მთვარე სასწორშია: უნდა მოალამაზოთ თქვენი სახლი

მთვარე სასწორშია: უნდა მოალამაზოთ თქვენი სახლი

25 აგვისტო, ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 08:49-ზე, მთვარე სასწორში იქნება 18:11-დან

რეკომენდებულია: ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა.

არ არის რეკომენდებული: ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები.

ჯანმრთელობა: აქტიურია თავის უკანა ნაწილი და ყურები.

კვება: შეგიძლიათ მიირთვათ ცხარე საკვები, სანელებლები, ხორცი.

მოგზაურობა: შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა, რადგან მთვარის ენერგია შეძლებს საკუთარი თავის სრულად რეალიზებას.

ურთიერთობები: არახელსაყრელი დღეა ოჯახის შესაქმნელად.

დღის მინერალები: ლალი, პირიტი, ავანტიურინი.

მთვარე სასწორშია

ხელსაყრელია კომუნიკაცია, მოლაპარაკებები და შეხვედრები.

აქტიური ორგანოები: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.

კვება: ვლინდება ცხიმების საუკეთესო თვისებები, რაც სასარგებლოა ჯირკვლებისთვის. თუ ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, თვალყური ადევნეთ რისი ჭამა მოგწონთ ამ დღეებში განსაკუთრებით.

საოჯახო საქმეები: უნდა მოალამაზოთ თქვენი სახლი. შეგიძლიათ ფანჯრების გაწმენდა, სახლის განიავება. ასევე კარგია ძველი ჩანაწერების, წიგნების, ჟურნალებისა და სტატიების დასალაგებლად.

კოსმეტიკური პროცედურები: შეგიძლიათ შეიღებოთ თმა და შეიჭრათ. სასარგებლოა სახის ნიღბების გაკეთება.