30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე
რეკომენდებულია: ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა.
არ არის რეკომენდებული: ახალი საქმეების დაწყება.
ჯანმრთელობა: კისერი, ხმის იოგებია აქტიურია.
კვება: საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი; გამოაცხვეთ პური.
მოგზაურობა: არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად.
ურთიერთობები: დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი.
მინერალები: ამაზონიტი, მწვანე ნეფრიტი.
საუკეთესო დღეა შემოქმედებისა და სიყვარულისთვის. გამოიძინეთ, დაისვენეთ. ფლირტი შეიძლება თანდათან გადაიზარდოს ძლიერ მიჯაჭვულობაში. სასარგებლოა ვიზიტი თეატრში, კინოში და გამოფენებზე.
აქტიური ორგანოებია: გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა.
კვება: ცილები და ხილი კარგად შეიწოვება.
საოჯახო საქმეები: კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
კოსმეტიკური პროცედურები: საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი.