მთვარე კუროშია: გადადეთ რთული მოლაპარაკებები

მთვარე კუროშია: გადადეთ რთული მოლაპარაკებები

21 ივნისი, შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე

მთვარის უკურსო პერიოდი გვექნება 05:49-დან 05-52-მდე

რეკომენდებულია: დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში.

არ არის რეკომენდებული: აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა: მოუფრთხილდით ყურებს. სასარგებლოა მარხვა და სუნთქვის გამწმენდი პრაქტიკა.

კვება: დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. კარგია მარხვა. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.

მოგზაურობა: დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის.

ურთიერთობები: უმჯობესია თავი შეიკავოთ ოჯახის შექმნისგან. დღე შესაფერისია განქორწინებისთვის.

მინერალები: ვეფხვის თვალი, კატის თვალი, ვარდისფერი მარმარილო.

  • მთვარე კუროშია

გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა.

აქტიური ორგანოებია: ხორხი, მეტყველების ორგანოები, კბილები, ყბები, თავის უკანა მხარე, ნუშისებრი ჯირკვლები, ყურები, სისხლის მიმოქცევის სისტემა.

კვება: უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან. დაიცავით უმარილო დიეტა.

საოჯახო საქმეები: მძიმე, ერთფეროვანი ფიზიკური სამუშაოს შესრულება შესაძლებელია. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. კარგია რემონტის დაწყება. დღეს დაუთოებული თეთრეული და ტანსაცმელი დიდხანს დარჩება სწორი.

კოსმეტიკური პროცედურები: შეჭრილი თმა კარგად იზრდება, მისი მდგომარეობა უმჯობესდება. კარგია მასაჟის გაკეთება და სახის წმენდა. არ არის რეკომენდებული ნიღბების გაკეთება.

P.S. უკურსო მთვარის დროს არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რამის გაკეთება. უმჯობესია, დაისვენოთ.