27 ივნისი, პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე
რეკომენდებულია: ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა.
არ არის რეკომენდებული: ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები.
ჯანმრთელობა: აქტიურია თავის უკანა ნაწილი და ყურები.
კვება: შეგიძლიათ მიირთვათ ცხარე საკვები, სანელებლები, ხორცი.
მოგზაურობა: შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა, რადგან მთვარის ენერგია შეძლებს საკუთარი თავის სრულად რეალიზებას.
ურთიერთობები: არახელსაყრელი დღეა ოჯახის შესაქმნელად.
მინერალები: ლალი, პირიტი, ავანტიურინი.
საუკეთესო დღეა შემოქმედებისა და სიყვარულისთვის. გამოიძინეთ, დაისვენეთ. ფლირტი შეიძლება თანდათან გადაიზარდოს ძლიერ მიჯაჭვულობაში. სასარგებლოა ვიზიტი თეატრში, კინოში და გამოფენებზე.
აქტიური ორგანოებია: გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა.
კვება: ცილები და ხილი კარგად შეიწოვება.
საოჯახო საქმეები: კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
კოსმეტიკური პროცედურები: საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი.