ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე
რეკომენდებულია: ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები.
ჯანმრთელობა: პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება.
კვება: რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება.
მოგზაურობა: სასურველია ეს დღე ნაცნობ გარემოში გაატაროთ. გამგზავრების დრო ჯერ არ მოსულა.
ურთიერთობები: ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მინერალები: ჟადეიტი, ქალცედონია, აქატი.
გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
აქტიური ორგანოები: გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა.
კვება: სასარგებლოა პურის და ფუნთუშების ჭამა (თუ ჭარბი წონისკენ არ გაქვთ მიდრეკილება).
საოჯახო საქმეები: კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კოსმეტიკური პროცედურები: არ არის რეკომენდებული თმის შეჭრა, შეღებვა ან მოცილება. კარგია სახის ნიღბების გაკეთება.