3 აგვისტო, კვირა, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:46-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 09:59-ზე
ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება.
რეკომენდებულია: იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ.
არ არის რეკომენდებული: ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე.
ჯანმრთელობა: ხერხემალი აქტიურია.
კვება: დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოგზაურობა: თუ გრძნობთ, რომ ენერგიით ხართ გადატვირთული, მაშინ თავისუფლად წადით სამოგზაუროდ, ლაშქრობაში.
ურთიერთობები: დღე ხელსაყრელად დასაოჯახებლად. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
დღის მინერალები: ცეცხლოვანი ოპალი, ჰემატიტი, კარნელიანი.
კარგია ხელშეკრულებების გაფორმება და განაცხადების წარდგენა. მოაგვარეთ იურიდიული საკითხები. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები, წახვიდეთ ხანგრძლივ მოგზაურობებში, მივლინებაში და ოფიციალურად დაარეგისტრიროთ ახალი ორგანიზაცია. იღვიძებს ინტერესი სოციალური აქტივობების მიმართ.
აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი.
საოჯახო საქმეები: თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. კარგია დღეს მინისა და სარკის ზედაპირების გაპრიალება. შეგიძლიათ ტანსაცმელი დააუთოოთ და ნივთები შესანახად მოათავსოთ. შეგიძლიათ გაყინოთ ხილი და გამოაცხოთ პური.
კოსმეტიკური პროცედურები: კარგია მასაჟი, ნიღბების გაკეთება.