20 მაისი, სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან
უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 15:58-დან 16:28-მდე
რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება.
ჯანმრთელობა: იმუნური სისტემა დასუსტებულია. გაუფრთხილდით ხერხემალს. მოერიდეთ ქირურგიული ჩარევას.
კვება: უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
ბიზნესი: არასათანადო ქცევამ და საუბარმა შესაძლოა კონფლიქტები და აგრესია გამოიწვიოს. გადაწყვიტეთ მხოლოდ მარტივი კითხვები. დაასრულეთ ადრე დაწყებული. ჯობია ნაკლები ისაუბროთ. გამოიჩინეთ შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ახალ კომპანიებს.
არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება.
მოგზაურობა: უმჯობესია ამ დღეს არ დაგეგმოთ გრძელი მოგზაურობები.
ურთიერთობები: არ არის კარგი დრო ოჯახის შესაქმნელად. კარგია განქორწინება, უსიამოვნო პროცედურა სწრაფი და უმტკივნეულო იქნება. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მინერალები: რაუხტოპაზი, შავი ნეფრიტი.
დასვენების, რომანტიკის და შემოქმედების დღეა. ალკოჰოლს, ყავას და მედიკამენტებს აქვს ძლიერი ეფექტი და უმჯობესია მოერიდოთ. შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის, სპონსორების მოსაძებნად და საქველმოქმედო აქტივობებისთვის. ადამიანები განიცდიან გაზრდილ სენტიმენტალურობას, ემოციურობას, მგრძნობელობას. ინტუიცია გამძაფრებულია.
აქტიური ორგანოებია: ფეხები, თითები, ნერვული სისტემა.
კვება: ვლინდება ნახშირწყლების საუკეთესო თვისებები, რაც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სასარგებლოა პურის, ფუნთუშების ჭამა (თუ წონაში მატებისკენ არ გაქვთ მიდრეკილება)
საოჯახო საქმეები: გახალისეთ ინტერიერი. კარგია: რეცხვა, ზედაპირებისა და იატაკის გასუფთავება. არ დაგავიწყდეთ ყვავილების მორწყვა.
კოსმეტიკური პროცედურები: არ არის საუკეთესო დღე თმის შეჭრის ან შეღებვისთვის; სახის ნიღბების გასაკეთებლად და კანის გაწმენდისთვის.
P.S. უკურსო მთვარის დროს არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რამის გაკეთება. უმჯობესია, დაისვენოთ.