31 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:45-ზე, მთვარე მორიელს ესტუმრება 21:26-ზე
ამ დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები.
რეკომენდებულია: კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა.
არ არის რეკომენდებული: გადაიტვირთოთ თავი სამსახურში.
ჯანმრთელობა: რეკომენდებულია კუჭის ამოწმენდა უზმოზე.
კვება: შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მოგზაურობა: არ არის საუკეთესო დრო ლაშქრობისა და მოგზაურობისთვის, განსაკუთრებით შორ მანძილზე.
ურთიერთობები: არ არის მიზანშეწონილი დაოჯახება. თუმცა, ამ დღის კავშირი ბედნიერია აქტიური მეუღლეებისთვის, რომლებიც მუდმივად ეძებენ რაღაც ახალს და ბევრს მოგზაურობენ. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი რაღაცაში თავს დამნაშავედ გრძნობს, დღეს შეიძლება მოულოდნელად ბოდიში მოგიხადოთ. თუ ეს მოხდება, უნდა აპატიოთ. სარკაზმი და ლანძღვა დღეს განსაკუთრებით შეუსაბამოა.
დღის მინერალები: ლალი, ქრიზოლიტი, მორიონი.
მთვარე მორიელშია
ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად.
აქტიური ორგანოები: სასქესო ორგანოები, შარდსაწვეთები, ნერვული სისტემა.
კვება: ამ დღეებში ვლინდება ნახშირწყლების საუკეთესო თვისებები, რაც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სასარგებლოა პურის და ფუნთუშების ჭამა, თუ ჭარბი წონისკენ არ გაქვთ მიდრეკილება
საოჯახო საქმეები: მოიშორეთ ზედმეტი ან ძველი ნივთები. შეგიძლიათ ტანსაცმელი წაიღოთ ქიმწმენდაში მოაწესრიგოთ სანტექნიკა. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
კოსმეტიკური პროცედურები: შეგიძლიათ შეიღებოთ თმა. გაიკეთოთ სახის ნიღბები. უმჯობესია მოერიდოთ სახის წმენდას.