მთვარე კირჩხიბშია: მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს

მთვარე კირჩხიბშია: მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს

18 აგვისტო, ორშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 23:06-დან

რეკომენდებულია: შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით.

ჯანმრთელობა: თეძოები და კანი აქტიურია. მასაჟი სასარგებლოა. კბილების ამოღება არ შეიძლება.

კვება: მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა.

არ არის რეკომენდებული: სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.

მოგზაურობა: სამოგზაუროდ წასვლა არ არის მიზანშეწონილი.

ურთიერთობები: ცუდი დღეა ქორწინებისთვის.

დღის მინერალები: ყვითელი ნეფრიტი, ჟადეიტი, ქრიზოპრაზი.

  • მთვარე კირჩხიბშია

გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.

აქტიური ორგანოები: გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა.

კვება: სასარგებლოა პურის და ფუნთუშების ჭამა (თუ ჭარბი წონისკენ არ გაქვთ მიდრეკილება) და გამოცხობა.

საოჯახო საქმეები: კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კლებადი მთვარის დროს ზედაპირებიდან და სამოსიდან ლაქებს იოლად მოაცილებთ. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.

კოსმეტიკური პროცედურები: არ არის რეკომენდებული თმის შეჭრა, შეღებვა ან მოცილება. კარგია სახის ნიღბების გაკეთება.