14 ივლისი, ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან
რეკომენდებულია: კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები.
არ არის რეკომენდებული: შურისა და ბოროტების გამოვლენა.
ჯანმრთელობა: აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის.
კვება: ხორცის გარდა ყველაფრის ჭამა შეიძლება. მთავარია, რომ საკვები უნდა იყოს ახალი.
მოგზაურობა: ხელსაყრელია მოგზაურობა, მივლინება. მგზავრობისას მთავარია, მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება.
ურთიერთობები: ხელსაყრელი დღეა ქორწილისთვის. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მინერალები: წითელი იასპი, იასპი.
დასვენების, რომანტიკის და შემოქმედების დღეა. ალკოჰოლს, ყავას და მედიკამენტებს აქვს ძლიერი ეფექტი და უმჯობესია მოერიდოთ. შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის, სპონსორების მოსაძებნად და საქველმოქმედო აქტივობებისთვის. ადამიანები განიცდიან გაზრდილ სენტიმენტალურობას, ემოციურობას, მგრძნობელობას. ინტუიცია გამძაფრებულია.
აქტიური ორგანოებია: ფეხები, თითები, ნერვული სისტემა.
კვება: ვლინდება ნახშირწყლების საუკეთესო თვისებები, რაც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სასარგებლოა პურის, ფუნთუშების ჭამა (თუ წონაში მატებისკენ არ გაქვთ მიდრეკილება)
საოჯახო საქმეები: გაახალისეთ ინტერიერი. კარგია: რეცხვა, ზედაპირებისა და იატაკის გასუფთავება. არ დაგავიწყდეთ ყვავილების მორწყვა.
კოსმეტიკური პროცედურები: არ არის საუკეთესო დღე თმის შეჭრის ან შეღებვისთვის; სახის ნიღბების გასაკეთებლად და კანის გაწმენდისთვის.