მთვარე მორიელშია: ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად

მთვარე მორიელშია: ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად

24 სექტემბერი, ოთხშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 10:26-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:02-ზე

რეკომენდებულია : ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა.

არ არის რეკომენდებული: ახალი საქმეების დაწყება.

ჯანმრთელობა: აქტიურია კისერი, ხმის იოგებია.

კვება: საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი; გამოაცხვეთ პური.

მოგზაურობა: არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად.

ურთიერთობები: დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი.

დღის მინერალები: ამაზონიტი, მწვანე ნეფრიტი.

  • მთვარე მორიელშია

ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად.

აქტიური ორგანოები: სასქესო ორგანოები, შარდსაწვეთები, ნერვული სისტემა.

კვება: ამ დღეებში ვლინდება ნახშირწყლების საუკეთესო თვისებები, რაც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სასარგებლოა პურის და ფუნთუშების ჭამა, თუ ჭარბი წონისკენ არ გაქვთ მიდრეკილება

საოჯახო საქმეები: მოიშორეთ ზედმეტი ან ძველი ნივთები. შეგიძლიათ ტანსაცმელი წაიღოთ ქიმწმენდაში მოაწესრიგოთ სანტექნიკა. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.

კოსმეტიკური პროცედურები: შეგიძლიათ შეიღებოთ თმა. გაიკეთოთ სახის ნიღბები. უმჯობესია მოერიდოთ სახის წმენდას.