მთვარე კირჩხიბშია: გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია

მთვარე კირჩხიბშია: გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია

22 ივლისი, სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე

რეკომენდებულია: მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას.

ჯანმრთელობა: არ დალიოთ ალკოჰოლი.

კვება: მოერიდეთ ხორცის კერძებს. სასურველია უხვად გამოიყენოთ სანელებლები. მიზანშეწონილია გამორიცხოთ კარტოფილი და ციტრუსები. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით.

არ არის რეკომენდებული: ბიზნესის კეთება. მიღწევებით ტრაბახი.

მოგზაურობა: შესანიშნავია ექსპედიციების დასაწყებად. ცუდია საზღვაო მოგზაურობისთვის.

ურთიერთობები: კარგი დროა ოფიციალური ქორწინებისთვის. რაც უფრო მშვიდი იქნება ქორწილი, მით უფრო ძლიერი იქნება ოჯახი. საქორწილო დეკორაციაში ზღვის ან გემების გამოსახულებები ხელს შეუწყობს ბედნიერ თანაცხოვრებას. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.

მინერალები: იასამნისფერი ამეთვისტო, ზურმუხტი, ვარდისფერი და ჟოლოსფერი კვარცი, სელენიტი.

  • მთვარე კირჩხიბშია

გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ

აქტიური ორგანოები: გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა.

კვება: სასარგებლოა პურის და ფუნთუშების ჭამა (თუ ჭარბი წონისკენ არ გაქვთ მიდრეკილება) და გამოცხობა.

საოჯახო საქმეები: კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კლებადი მთვარის დროს ზედაპირებიდან და სამოსიდან ლაქებს იოლად მოაცილებთ. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.

კოსმეტიკური პროცედურები: არ არის რეკომენდებული თმის შეჭრა, შეღებვა ან მოცილება. კარგია სახის ნიღბების გაკეთება.