმეები: კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.

კოსმეტიკური პროცედურები: თუ გსურთ, რომ თმა სწრაფად გაიზარდოს და შეინარჩუნოს ფორმა, მაშინ ეწვიეთ სალონს. კარგია თმის დახვევა და შეღებვა. გაიკეთეთ მასაჟი, სახის ნიღაბი და მანიკიური.