მთვარე სასწორშია: არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში

მთვარე სასწორშია: არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე

უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 15:11-დან 17:38-მდე

დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული.

ჯანმრთელობა: აქტიურია მკერდი. შეგიძლიათ შეასრულოთ ძალისმიერი ვარჯიშები.

კვება: კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი.

რეკომენდებულია: ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში.

არ არის რეკომენდებული: ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა.

მოგზაურობა: იდეალურია ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად.

ურთიერთობები: ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.

მინერალები: შავი მარგალიტი, ალექსანდრიტი, კვარცი, სერპენტინი.

  • მთვარე სასწორში

ხელსაყრელია კომუნიკაცია, მოლაპარაკებები და შეხვედრები.

აქტიური ორგანოები: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.

კვება: ვლინდება ცხიმების საუკეთესო თვისებები, რაც სასარგებლოა ჯირკვლებისთვის. თუ ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, თვალყური ადევნეთ რისი ჭამა მოგწონთ ამ დღეებში განსაკუთრებით.

საოჯახო საქმეები: უნდა მოალამაზოთ თქვენს სახლი. შეგიძლიათ ფანჯრების გაწმენდა, სახლის განიავება. ასევე კარგია ძველი ჩანაწერების, წიგნების, ჟურნალებისა და სტატიების დასალაგებლად.

კოსმეტიკური პროცედურები: შეგიძლიათ შეიღებოთ თმა და შეიჭრათ. სასარგებლოა სახის ნიღბების გაკეთება.

P.S. უკურსო მთვარის დროს არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რამის გაკეთება. უმჯობესია, დაისვენოთ.