მთვარე მერწყულშია: თავში მოულოდნელი იდეები ჩნდება

მთვარე მერწყულშია: თავში მოულოდნელი იდეები ჩნდება

11 ივლისი, პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე

მთვარის უკურსო პერიოდი იქნება 00:36-დან 21:21-მდე

რეკომენდებულია: კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები.

არ არის რეკომენდებული: მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება.

ჯანმრთელობა: აქტიურია თირკმელები.

კვება: არ უნდა ჭამოთ ზედმეტი. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში. კარგია ყურძნისა და ეგზოტიკური ხილის ჭამა.

მოგზაურობა: დღე შეეფერება მივლინებებს, მოგზაურობას, ლაშქრობას, როგორც ინდივიდუალურს, ასევე ერთობლივს.

ურთიერთობები: კარგი დროა საქორწილო დღესასწაულებისა და იუბილეებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ყოველთვის იღბლიანია. მეუღლეებს ექნებათ საკმარისი ენერგია აქტიური ცხოვრებისთვის. ყოველთვის იპოვიან ურთიერთგაგებას. მათი სახლი ყოველთვის სავსე იქნება სტუმრებით, მუსიკითა და სიცილით. დღე აგრეთვე კარგია რომანტიკული პაემნებისთვის.

მინერალები: გამჭვირვალე ამეთვისტო, ცირკონიუმი.

  • მთვარე მერწყულშია

იღვიძებს ინტერესი სიახლის მიმართ. თავში მოულოდნელი იდეები ჩნდება. კარგი დღეა შეხვედრებისთვის. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას.

აქტიური ორგანოები: წვივები, ტერფები, ვენები, გამომყოფი სისტემა.

კვება: თუ ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, თვალყური ადევნეთ რისი ჭამა მოგწონთ ამ დღეებში განსაკუთრებით. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გსურს ისეთი საკვები, რომელიც არ არის თქვენთვის კარგი.

საოჯახო საქმეები: კარგია ნივთების ქიმწმენდაში ჩაბარება. თუ გსურთ, სახლს დადებითი ენერგია ჰქონდეს, გაწმინდეთ ფანჯრები და ოთახები გაანიავეთ. საუკეთესოა პატარა ზეიმის მოწყობა, ღვეზელის გამოცხობა და საყვარელი ადამიანების მხიარულ წვეულებაზე მოწვევა.

კოსმეტიკური პროცედურები: კარგია თმის შეღებვა; შეჭრა არა. მოერიდეთ სახის წმენდას ან ნიღბების გაკეთებას. კარგია ფრჩხილების მოვლა.